x
მეტი
  • 17.08.2018
  • სტატია:79521
  • ვიდეო:332279
  • სურათი:436759
"მაინც მომაგნო, ჩემი ძაღლი სარკმელთან ყმუის " - ანატორი, ერთი სოფლის სევდიანი ისტორია

image


ალბათ, უმეტესობას არ სმენია იმ სოფლის შესახებ, რომლის მოსახლეობაც გმირულად დაიღუპა.




ანატორი - ესაა აკლდამებში ამოწყვეტილი სოფელი პირიქითა ხევსურეთში.

აი, რა მოხდა ამ სოფელში:

მეცხრამეტე საუკუნეში ხევსურეთის სოფელ ანატორს თავს საშინელი განსაცდელი დაატყდა, ეს იყო შავი ჭირი.

ხევსურები მის გავრცელებას ცნობილ ფაქტს უკავშირებენ, გადმოცემის თანახმად, ანატორის სასწაულთმოქმედ ხატს ერთ-ერთმა ანატორელმა, რომლის სახელიც უცნობია, უარყო ხატი და შუბი ესროლაო. ამის გამო დააისაჯნენ ანატორელები.


შავი ჭირი სწრაფად მოედო მთელს მოსახლეობას. სენისაგან დაავადებულთა დამმარხავი არავინ იყო, ანატორელებს სენი რომ არ განევრცოთ და მთლიანად ხევსურეთს არ მოსდებოდა, სოფლიდან მოშორებით, მდინარის გადმოღმა აკლდამები აუგიათ, ჭირით შეპყრობილნი გადადიოდნენ მდინარეს, წვებოდნენ აკლდამებში და ელოდებოდნენ სიკვდილს, გარდაცვლილის ადგილს კი სხვა სნეული იკავებდა.


ეს იყო ამ დიდებული ადამიანების გმირობა, როგორც ამბობენ, ვინც საზღავრს გადაჰკვეთდა თოფს ესროდნენ, მაგრამ ასეთი რამ არ მომხდარა, ანატორელები გმირულად ელოდნენ სიკვდილს. ეს ხომ საკუთარი ფეხით სიკვდილთან შეგებებაა!


ანატორი დღესდღობით ამ თავგანწირვის სიმბოლოა და მნახველებში უსაზღვო სევდასა და უდიდეს პატივისცემას აღძრავს ამ ხალხის მიმართ.



ჭირიანობის დროს ანატორის ერთ-ერთ ოჯახს ჩვილი ვაჟი დედულეთში გამოუგზავნია და საბედნიროდ ანატორელთა მოდგმას არ შეუწყვეტავს არსებობა, ასევე სისაურების შტო მოდის ანატორიდან. გადარჩენილ ვაჟს პირ-აქეთა ხევსურეთში გამოულაშქრია და ლიქოკის ჭალაში დასახლებულა.


image


წარმოგიგდენთ ანატორელთა ამონაწერს ჭირიანობის დროს, რომლებიც ისტორიას შემორჩა :

1. სარკმლიდან მოჩანს შემოდგომის ჭრელი ხეები,
მდინარის აქეთ ყველაფერი შავ-თეთრია.

2. გარეთ დავტოვე ცხენი.
სახლი.
ჩემი ბავშვობა.

3. გაღმასოფელში ასკილი ყვავის.

4. სხედან ბავშვები ვიწრო სარკმელთან.
და შემობერილ ნიავს.
თვალებით ეფერებიან.

5. სარკმლის გარეთ ჰაერია,
შიგნით - სიჩუმე.

6. ამ წვრილ სარკმელში.
ღმერთიც ვეღარ შემოეტევა.

7. მე და სიკვდილი ერთ საწოლში ვწევართ და.
ძილი არ გვეკარება.

8. დედა ტიროდა:
"ნეტავ, სიკვდილს მისცა შვილიო..."



image



9. ჩემ სოფელში მზე ორჯერ ჩადის.

10. შემოფრენილმა გულწითელამ
თითქოს სიცოცხლე შემოიტანა,
ისე ავღელდით.

11. მაინც მომაგნო,
ჩემი ძაღლი სარკმელთან ყმუის.

12.მესიზმრა, თითქოს ამოვიდა მზე და გავედით.

13. რა სიჩუმეა,
სიჩუმესაც კი ვეღარ ვისმენ.


14.ქალაქისოდენი ღამეა.

15. ჩემს სახლს ასტკივდა.
კედლები და ღია ფანჯრები.

16. ვცდილობ ფეხი არ დავაბიჯო.
მკვდარსა და ცოცხალს.

17. მკვდრებიც დგებიან და წვებიან,
როგორც ჩრდილები.




აი, ასეთია ერთი სოფლის სევდიანი და თანაც სიამაყის მომგვრელი ისტორია.




1
225
5-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
225
  
0 1 1