შოუბიზნესი ოქროს გლობუსი 2018-ის საუკეთესო კაბები 2018, 8 იანვარი, 22:49 არაოფიციალურად შემოღებულმა დრეს კოდმა "ტოტალ ბლექ" ამ წლის "ოქროს გლობუსზე" გაამართლა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კინოდივა ამ ფერით იყო შემოსილი მოდის კრიტიკოსები აქტიურად განიხილავენ მათ სამოსს, ადარებენ ერთმანეთთან და საუკეთესოებს ირჩევენ.
ეს "ოქროს გლობუსი" შევა ისტორიაში როგორც ყველაზე "ბოიკოტური" წვეულება.ქალებმა ხმა აიმაღლეს და საკუთარი მაგალითით დაამტკიცეს, რომ დღეს დუმილი უკვე დანაშაულია. მათი აზრის წითელი ხალიჩა არ არის მხოლოდ გლამურული მიზნებისთვის შექმნილი, ეს ასევე საუკეთესო პლატფორმაა საკუთარი აზრის დაფიქსირებისთვის. ისინი გამოდიან ქალთა შევიწორების წინააღმდეგ. ამ ქალების რიცხვებში არიან ანჯელინა ჯოლი, კენდალ ჯენერი, ევა ლონგორია, მარგო რობი, ჯესიკა ბილი, კეტრინ-ზეტა ჯონსი, გალ გადოტი, ჰაიდი კლუმი და სხვა მრავალი.
მაგრამ დიზაინერებისთვის ეს დღესასწაული არ აღმოჩნდა მეტად წარმატებული. მათი სახელები არ გაჟღერებულა, არ იყო არც პრეს რელიზები, თავად სელებრითებიც პროტესტის ნიშნად არ ასეხელებდნენ მათ სახელებს, რათა ყურადღება მეტად მნიშნველოვან თემაზე გადაეტანათ. ამის მიუხედავად ჟურნალისტებმა მაინც მოახერხეს ამოეცნოთ თუ რაში იყვნენ გამოწყობილნი ცნობილი ქალბატოები.ასე მაგალითად ანჯელია ჯოლი ვერსაჩეს კაბაში იყო გამოწყობილი, ჯესიკა ბილს დიორი ემოსა, მარგო რობიმ და დაკოტა ჯონსონმა მიანიჭეს უპირატესობა გუჩის, აი რა ბრენდის სამოსში იყვნენ გამოწყობილნი კენდალ ჯენერი და კეიტ ჰადსონი ჯერაც უცნობია. მიუხედავად წლევანდელი ოქროს გლობუსის დრამატული ხასიათისა...დროა ავირჩიოთ საუკეთესო კაბა!!!
ანჯელინა ჯოლი მარგო რობი ჰაიდი კლუმი დაკოტა ჯონსონი ემილია კლარკი კეტრინ ზეტა ჯონსი კენდალ ჯენერი ჯენიფერ ენისტონი ნაომი კემბელი ევა ლონგორია პენელოპა კრუსი კეიტ ჰადსონი გალ გადოტი 87 1-ს მოსწონს
|