x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"მოგვწყინდა ერთფეროვანი ცხოვრება" - ხუთშვილიანმა ოჯახმა გაყიდა ყველაფერი იმისთვის, რომ მსოფლიოს გარშემო იმოგზაუროს


imageფეი და მეთიუ გუდინგს(Faye and Matthew Gooding) და მათ ხუთ შვილს ერთი შეხედვით აქვთ ყველაფერი, რაც შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა ინატროს, პრესტიჟული სამსახური, ფეშენებლური სახლი ოთხი საძინებლით, პოპულარულ სოფელში ქალაქ ლინკოლნის(ინგლისი) მახლობლად.

თუმცა როგორც აღმოჩნდა, ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა მთლიანად უარი თქვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე იმისთვის, რომ მსოფლიოს გარშემო იმოგზაუროს 9 წლის რალფთან, 7 წლის იუდასთან, ოთხი წლის ჰანტერთან და 10 თვის ტყუპებთან, ფრედი და ჯასპერთან ერთად.

image

წყვილმა უკვე გაყიდა სახლი, ეს იყო უკანასკნელი შობა, რომელიც მათ სახლში გააატარეს, ავეჯის უმეტესობაც უკვე გაიყიდა.



"ახლა ვყიდით Ford Galaxy-ის და ოჯახი მხოლოდ ერთ ზურგჩანთას გავიყოლებთ-აღნიშნა ოჯახის უფროსმა.

"ხოგიერთ ჩვენს ნათესავს და მეგობარს მიაჩნია, რომ მე და მეთიუ გავგიჟდით, ბევრ რამეზე უარს ვამბობთ, ეს შობაც უცნაური იყო, რადგან წელს ჩვეულებისამებრ ბევრი საჩუქრები არ გვქონია"-აღნიშნა 33 წლის ფეი გუდინგმა.

ოჯახმა მსგავსი გადაწყვეტილება ტყუპების გაჩენის შემდეგ მიიღო.

"დაფეხმძიმება ტყუპებზე ჩემთვის შოკი იყო-აღნიშნა მისის გუდინგმა-და ნაცვლად იმისა, რომ მთელი დღე შვილებთან ერთად გამეტარებინა, სახლის დალაგებას ვანდომებდი, უფროსები სკოლაში იყვნენ, მათ თითქმის ვეღარ ვნახულობდი".

image

ოჯახი აპირებს მოგზაურობა შვედეთით დაიწყოს, სადაც მათ მეგობრები ჰყავთ.


"უფროსი ბიჭები უკვე გეგმავენ თუ შემდგომ საით გავაგრძელებთ გზას, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ორი წლის განმავლობაში ვიმოგზაუროთ ევროპაში, შემდეგ იაპონია, ამერიკა, ბალი და ტაილანდი, ანუ იმ დრომდე სანამ ტყუპები არ გაიზრდებიან და სკოლაში არ წავლენ, უფროსი ბიჭები კი ვფიქრობ მოგზაურობაში უფრო ბევრ რამეს ისწავლიან"-აღნიშნა 36 წლის მეთიუ გუდინგმა.

image

ქალბატონ გუდინგს, როგორც 5 შვილის დედას, Instagram-ზე 32 000 ხელისმომწერი ჰყავს, მას ხშირად მოსდის წერილები, ვთქვათ ასეთი ტიპიური შინაარსის:

"სტაბილურობაზე და უსაფრთხოებაზე არ ფიქრობთ?განსაკუთრებით, როდესაც 5 მცირეწლოვანი შვილი გყავთ?ეს არის რისკი, რომლის შედეგებზეც არ ფიქრობთ".


"მე არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ ეს რომ არ გაგვეკეთებინა, შეიძლება მთელი ცხოვრება გვენანა"-აღნიშნა მისის გუდინგმა.

image

იხილეთ აგრეთვე





0
92
10-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0