x
მეტი
  • 19.04.2018
  • სტატია:76224
  • ვიდეო:328884
  • სურათი:432433
ძვლების გაძლიერებისა და ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო მარტივი საშუალება!

image

კვერცხის ნაჭუჭი ორგანული კალციუმის ყველაზე ხელმისაწვდომი წყაროა. ძველ დროში, მას ფეხმძიმე და მეძუძური ქალები იყენებდნენ, რადგან ამ დროს ორგანიზმი დიდი რაოდენობით კალციუმის კარგავს, რაც კბილების, ფრჩხილებისა და თმის დაზიანებას იწვევს.


ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო ნატურალური დანამატი

ორგანიზმში კალციუმის მარაგი მუდმივი არ არის. მისი რაოდენობა, 50 წლის ასაკის ზემოთ, საგრძნობლად მცირდება. რაც ოსტეოპოროზის რისკს უფრო ზრდის. რისკის ქვეშ მყოფ პირველ ჯგუფში არიან ქალები. უფროსი ასაკის ადამიანებში, კვერცხის ნაჭუჭის მიღება, ხელს უშლის ამ დაავადების განვითარებას. ნაჭუჭში კალციუმი ხსნადი ფორმითაა, რაც ხელს უწყობს ორგანიზმს ადვილად შეიწოვოს კალციუმი.

image

როგორ მოვამზადოთ კვერცხის ნაჭუჭის ნარევი

პირველ რიგში, 2-3 წუთით რამდენიმე წყალში წამოადუღეთ კვერცხი, რათა მასზე დარჩენილი ჭუჭყი მოშორდეს. შემდეგ შიგთავსი მოაშორეთ და დაიტოვეთ მხოლოდ ნაჭუჭი. ახალ კვერცხს შიგთავში ადვილად შორდება, ძველს კი რთულად. შემდეგ კვერცხის ნაჭუჭი გარეცხეთ, ღუმელში გააშრეთ. ოღონდ 1-2 წუთით, ისე რომ მისი ფერი ყვითელი იყოს და არა ყავისფერი. კვერცხის ნაჭუჭი გაშრობის შემდეგ დაფხვენით.

image

მიღების წესი

ჭამის წინ, დანის წვერით დაამატეთ თქვენს კერძს კვერცხის ნაჭუჭისგან მიღებული ნარევი. მისი მიღება შეგიძლიათ საუზმის, სადილისა და ვახშმის დროს. მკურნალობის კურსი 3 თვეა. მისი რაოდენობა ერთჯერადად გამოყენებისას 0.02 გ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ერთი თვის შესვენების შემდეგ კი, შეგიძლიათ კურსი განაახლოთ.



image

ვანგას რეცეპტი მიომის სამკურნალოდ, რომელმაც ათასობით ქალი განკურნა!



0
658
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
658
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0