x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
აკაკი გოგიჩაიშვილი "რუსთავი 2"-ს ტოვებს და "იბერიაზე" "ბიზნესკოდს" წაიყვანს
image

ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი "რუსთავი 2"-ს ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციით ის ტელეკომპანია "იბერიაზე" ბიზნეს პროფილის გადაცემას გაუძღვება და გუნდსაც თავად დააკომპლექტებს. სავარაუდოდ, მას სხვა თანამშრომლებიც გაჰყვებიან.


"იბერიაში" ამ ინფორმაციას არც უარყოფენ, არც ადასტურებენ, თუმცა ცნობილია, რომ ყოველდღიური გადაცემა "ბიზნესკოდის" მთელი გუნდი ტელევიზიიდან უკვე დაითხოვეს. იბერიას თანამშრომლებს კი აკაკი გოგიჩაიშვილი უკვე შეხვდა.


ნიკა გვარამია ამბობს, რომ ამჟამად გოგიჩაიშვილი რუსთავი2-ის თანამშრომელია და შვებულებაში იმყოფება. მისი სხვა არხზე გადასვლის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს.



როგორც ამბობენ, გოგიჩაიშვილის უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ რამდენიმე თვის წინ "ბიზნესკურიერი" დაიხურა. მიზეზად ის გარემოება დასახელდა, რომ საგამოძიებო გადაცემა უნდა შექმნილიყო, თუმცა რუსთავი 2-მა ჟურნალისტური გამოძიება ორ თვეში დახურა. შედეგად აკაკი გოგიჩაიშვილი მხოლოდ P.S.-ის რიგით ჟურნალისტად დარჩა.


შესაძლოა, იბერიაზე ჟურნალისტი ნელი აგირბაც ვიხილოთ, რომელმაც რუსთავი 2 რამდენიმე დღის წინ დატოვა.

0
209
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
209
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0