x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
OK - როგორ და როდის წარმოიშვა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული გამოთქმა
179 წლის წინ წარმოიშვა ინგლისურ ენაში ყველაზე გავრცელებული ფრაზა - ok, რომელმაც დღეისათვის მსოფლიოს უამრავ ენაში დაიმკვიდრა ადგილი. მაინც საიდან გაჩნდა ეს გამოთქმა, როგორია მისი წარმოშობის ისტორია? - ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ მისი წარმოქმნა დაკავშირებულია 1840 წლის საპრეზიდენტო კამპანიასა და ბოსტონის გაზეთში დაბეჭდილ ერთ ჩვეულებრივ ხუმრობასთან.



image


ისტორიაში პირველად აბრევიატურა ok, რომელიც სიტყვასიტყვით აღნიშნავს-''ყველაფერი კარგადაა'', ხუმრობის სახით გამოყენებული იქნა გამოცემა Morning Post -ის 1839 წლის 23 მარტის ნომერში და მიმართული იყო კონკურენტი ჟურნალის Providence-ის მიმართ. უნდა აღინიშნოს, რომ იმ დროს ძალიან პოპულარული იყო ფრაზების და წინადადებების შემოკლებულად, აბრევიატურებით აღნიშვნა. განსაკუთრებით ხშირად ამ შემოკლებებს განათლებული ახალგაზრდობა და სტუდენტობა იყენებდა. საუბარში ასეთი შემოკლებული ფრაზების ჩართვა გონებამახვილობის და ჭკუის გამოხატულებად მიიჩნეოდა. ასე, მაგალითად, XIX საუკუნეში ფართოდ იყო გავრცელებული გამოთქმა KG, რომელიც ინგლისურად ნიშნავდა " ვიცი, მოვდივარ" (know go). დღესდღეობით ეს გამოთქმა დაკარგულია, თუმცა 150 წლის წინ ის არანაკლებ პოპულარული და გავრცელებული იყო, ვიდრე დღევანდელი Ok.

ფრაზა OK, რომელმაც სულ პირველად გაზეთში გაიჟღერა, წარმოადგენდა შემოკლებულ ვარიანტს გამოთქმისა «oll korrect»-ყველაფერი სწორია. ფრაზა მიზანმიმართულად არასწორად იყო დაწერილი, რათა მისთვის სარკაზმი და იუმორი მიენიჭებინათ.



OK-ის მამა გახლდათ ბოსტონის გაზეთ Morning Post-ის რედაქტორი ჩარლზ გორდონ გრინი, რომელიც ხშირად აქვეყნებდა სახუმარო, გონებამახვილურ სტატიებს და სხარტულებს კონკურენტებისა და ოპენენტების მისამართით. სამიოდე დღის შემდეგ აბრევიატურა Ok გაზეთის სხვა ნომერში დაბეჭდილ სტატიაშიც გამოჩნდა. გამოთქმამ ნელ-ნელა დაიწყო ამერიკულ ჟარგონში შეღწევა. წლის ბოლოს მას უკვე ხშირად ნახავდით ყველაზე პოპულარულ გამოცემებში, თუმცა პოპულარობის ზენიტი OK -ის მომავალ წელს ელოდა, როცა დაიწყო წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანია. მოქმედი პრეზიდენტის-მარტინ ვან ბიურენის კონკურენტი იყო სამოქალაქო ომის გმირი უილიამ ჰენრი ჰარისონი.



image



ნიუ-იორკის ჩრდილოეთ ნაწილში-კინდერჰუკში დაბადებულმა ვან ბიურენის მომხრეებმა დაიწყეს კლუბების, სახელად Ok-ის შექმნა, რომელიც სიტყვასიტყვით აღნიშნავდა ძველ კინდერჰუკს (Old Kinderhook). ამ აბრევიატურას ორმაგ აზრი გააჩნდა: ''ძველი კინდერჰუკი-ყველაფერი სწორია'' (Old Kinderhook- oll korrect).

მაგრამ ამომრჩევლებმა მიიჩნიეს, რომ ბიურენი-ეს არის არასწორი არჩევანი და მხარი ჰარისონს დაუჭირეს-მან არჩევნებში გაიმარჯვა და პრეზიდენტიც გახდა.



image



სწორედ ამ დროიდან მოყოლებული ფრაზა OK საბოლოოდ დამკვიდრდა ამერიკელთა ყოველდღიურ სასაუბრო ენაში, 1864 წელს კი ის შევიდა "სლენგებისა და ვულგარული გამონათქვამების ლექსიკონში".


მეოცე საუკუნის დასაწყისში ფრაზა აქტიურად გამოიყენებოდა თეატრალურ დადგმებსა და სპაქტაკლებში, ხოლო XX საუკუნის შუახანებში ის საბოლოოდ შევიდა არამარტო ინგლისური ენის ლექსიკონში, არამედ უამრავ სხვა ენაში, როგორც აღმნიშვნელი წინადადებისა - "ყველაფერი კარგადაა". მის ისტორიასა და წარმოშობაზე ბევრს კამათობდნენ და ბჭობდნენ ლინგვისტები და მხოლოდ გასული საუკუნის 60-იან წლებში კოლუმბიის უნივერსიტეტეის პროფესორმა ალენ უოლკერ რიდმა (Allen Walker Read) გამოსცა ნაშრომი Ok-ის წარმოშობის და ისტორიის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ შორეულ 1839 წელს დაიწყო.


p.s. უნდა შევნიშნოთ, რომ მეცნიერთა გარკვეულ ნაწილს OK-ის წარმოშობაზე სულ სხვა აზრი აქვს: ინგლისურენოვან ქვეყნებში საჩვენებელი და ცერა თითისაგან შედგენილი კომბინაცია აღნიშნავს - ''ყველაფერი რიგზეა", იაპონიაში ამ ჟესტს სულ სხვა მნიშვნელობა აქვს და ნიშნავს ფულის თხოვნას სესხად. ბრააზილიში სექსუალური ურთიერთობის სურვილს, ხოლო საფრანგეთში უნდობლობას თანამოსაუბრის მიმართ. თურქეთსა და საბერძნეთში ჟესტი შეიძლება მიიღონ, როგორც მინიშნება თანამოსაუბრის ჰომოსექსუალური მიდრეკილების შესახებ.



0
96
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0