x
მეტი
  • 18.10.2018
  • სტატია:81749
  • ვიდეო:333786
  • სურათი:438919
კატრინ დენევმა მხარი დაუჭირა მამაკაცების მხრიდან ქალების სექსუალურ "შევიწროვებას"

imageფრანგი მსახიობი კატრინ დენევი შეუერთდა იმ 100 ცნობილი ფრანგი ქალის ხელმოწერას, რომლებიც მამაკაცების დასაცავად გამოვიდნენ და რომლებსაც სექსუალური შევიწროვება ან ძალადობა ბრალდებათ.დენევმა და კიდევ 100 ფრანგმა ქალმა გაზეთ Le Monde-ში გამოაქვეყნეს ღია წერილი, სადაც შარშან მამაკაცების წინააღმდეგ აგორებულ სექსუალურ ძალადობის კომპანიას "ახალი პურიტანები" უწოდეს( გადატანითი მნიშვნელობით იგულისხმება ადამიანები, რომლებიც მკაცრად (ხშირად მოჩვენებითად) იცავენ ზნეობას.)


შეგახსენებთ, კომპანია სექსუალური ძალადობის შესახებ სოციალურ ქსელებში მაშინ აგორდა, როდესაც ერთბაშად რამდენიმე ჰოლივუდის მსახიობმა ცნობილ კინოპროდიუსერს ვარვი ვაინშტეინს სექსუალურ შევიწროვებაში დასდეს ბრალი.მათ შორის არიან სალმა ჰაიეკი, როუზ მაკგოუენი, ანჯელინა ჯოლი, გვინეტ პელტროუ და აზია არჯენტო.


"გაუპატიურება დანაშაულია, მაგრამ ფლირტი, თუნდაც დაჟინებული და უხეში არ შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს, ხოლო გალანტური საქციელი აგრესიული მაჩიზმი არ არის"-ნათქვამია წერილში.


"მამაკაცები ყოველგვარი საქმის გარკვევის გარეშე უმოკლეს ვადებში დაისაჯნენ და იძულებულნი გახდნენ სამსახური მიეტოვებინათ, თუმცა, რასაც ისინი აკეთებდნენ იყო მხოლოდ ის, რომ ეხებოდნენ ვიღაცის მუხლს, ან ცდილობდნენ კოცნისთვის მიეღწიათ"-დასძინა მწერალმა კატრინ მილემ.


კატრინ დენევი გამოვიდ კამპანია #MeToo(მეც) წინააღმდეგ, რომელიც სოციალურ ქსელში აგორდა, მსახიობის აზრით, ამ კამპანიის მონაწილეები უბრალოდ ცდილობენ შეურაცხყონ ის მამაკაცები, რომლებსაც ბრალად ედებათ სექსუალური შევიწროება.


შეგახსენებთ, შარშან აგორებულ ამ კამპანიას ორი მამაკაცის თვითმკვლელობა მოჰყვა.


0
36
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0