x
მეტი
  • 23.01.2018
  • სტატია:73402
  • ვიდეო:326427
  • სურათი:429055
ტანსაცმლის ცნობილმა ბრენდმა H&M-მა ცხრამეტი ტონა მზა პროდუქცია დაწვა. აი, რა იყო ამის მიზეზი

შვედური ტელეკომპანია SVT-ის ჟურნალისტებმა გამოარკვიეს, რომ ტანსაცმლის მწარმოებელმა ცნობილმა კომპანიამ H&M-მა გასული წლის განმავლობაში 19 ტონა მზა პროდუქცია დაწვა. ბრენდი ყოველწლიურად ათობით ტონა ტანსაცმელს წვავს ქალაქის გათბობის სისტემებში.



image


ჟურნალისტებმა გააკეთეს დასკვნა, რომ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში კომპანიამ ათობით ტონა სრულიად ახალი ტანსაცმელი დაწვა. სავარაუდოდ, დაიწვა 50 ათასი ჯინსი და 20 ათასამდე სხვადასხვა სახის ზამთრის ტანსაცმელი (ქურთუკები, სვიტერები, შარფები). ანალოგიური პროცედურები, შვედეთის გარდა, ტარდება დანიაშიც, სადაც გასულ წელს 9, 6 ტონა მზა ტანსაცმელი დაწვეს. თუმცა კომპანიის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკაში ამაზე არაფერია ნათქვამი.



image


ჟურნალისტების ცნობით, კომპანიამ ტანსაცმელი დაწვა შვედეთის ქალაქ ვესტეროსში მდებარე თბოელექტროსადგურში. ამ ახალმა ამბავმა სკანდინავიელებში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ინტერნეტ-მომხმარებლებმა განაცხადეს, რომ ამის გაკეთება საჭირო არ იყო და რომ კარგი იქნებოდა, თუ ამ ტანსაცმელს გაჭირვებულ ადამიანებს დაურიგებდნენ.


H&M-ის წარმომადგენელმა სესილია ბრანსტერმა განაცხადა, რომ ტანსაცმელი დაწვეს ტრანსპორტირების დროს მიყენებული დაზიანებების გამო. მათი დიდი ნაწილი წყლით და ნესტით იყო გაფუჭებული, ხოლო ზოგი ნივთი შეიცავდა დიდი რაოდენობით ქიმიკატებს.



image


კომპონიის პრეს-მდივანმა კაროლინა სკოტმა აღნიშნა, რომ თუ ტანსაცმელში ბევრ ქიმიკატია და მისი გაყიდვა არ შეიძლება-ესე იგი, წარმოების პროცესში შეცდომებია დაშვებული. ეკოლოგები თვლიან, რომ ასეთი პროდუქციის დაწვა ზიანს არ აყენებს გარემოს, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა მაინც დასდეს პირობა, რომ მომავალ წლებში ეცდებიან მაქსიმალურად შეამცირონ დამწვარი ტანსაცმლის რაოდენობა.



image


p.s. მოგეხსენებთ, ტანსაცმლის შვედური ბრენდი H&M საქართველოში, თბილისში გასული წლის ნოემბერში დიდი აჟიოტაჟისა და ხმაურიანი წინასარეკლამო კამპანიის შემდეგ გაიხსნა. რუსთაველის გამზირის N2/4-ში მდებარე „გალერია თბილისში“ ბრენდი სამ სართულსა და 3000 კვადრატულ მეტრზე ქალის, მამაკაცისა და ბავშვებისთვის განკუთვნილი სამოსით, ფეხსაცმლით, აქსესუარებითა და სხვადასხვა საინტერესო ნივთით განლაგდა. მაღაზიის გახსნის პირველ დღეებში ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ ხალხს საათობით უწევდა რიგში დგომა შიგ შესასვლელად, თუმცა პირველი ვნებათაღელვა ჩაცხრა და თბილისელებს ხელში შერჩათ საშუალო დონის, არც ისე იაფფასიანი პროდუქცია. ახლა კი, თუ შვედ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, აქ შეძენილი ტანსაცმელი ეკოლოგიურად არც თუ ისე უსაფრთხო ყოფილა.

