x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
" პრეზიდენტს დამნაშავეებთან გარიგების უფლება არ აქვს..." - ირაკლი კობახიძე

image


პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიასთან პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.


“ამ განაჩენთან დაკავშირებით მოვისმინეთ სხვადასხვა შეფასებები, მათ შორის პოლიტიკური. ცალსახად შეიძლება ითქვას ერთი რამ, ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ენიჭება უფლებამოსილებები კონსტიტუციით და კანონმდებლობით, ყველა ორგანო მოქმედებს თავისი უფლებამოსილებიდან გამომდინარე, თუმცა არავის აქვს იმის უფლება, რომ ბოროტად გამოიყენოს თავისი უფლებამოსილებები. რაც შეეხება კონკრეტულად შეწყალებას, შეწყალების დროს პრეზიდენტს აქვს ძალიან ფართო დისკრეცია, თუმცა ეს დისკრეცია არ არის შეუზღუდავი და ეს დისკრეცია არ მოიცავს იმის უფლებას, რომ პრეზიდენტი გაურიგდეს კონრეტულ დამნაშავეებს და გარიგების საფუძველზე შეიწყალოს ისინი, ეს არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების კლასიკური მაგალითი, რაც დაადგინა ფაქტების დონეზე სასამართლომ, შესაბამისად განაჩენი კითხვებს არ იწვევს”, – განაცხადა მედიასთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.



შეგახსენებთ, რომ მარგველაშვილმა გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის განაჩენთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა, საზოგადოების აზრით შესაძლებელია პრეზიდენტმა ექსპრეზიდენტი შეიწყალოს.

1
18
შეფასება არ არის
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
18
  
2018, 10 იანვარი, 12:55
დისკრეცია ლათინური წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს თანამდებობის პირის ან სახელმწიფო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას საკუთარი შეხედულებისამებრ.
ეს განმარტება სავსებით ნათლად პასუხობს თუ რისი უფლებები აქვს პრეზიდენტს, თუ რას იზამს პრეზიდენტი მარგველაშვილი ეგ ნამდვილად არ ვიცი მაგრამ არამგონია შეშფოთების მეტი რამე გაბედოს))
0 1 1