x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რამდენია თქვენი სიმაღლე? მას ბევრის თქმა შეუძლია თქვენ პიროვნულ თვისებებზე
ადამიანის თვისებებზე დასკვნების გამოსატანად ყველაზე ხშირად ვაკვირდებით მათ ქცევას, თითების სიგრძესა და ფორმას, სიარულის ჩვევას, თვალებს, ტუჩებს და ა.შ და ბევრი თქვენგანი ვერც წარმოიდგენდა, რომ სიმაღლეს ადამიანში შეუძლია კონკრეტული ხასიათი განსაზღვროს.


image


მონახეთ თქვენი სიმაღლისთვის დამახასიათებელი რიცხვი და წაიკითხეთ პიროვნული თვისებები:


● 140 სმ-მდე. ყოველთვის გინდათ იყოთ პირველი და საუკეთესო, თუმცა არ ხართ ეგოისტი. გაქვთ ამბიციები დააყენოთ მაღალი სტანდარტები. ხართ გულუხვი, შრომისმოყვარე, სიყვარულისთვის თავდადებული ბოლო წვეთამდე, მანამ, სანამ გულს არ გატკენენ, თუმცა ვერც ღალატი გაიძულებთ მის გადაყვარებას. გარშემომყოფები ხშირად ვერ აფასებენ თქვენს სიკეთეს.




● 140-150 სმ. ხართ მეოცნებე და ყველა თქვენი ოცნება ხშირად რეალობად იქცევა ხოლმე. თავს კომფორტულად გრძნობთ იმ სპექტრში, როგორიც ხართ. ხშირად განიხილავთ თქვენთვის გეგმებსა და მოვლენებს. თქვენ ხართ ინტროვერტი, ამიტომ ხმაურიანი და ხალხმრავალი კომპანიები თქვენი სტილი არაა. საკმაოდ კომუნიკაბელური ხართ და ადვილად პოულობთ საერთო ენას იმ ადამიანებთან, რომლებსაც თქვენი მსგავსი შეხედულებები აქვთ. არ გიყვართ ზედაპირულობა და ყველაფერს მხოლოდ საფუძვლიანად აკეთებთ. ყოველთვის გაქვთ თქვენი პოზიცია და პრობლემებს და გაურკვეველ საკითხებს უდგებით მორალით.



● 150-160 სმ. თქვენ ხართ ატიპიური და ემოციური. გაქვთ კარგად განვითარებული ინტუიცია. გარშემომყოფებს მიაჩნიხართ ექსცენტრიულ პიროვნებად. ბევრს არ ესმის თქვენი, რაც დიდ ტკივილს გაყენებთ. ხშირად ხართ გამოკეტილი თქვენ პირად სივრცეში და არ გიყვართ როდესაც მას არღვევენ. ხართ შემოქმედებითი ადამიანი და ყოველ მომდევნო ჯერზე აუმჯობესებთ თქვენს შესაძლებლობებს. კარგად ერკვევით ადამიანების სუსტ და ძლიერ მხარეებში.



● 160-170 სმ. თქვენ ხართ საოცრად კომუნიკაბელური და გარშემომყოფებს იზიდავთ ამ თვისებით, შესაბამისად კი იწვევთ მათში ნდობას. მახვილგონივრული, კომუნიკაბელური, პატიოსანი, პასუხისმგებლიანი და პირში მთქმელი- ეს ის სიტყვებია, რომლებიც აღწერს თქვენს პიროვნებას. გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ხართ ლიდერი და შეგიძლიათ ნებისმიერი საქმის პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე.



● 170-180 სმ. თვითკმაყოფილი და თავდაჯერებული, ურთიერთობებში კი დომინანტი პიროვნება ხართ. მხოლოდ საკუთარ თავს ენდობით და ყველაფერს აკეთებთ მარტო, ყველასაგნ დამოუკიდებლად. არ გეშინიათ სირთულეების და ყოველთვის იცით რაც გინდათ.



● 180-190 სმ. თქვენ ხართ მგრძნობიარე და კეთილი ადამიანი. თქვენთან ერთად ყოფნა მარტივი და სასიამოვნოა. თქვენ გაქვთ ლამაზი და სუფთა ენერგია, რომელსაც სიამოვნებით უზიარებთ სხვებს. ცდილობთ ყოველი დღე შეცვალოთ უკეთესობისკენ. ყველაზე მეტად სიყვარული და სითბო გჭირდებათ. დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებით სიყვარულს.



● 190 სმ და ზემოთ. ძალიან პასუხისმგებლიანი ადამიანი ხართ, რომელსაც შეუძლიათ თამამად დაეყრდნონ. შეგიძლიათ ყურადღებით და ყოველგვარი განკითხვის გარეშე სხვების მოსმენა. ხართ მშვიდი ნებისმიერ სიტუაციაში და შეგიძლიათ ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა პრობლემების გადასაჭრელად. გიყვართ შრომაც და დასვენებაც. ადვილად პოულობთ ბალანსს სამუშაოსა და დასვენებას შორის.




იხილეთ აგრეთვე:


მარტივ კითხვებზე პასუხით გამოვიცნობ თქვენს სიმაღლეს– შედეგი გაგაოცებთ!image




შეაერთეთ ხელის გულები და დააკვირდით ხაზები როგორ იკვეთებაimage




რამდენი ხაზი გაქვთ მაჯაზე 3 თუ 4? ნახეთ რას ნიშნავს ისინიimage




იცოდით, რომ მუშტის შეკვრით ფარდას ახდით თქვენს საიდუმლოს?image




იცოდით რას ნიშნავს ასეთი თითები?image




როგორია თქვენი თითის ანაბეჭდი და ნახეთ რაზე მიუთითებს ისimage




გაიზომეთ ხელი და ნახეთ თუ რას განსაზღვრავს ისimage




დააკვირდით თქვენს ხელს, როგორი უფსკრული გაქვთ თითებს შორის?image





იცოდით თქვენი მყესი რაზე მეტყველებს?- გაოცდებითimage




რას განსაზღვრავს თქვენი ფრჩხილის ფორმა?image




თქვენ როგორი ფორმის ფეხი გაქვთ? იცით რას აღნიშნავს ის?image




იცოდით, რომ ცხვირის ფორმა განსაზღვრავს თქვენს ხასიათს?image




რაზე მეტყველებს "ხელისგულზე" გამავალი გულის ხაზი?image

2
553
18-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
553
  
2018, 15 იანვარი, 23:50
რა სამწუხაროა :(( ჩემი დაემთხვა.
2018, 15 იანვარი, 22:47
არ დაემთხვა ჩემზე :(
0 1 2