აქამდე იმაზე ვწუწუნებდით, ამდენი ქიმიისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტების გადამკიდე, რა მივირთვათო, ახლა კი ამას დაემატა კითხვა: რა ჩავიცვათ?

9
946
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
946
  
კი ვაიკიკს შედარებით ნორმალური შეფარდება აქვს ფასის და ხარისხის
13 იანვარი, 0:12
მაგას კიდევ ვაიკიკი ჯობია. გული მაინც არ დაგწყდება, ძვირი მივეციო :დდდ
რას ამბობ,სადაც დიდიხანია არსბობს, კაპიკები ღირს ყველაფერი , აქკიდე აბოლებენ საწყალ და ისედაც გაჭირვებულ ქართველ ხალხს
12 იანვარი, 23:36
მე ვიყავო ამას წინათ...მეგონა უკეთესი ნივთბი დამხვდებოდა. სიმართლე რომ გითხრათ, ეს უზარმაზარი მაღაზია ისე შემოვიარე, მარტო ერთი შარფი შევარჩიე. გული არაფერზე დამწყვეტია, ფული არ მეყო და ვერ ვიყიდე-თქო :)
12 იანვარი, 23:01
ერთხელაც არ შემიხედავს და არც შევიხედავ, ვიცნობ რა ამ პროდუქციის ხარისხს და ვხედავ რა მის შეუსაბამობას ფასთან, რაშიც არც გახსნამდე მეპარწბოდა ეჭვი. იგივე ,,ტერანოვა,, უდაბლეაი ხარისხი და აქ რა ფასები ადევს . რა გვეშველება მართლაც
11 იანვარი, 10:35
არც ეგრეა საქმე. უბრალოდ განათლების დონე დაბალია ქვეყანაში და ამიტომ ხდება ის რაც ხდება. თითქმის ყველა რეკლამა ტყუილზეა აგებულია და არცერთი არ ემსახურაბა მომხმარებლის ინტერესს. უბრალოდ მარკეტინგის,პიარ და გაყიდვების მენეჯერებს საქართველოში ავიწყდებათ მთავარი. ყველა მომხმარებელია,ყველა მყიდველი და ამავე დროს გამყიდველიცაა,ასევე ოქროს წესიც მოექეცი ისე,როგორც შენ გინდა მოგექცნენ. თვითონ არ აკეთებენ,იმიტომ გგონიათ ხელფასია მთავრი და მერე თვითონვე ხდებიან იგივეს მსხვერპლი. ადგენენ წესებს,რომლებიც აუცილებლად უნდა შეასრულონ და ისიც ავიწყდებათ,რომ გაყიდვების მთავარი პრინციპი:არ შეიძლება გაყიდვების ჩარჩოში ჩასმა
11 იანვარი, 9:18
რეკლამა მუშაობს, როგორც ყოველთვის:)
11 იანვარი, 9:16
საერთოდ ჩვენში ხო გადარევა მოსულა. აიკვიატებენ რაღაც მაღაზიას და ე.წ. ელიტა თავმოწონებით ამბობს,რომ მათ ბრენდული სამოსი აცვიათ და სინამდვილეში კომპანია დიდ ფულს შოულობა ე.წ. ელიტის გაუნათლებლობით. აამაღლეთ ცოდნის დონე და ესეთეBი აღარ შემვლენ საქართველოში.
10 იანვარი, 18:30
სოფლელების რიგი იდგა 90-იანებში მაკდონალდთან რუსაველზე, ეხლა კი ამ მაღაზიის გახსნაზე იყო სოფლელების რიგი.....
0 1 9