x
მეტი
  • 23.01.2018
  • სტატია:73369
  • ვიდეო:326375
  • სურათი:428993
სულის გამოძახილი-ვარსკვლავური ამბავი

2006წლის ოქტომბრის შუა რიცხვები იყო, როცა სოც-ქსელში მივიღე წერილი .წერილი შემოიფარგლებოდა თბილი მისალმებით და კომპლიმენტით.ამ პერიოდში ჩემი პირადი ცხოვრება თავდაყირა იდგა, თუმცა დღემდე ვერაფერი შევცვალე.დღემდე ჰაერში მოფარფატე ფრტამოტეხილი ჩიტივით ვარ, რომელიც ცდილობს გამართულმა იფრინოს, მაგრამ ამაოდ...ბევრი რომ არ გავაგრძელო, აგრესიულად ვუპასუხე კომპლიმენტზე, რომ არც კი უნდა სჰეეცადოს ჩემს “დაკერვას"და ჩემს ცხოვრებაე გაბრაზებული მოვყევი მამრობითი სქესის ლანძღვას...(ეხლა მცხვენია საკუთარი საქციელის)მახსოვს მისი საპასუხოდ გამოგზავნილი მომღიმარი სმაილი და საოცრად თბილი პასუხი, რომ, არაფერს დამიშავებს, რომ მისი არ უნდა მეშინოდეს, რომ ვიღაც არაკაცმა გული მატინა და გამიტეხა, მაგრამ ცხოვრება წინ მაქვს, რომ ყველაფერი კარგად მექნება, რომ ჩემს გვერდით ვიგულო.გულის ამაჩუყებელი იყო ამდენი თბილი სიტყვა ერთდროულად.არ ვიცი რატომ ან როგორ.ძალიან მალე დავუახლოვდით ერთმანეთს.სასიამოვნო, თბილი და მართალი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.მივენდე ადამიანს, რომელსაც რეალურად არც კი ვიცნობდი.ვგრძნობდი როგორ იბადებოდა.გრძნობა, რომელიც არასდროს განმიცდია, ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასი ხდებოდა ჩემი ვარსკვლავბიჭუნა დროთაგანმავლობაში.დღე დღეს მისდევდა, ჩვენ კი უფრო მეტ დროს ვუთმობდით ერთმანეთს.(მინდა ავღნიშნო, ეს მისი ნამდვილი პროფილი არ იყო.სხვა შემთხვევაში წლები არ დამჭირდებოდა გამეგო ვის ვესაუბრებოდი, ვინ იყო ჩემი ინკოგნიტო და იდუმალი შეყვარებული, რომლის გამოც სიცოცხხლეს დავთმობდი.დიახ, გაგიკვირდებათ, გეთანხმებით, არ ვიცნობ ადამიანს, რომელმაც უსასრულობაში გადამაგდო, ურომლისობაც ვერ წარმომედგინა.ვხვდებოდი როგორ შევიჭერით ერთმანეთის სულებში და სამუდამოდ დავმკვიდრდით და გადავებით ერთმანეთს.(იმ დროს აასე ვფიქრობდი:( )საკუთარი თავის გასაიდუმლოების მიზეზი იყო ის, რომ არ უნდოდა კომპლექსი გამჩენოდა მისი ვინაობის გაგებით.ჩათვალა, რომ ასე ბევრად თავისუფალი ვიქნებოდი ურთიერთობაში...მეუბნებოდა, რომ მის ცხოვრებაში ვიყავი ერთადერთი ქალი, ვისთანაც გახსნილია, ვისთანაც არის ისვ ინც არის... გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა ი ქ ნ ე ბ ა ხ ვ ა ლ...

0
2
შეფასება არ არის
ავტორი:ლელა ღირსიასვილი
ლელა ღირსიასვილი
2
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0