x
image
George Chubini
აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

imageაკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბოლო ერთი თვის განმავლობაში ავადმყოფობდა.

ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი (1993), აკადემიკოსი. საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1975), ივ. ჯავახიშვილის (1976), ნ. ბერძენიშვილის (1980) სახელობის და საქართველოს სახელმწიფო (1982) პრემიების ლაურეატი. 1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა (ABI) მიანიჭა „მეორე ათასწლეულის ღირსების მედალი 2000“.

მარიკა ლორთქიფანიძე დაიბადა 1922 წლის 28 აგვისტოს ბათუმში. 1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1947 წლიდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1948 წლიდან თსუ-ში. ამავე წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „თბილისის საამირო“. 1972 წლიდან არის თსუ საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორია 1963 წლიდან (სადისერტაციო თემა – „ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება“), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი 1993 წლიდან.

გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი. რუსულად თარგმნა ქართული საისტორიო მწერლობის ძეგლები: „მატიანე ქართლისა“, სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა“. მისი თაოსნობით 1996 წელს თსუ საქართველოს ისტორიის კათედრასთან ჩამოყალიბდა საქართველოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი ლაბორატორია.

0
177
4-ს მოსწონს
ავტორი:George Chubini
George Chubini
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0