x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ალიონა ფედოროვსკაია-თაღლითთა ჩემპიონი გაცნობის საიტიდან
image

გასული საუკუნეში ქალსა და მამაკაცს შორის გაცნობა ე.წ. გარიგებით ხდებოდა ან გაზეთში იყო გამოყოფილი სპეციალური გაცნობის გვერდი სადაც ასეთი ტიპის განცხადებები თავსდებოდა:"ოჯახის შექმნის მიზნით გავიცნობ..ამას და ამას და .ა.შ


ინტერნეტის შემოჭრამ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში რა თქმა უნდა გააჩინა შესაბამისი გაცნობის საიტები, რომელიც უხვად არის ქსელში და თავისთავად არც თაღლითები მჯდარან გულხედაკრეფილები, როდესაც აფიორას ახალმა სიომ დაუბერა.


"გადაგდებულები" ძირითადად დასავლეთ ევროპელი და ამერიკელი ბრიყვი სასიძოები არიან, ხოლო თაღლითების ბაზა ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში და აფრიკაში არის განთავსებული.


სქემა საკმაოდ მარტივია: ყალბი აკაუნტი ულამაზესი გოგოს ფოტოთი და შემდეგ უკვე დანარჩენილი ტექნიკის და მოხერხების საქმეა.მაგალითად მარტო რუსეთში დააკავეს რამდენიმე თაღლითი, რომლებიც ცნობილი რუსი ვარსკვლავების ფოტოებს იყენებდნენ ბრიყვი სასიძოების ანკესზე წამოსაგებად, მათ შორის იყო ალსუ და ანასტასია ვოლოჩკოვა, ხოლო ერთ-ერთმა თაღლითმა გამოიყენა ცნობილი რუსი მომღერლის, ირინა სალტიკოვას ფოტო და გერმანელ სასიძოს 26 000 ევრო გამოსძალა, მაგრამ რეკორდსმენი გახდა 34 წლის ინჟინერი ურალიდან, რომელმაც საკუთარი ცოლის ფოტოთი გაცნობის საიტიდან უცხოელ "სასიძოებს" და "რუსის ნაშებთან"თავგადასავლის მოყვარულებს 500 000 დოლარი გამოსძალა.

imageფოტოზე : ირინა სალტიკოვა



დღეს გვექნება საუბარი გოგონაზე ეკატერინბურგიდან, რომელმაც ყალბი აკაუნტით კი არა, არამედ ნამდვილი გვარით, (ალიონა ფედოროვსკაია) და ნამდვილი ფოტოთი თავის მეგობარ პროგრამისტთან ერთად15 სასიძო "გადააგდო"(რაც დაუმტკიცდა) აშშ-დან კანადიდან და ინგლისიდან.


საოცარი ისაა, როდესაც მიჯნურთან "ჩასასვლელი" თვითმფრინავის ბილეთი თითქოს და "დაკარგა". თითქმის ყველა ბრიყვმა "სასიძომ" უყოყმანოდ გამოუგზავნეს ხელმეორედ ფული:"დაკარგე? რა პრობლემაა. შენ არ ინერვიულო, ბილეთის ფულს ისევ გიგზავნი".

image

ყველაფერი კი იმით დაიწყო, ერთხელაც ალიონამ თანაკლასელთან, ვალოდია ოსიპოვთან დაიჩივლა გაჭირვებულ ცხოვრებაზე:რა ვქნა? აღარ ვიცი!

–შენც გათხოვდი უცხოელზე, აგე გოგო მეზობელ სახლიდან აშშ-ში გათხოვდა, ჰყავს მდიდარი ქმარი და აწყობილი აქვს საქმე.

22 წლის ალიონას ჭკუაში დაუჯდა კლასელის რჩევა, ვალოდიამ გოგონა დაარეგისტრირა ვირტუალურ საქორწინო სააგენტო «Русские красавицы»-ის საიტზე, თან პარალელურად ინგლისურის შესწავლის კურსებზე დაიწყო სიარული.

პირველი ანკესს წამოეგო ამერიკელი ჯულიერ კოლბერტი, ალიონას რამდენიმე კვირა ჰქონდა მასთან მიმოწერა, ბოლოს კი ტელეფონში უთხრა "შენთან მინდა", კოლბერტმაც უყოყმანოდ გამოუგზანა ვიზა და ბილეთის ფული 620 აშშ დოლარი, თუმცა ალიონას არც უფიქრია გაფრენა, რა მინდა იქ? კოლბერტი ანერვიულდა:-ალიონა სად ხარ?გოგონამ მცირე ჭოჭმანის შემდეგ უთხრა, რომ "იცით თვითმფრინავზე დამაგვიანდა ვერ მივუსწარი", კოლბერტმა გოგონას ხელმეორედ გამოუგზავნა 620$.


მეორე ამერიკელი ალიონამ 2500 დოლარში გადააგდო, სქემა იგივე იყო, გამოუვალი მდგომარეობა, ქვითინი ტელეფონზე, (ფული სჭირდება) შემდგომ ვიზა და ბილეთების ფული.



ასე გრძელდებოდა ორი წელიწადი, ამასობაში ალიონამ ორი ბინის და სამი მანქანის ყიდვა მოასწრო, კითხვაზე თუ საიდან აქვს ამდენი ფული, ალიონა სრულიად ალალად პასუხობდა: "საქმროები მიგზავნის უცხოეთიდან".



როგორც წესი, გაბრიყვებული სასიძოები მხოლოდ რუსეთის საელჩოს მიმართავდნენ და არა პოლიციას, მხოლოდ კანადელი 50 წლის პოლ ჰერმან კშესინსკი მიჰყვა ბოლომდე საქმეს, გადაგდებული სასიძო თავად ჩავიდა ეკატერინბურგში და ალიონაზე დახარჯული 1000 დოლარის უკან დაბრუნება მოითხოვა, თან გოგონას აშანტაჟებდა, თუ გინდა საჩივარი უკან გამოვიტანო გამომყევი ცოლად და წამოდი ჩემთან ერთად კანადაშიო.

image

სამართლადამცავებმა ეკატერინე დააკავეს, საქმის მსვლელობა რამდენიმე თვე გაგრძელდა, რომელმაც 26 ტომი შეადგინა, ხოლო გადაგდებული სასიძოების რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა, რომელთა უმეტესობამ ჩრდილში ყოფნა ისურვა, მხოლოდ 15 შემთხვევაში მიეცა საქმეს მსვლელობა.


ალიონა დაკავების შემდეგ საკმაოდ გაოცებული იყო:
-დიახ ვირტუალურ რომანები მქონდა უცხოელებთან და ისინიც ფულს მიგზავნიდნენ, ეს იყო საჩუქარი!რატომ არ გავფრინდი არავისთან? იმიტომ რომ არცერთი არ მომეწონა, გულს ხომ ვერ უბრძანებ?!"

ალიონა ფედოროვსკაიას და ვლადიმერ ოსიპოვს სასამართლომ 5 წელი ციხე მიუსაჯა. ეს მოხდა 2006 წელს, დღეს ალიონა უკვე თავისუფალია, თუმცა საინტერესოა ხომ არ დაუბრუნდა ისევ ძველ საქმიანობას გაქნილი ლამაზმანი?

image

აღსანიშნავია, რომ კანადელ პოლ კშესინსკის რუსეთში ჩამოსვლა, სასამართლო და ყველა ხარჯი სამჯერ მეტი დაუჯდა ვიდრე 1000 დოლარი.რას იზავ, სამართალი ძვირად ფასობს.

image

იხილეთ აგრეთვე












0
550
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
550
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0