x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავი გადახადა
image



სურამი


სურამში ძლიერი წვიმის შედეგად ეზოები დაიტბორა.


არსებული ინფორმაციით სანატორიუმში სადაც დევნილები ცხოვრობენ ქარმა სახურავი გადახადა.



თელავი და გურჯაანი


მედიაში გავრცელებული ინფორმაციით თელავსა და გურჯაანში ქარმა სახლებს სახურავი გადახადა. სახურავის გარდა, კახეთში ძლიერმა ქარმა ასწლოვანი ხეები წააქცია და რამდენიმე მანქანა დააზიანა.


თბილისი


ძლიერმა ქარმა დედაქალაქსაც სეროზული ზიანი მიაყენა, წაქცეულია რამდენიმე ხე და დაზიანებულია ელექტროგადამცემი სადენები.



ამინდი საქართველოს მასშტაბით გუშინ საღამოს გაუარესდა.

0
47
1-ს მოსწონს
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0