x
მეტი
  • 21.07.2018
  • სტატია:78771
  • ვიდეო:331502
  • სურათი:435457
რატომ ჩნდება შოკოლადზე თეთრი ნადები და სახიფათოა თუ არა იგი - ეს ბევრმა არ იცის!

image

ალბათ ყველას შეუმჩნევია, რომ დროდადრო შოკოლადი თეთრ ნადებს იკეთებს. მეცნიერები უკვე დიდი ხანია ინტერესდებიან ამ ფენომენით და ამ დასკვნამდე მივდნენ:


თეთრი ნადები შესაძლოა გამოწვეული იყოს შაქრით ან ცხიმით. ქვემოთ ორივე შემთხვევას დეტალურად განვიხილავთ.


შაქრის ნადებს ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, თუ შოკოლადს ტენთან ექნება კონტაქტი. შოკოლადი შეიცავს შაქარს, რომელიც თავის მხრივ, კრისტალებისგან შედგება. თუმცა ეს კრისტალები იმდენად მცირე ზომისაა, რომ ჭამის დროს ვერ ვამჩნევთ მას. როცა შოკოლადი ტენთან შევა კონტაქტში, აღნიშნული კრისტალები გაიხსნება და შოკოლადის ზედაპირზე გამოვა. მაგრამ, როგორც კი ტენი გაშრება ან აორთქლდება, გახსნილი შაქარი ხელახლა კრისტალდება და შოკოლადის ზედაპირზე თეთრ ნადებად რჩება.

image

ნადების მეორე ტიპის გამომწვევი არის პროდუქტში არსებული ცხიმი და არასწორ ტემპერატურაზე შენახვა. ამ ტიპის თეთრი ნადების ფორმირების პროცესის გამოსაკვლევად მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის დროსაც გამოიყენეს რენტგენის სხივები. გადაღების დაწყებამდე შოკოლადის მთავარი შემადგენელი ინგრედიენტები - კაკაო, შაქარი, მშრალი რძე და კაკაოს ზეთი ფხვნილად აქციეს. ექსპერიმენტის დროს კი ამ ნაზავში დაამატეს მზესუმზირის ზეთი. შედეგად ცხიმმა სწრაფად დაიწყო შოკოლადში მიკროფორებს შორის გადაადგილება. ეს იყო კაპილარობის ეფექტი. ამ შემთხვევაში შოკოლადს ექნება პუდრისებური მოთეთრო-მონაცრისფრო ნადები და ფხვიერი ან რბილი ტექსტურა.


image


ყოველივე ამაზე დაყრდნობით, მეცნიერები მივიდნენ შემდეგ დასკვნამდე: თეთრი ნადების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად საჭიროა შოკოლადის ფოროვანობის შემცირება. ამასთან, შოკოლადი უნდა ინახებოდეს გარკვეულ პირობებში - სიგრილეში, დაახლოებით 18 გრადუსზე.

უნდა ითქვას, რომ აღნიშნული თეთრი ნადები სრულიად უწყინარია. უფრო მეტიც, არავითარ გავლენას არ ახდენს პროდუქტის საგემოვნო თვისებებზე. ერთადერთი, რაც ამ დროს ზარალდება, არის შოკოლადის გარეგნობა.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. მაწონი უფრო სასარგებლოა თუ კეფირი? - ეს უნდა ვიცოდეთ!image


2. დააკვირდით არის თუ არა კვერცხში ასეთი თეთრი ხაზი - ეს ყველამ უნდა იცოდეს!image


3. იცით ამ ქათმის ფილეებიდან რომელია საშიში? - ხორცის ყიდვისას ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწონოთ!image


4. სრული სიმართლე კარაქის შესახებ - საიდუმლო, რომელსაც დიდხანს გვიმალავდნენ!image


5. 9 შეცდომა, რომელსაც კარტოფილის პიურეს მომზადებისას ვუშვებთ - ამაზე ნამდვილად არ გიფიქრიათ!image


6. როგორ განვასხვავოთ ხარისხიანი შოკოლადი უხარისხოსგან - აუცილებლად დაიმახსოვრეთ!image


7. როგორ განვასხვავოთ ნატურალური კაკაო ხელოვნურისგან - გაითვალისწინეთ ეს 6 ნიშანი!image

0
535
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
Mediator image
535
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0