x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
თურქეთში გადასვლის წესი იანვრიდან შეიცვალა

image


მიმდინარე წლის იანვრიდან თურქეთში გადასვლის მსურველთათვის ახალი წესები ამოქმედდა. საზღვრის კვეთისას ცვლილებები თურქულმა მხარემ ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის შეიტანა.


როგორც თურქეთის საკონსულოში ამბობენ, უკვე ცნობილია, რა ცვლილებებს გამოიწვევს თურქეთსა და საქართველოს საზღვრის გასწცრივ ახალი, ელექტრონული სისტემის შემოღება.


"მიღებული გადაწყვეტილებით, იმავე დღის განმავლობაში განხორციელებული შესვლა-გამოსვლა ბაზაში დაფიქსირდება 1 დღის ოდენობით. გადაწყვეტილება ვრცელდება თურქეთის ყველა გამტარ პუნქტზე და ეხება ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქეს. ბინადრობის ნებართვის გარეშე 365 დღის განმავლობაში თურქეთში ყოფნა შესაძლოა კანონსაწინააღმდეგო ქმედების მიზეზი გახდეს, " - ნათქვამია საკონსულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


0
2602
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
2602
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0