x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
თუ თქვენს მიკროტალღურს გალღვობის ფუნქცია აქვს,აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია
რთულია იპოვო მიკროტალღურის ისეთი მოდელი, რომელსაც გალღვობის ფუნქცია არ ექნება.მაგრამ ამ ფუნქციის გამოყენების სარგებლობაზე ექსპერტები და კომპეტენტური პირები საფუძვლიან ეჭვებს გამოთქვამენ.

imageთუ შევადარებთ გალღვობის ორ მეთოდს: პირველი-მაცივრის თაროზე და მეორე-მიკროტალღურ ღუმელში-ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან, რომ პირველი მეთოდი უფრო უსაფრთხოა.

გაყინული პროდუქტები რამდენიმე საათის განმავლობაში უნდა გალღვეს თანაც 2-დან 6 გრადუსამდე ტემპერატურაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაქტერიების გამრავლების გამო შესაძლოა საკვებით მოიწამლოთ კიდეც.

მიკროტალღური ღუმელის გამოყენება ნამდვილად არაა კარგი ვარიანტი გაყინული პროდუქტის გასალღვობად.


დაბალი ტემპერატურა ბაქტერიების ზრდა-გამრავლებას აფერხებს. მათ შორის ეკოლის ბაქტერიისაც. სწრაფი გალღვობისას კი, მაღალ ტემპერატურაზე, ბაქტერიები სწრაფად მრავლდებიან და მათი რიცხვი ორმაგდება, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობაზე.

ასევე არასასურველი გაყინული ხორცისა და სხვა პროდუქტების გალღვობა ოთახის ტემპერატურაზე, რადგან ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს თბილ გარემოში და ამ დროს ბაქტერიები აქტიურად მრავლდებიან.

თუ გალღვობის შემდეგ მომზადება გადაიფიქრეთ და პროდუქტი ხელმეორედ შედეთ საყინულეში, ნუ იფიქრებთ, რომ გაყინვის შემდეგ ბაქტერიები დაიღუპებიან. ბევრი მათგანი გადარჩება და საკვებს მეორედ მომზადებისთვის უვარგისს გახდის. ამიტომ, არ გამოიყენოთ კერძის მოსამზადებლად ერთხელ უკვე გამლღვალი და ხელმეორედ გაყინული ხორცი თუ ბოსტნეული.

0
56
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0