x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მერამდენედ

დაღამდა. უკვე მერამდენედ ვწვები და ვიწყებ ფიქრს. არ არის ეს იმდენად დამღლელი ან იმდენად აუტანელი, რომ ვინმესთან ვიწუწუნო ან დავიჩივლო ამის შესახებ. ეს ფიქრი ისევ ერთი კონკრეტული ადამიანის გარშემო ტრიალებს. ალბათ ბევრი იფიქრებს, რომ ეს ადამიანი ისაა ვისთან ერთად ყოფნაზეც ვოცნებობ, მაგრამ არა. ეს ადამიანი მე ვარ. დიახ ეს სწორედ ის ეგოიზმია რომელიც გარკვეული ოდენობით ყველა ადამიანშია, მათშორის ჩემშიც. და ამ ფიქრების უმეტესობა კი შიშზეა აგებული. ხანდახან ვფიქრობ, რომ ეს ზედმეტი დოზით ფიქრები ღამის "ბრალია". ჩემი აზრით, ღამე გრძნობებს ამძაფრებს. ღამეა ამაში დამნაშავე და ამის ირიბი მონაწილეც. თითქოს ღამე ადევნებს თვალს ყველა ჩემს ცოდვასა თუ შიშს. თითქოს ის მსაყვედურობს ჩემი შეცდომების გამო. ყველაფერი ღამის ბრალია და ალბათ იმ ეგოიზმისაც, რომლითაც ახლა ჩემი საუბარია გამოწვეული.

0
4
2-ს მოსწონს
ავტორი:გამოუსწორებელი ოპტიმისტი
გამოუსწორებელი ოპტიმისტი
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0