x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134471
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
თომას მორი და მისი "უტოპია" (საინტერესო ფაქტები)

ინგლისური აღორძინების პირველი ეტაპი დაკავშირებულია თომას მორის სახელთან (1478-1535). იურისტის ოჯახში დაიბადა და განათლება ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო... იგი ადრე იწყებს ლიტერატურულ მოღვაწეობას, პარალელურად აქტიურად ებმება პოლიტიკურ საქმიანობაში. სრულიად ახალგაზრდა იგი ხდება თემთა პალატის წევრი და სიცოცხლის ბოლომდე მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს. 1535 წელს ჰენრი მერვე თავისუფალი აზრებისათვის სიკვდილით დასაჯა.

imageკარგად ერკვეოდა თანამედროვე ცხოვრების აქტიურ პრობლემებში, სოციალურ თუ პოლიტიკურ რეალიებში. სწორედ ამ საკითხს მიუძღვნა თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები "უტოპია".

ნაწარმოები აგებულია, როგორც საუბარი თომას მორისა და ამერიგო ვესპუჩის თანამგზავრ რაფაილ ჰიტლოდეის შორის. წიგნი ორი ნაწილისაგან შედგება. პირველ ნაწილში მორი ჰიტლოდეის პირით აკრიტიკებს თანამედროვე ევროპული ქვეყნების პოლიტიკურ-ეკონომიკურ-საზოგადოებრივ სურათს; ასახავს ინგლისის მძიმე მდგომარეობას, სადაც მიმდინარეობდა ცნობილი "შემოღობვა" (იგულ. ინგლისური მატყლის წარმოების ზრდასთან დაკავშირებული გლეხების აყრა თავიანთი მიწა-წყლიდან, "ცხვრებმა შეჭამეს ადამიანები").


image

წიგნის მეორე ნაწილში არსებულ უსამართლო ყოფას უპირისპირებს ფანტაზიით შექმნილ სამყაროს, რომელიც იდეალური საზოგადოებრივი წყობისაგან შედგება-კუნძულზე არ არსებობს კერძო საკუთრება და ფული, თითოეულ ადამიანს იმდენი ერგება, რამდენიც სჭირდება; ძირითადი საყრდენი კი ოჯახია. ყველა ვალდებულია იმუშაოს საზოგადოების სასარგებლოდ, უტოპიაში რელიგიის თავისუფლებაა და არიან ათეისტებიც.

imageთომას მორის "უტოპიას" საპატიო ადგილი უჭირავს ფილოსოფიის ისტორიაში. მისი გავლენით შეიქმნა ბევრი ნაწარმოები ("მზის ქალაქი", "ახალი ატლანტიდა"). საპატიო ადგილი უჭირავს ფილოსოფიის ისტორიაში, როგორც უტოპიური სოციალიზმის იდეების მაუწყებელს.

თომას მორმა გენიალურად განჭვრიტა კაცობრიობის მომავალი საზოგადოების ძირითადი პრინციპები, მაგრამ იგი თავისი დროის პირმშო იყო და ვერ ასცდა ზოგიერთ ნაკლს. ტექნიკური პროგრესი მორს არ შეეძლო წარმოედგინა, ამიტომაც განსაკუთრებით მძიმე და არასასიამოვნო სამუშაოს მონები ასრულებდნენ-აქაც ჰუმანური იდეები ჰქონდა ჩაქსოვილი-მონებად მხოლოდ დამნაშავები ხდებოდნენ; სიკვდილის დასჯის მაგივრად შრომით ისჯებოდნენ.


0
829
3-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
829
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0