x
image
კატაპულტი
თბილისი პარალიზებულია,რა ხდება ამ წუთებში?!
image

თბილისი პარალიზებულია.გუშინ საღამოს დაწყებულმა ქარმა თანდათან უმატა სიმძლავრეს და შუაღამისას პიკს მიაღწია. დედაქალაქის რამდენიმე შენობას გადახდილი აქვს სახურავი, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ქუჩაში მდგომი ავტომანქანები, გზის სავალი ნაწილის გაწმენდა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ძლიერი ქარის გამო გადაიდო ავიარეისები, კერძოდ, მიუნხენისა და სტამბოლის მიმართულებით ფრენები, ასევე თბილისის მიმართულებითაც შეჩერებულია მგზავრობა.

როგორც სინოპტიკოსები იუწყებიან, ქარის სიმძლავრე დღის განმავლობაში თანდათან იკლებს და საღამოსათვის მისი სიჩქარე 20 კმ/სთ-ზე ნაკლები იქნება, ამ წუთებში კი მისი სიჩქარე 50 კმ/სთ-ზე მეტია. დღეს გვიან ღამით შესაძლებელია მცირე თოვლიც ვიხილოთ დედაქალაქში.

უამინდობა და ძლიერი ქარი თბილისის გარდა აწუხებთ ხაშურსა და სურამში, სადაც ქარმა შენობებს სახურავები გადახადა, წვიმამ კი ქვედა სართულების დატბორვა გამოიწვია.თოვლის სახით დიდი ნალექი აწუხებთ მთაში, სადაც სამანქანო და საფეხმავლო გზა თოვლითაა დაფარული.


როგორც მეტეოროლოგები იუწყებიან, ახლო მომავალში მსგავსი ძლიერი ქარი საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი აღარაა.სამაგიეროდ, თვის ბოლოს, 20 რიცხვის შემდეგ, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თოვლი და ძლიერი ყინვებია ნაწინასწარმეტყველები.

P.S. გაფრთხილდით თუ გარეთ გიწევთ დღის განმავლობაში გასვლა.მშვიდობიან დღეს გისურვებთ!

0
962
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
962
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0