x
მეტი
  • 23.01.2018
  • სტატია:73381
  • ვიდეო:326413
  • სურათი:429013
თანაბარი ხელფასით, პოლიციის გარეშე და სახლები მხოლოდ 15 ევროდ - ნამდვილი უტოპია: მარინალედა!

ჩვენ და ასევე თითქმის მთელი მსოფლიო ვებრძვით ტერორიზმს, ძალადობას, ეკონომიკურ კრიზის და სხვა მრავალ საშინელ ფაქტორს, თუმცა გგვგონია რომ ვცხოვრობთ იდეალურად ან კიდევ ნორმალურად - ეს არაა სიმართლე!

დედამიწაზე არსებობს ისეთი ადგილებიც, სადაც ცხოვრებას ნებისმიერი ჩვენთაგანი ინატრებდა. ერთ-ერთი მათგანი ესპანეთის ანდალუსის რეგიონში, ქალაქ სევილიასთან დაკავშირებული მარინალედაა. ამ პატარა დასახლებულ ტერიტორიაზე მხოლოდ 3000 მდე ესპანელი ცხოვრობს, მათი განსაკუთრებულობა გამომდინარეობს მართვის სტილიდან.

ამ პატარა "ქალაქს" უკვე 30 წელია რაც სოციალისტური იდეოლოგები მართავენ. მერიამ მას მშვიდობის ქალაქის სახელი შეარქვა!

image



1. მარინალედა - ესპანეთის სამხრეთ დასავლეთით მდებარე ანდალუსიის რეგიონში მდებარე პატარა ქალაქია, რომელიც ქალაქ სევილიასთან არის დაკავშირებული. 25 კვადრატულ კილომეტრზე აშენებულ ქალაქში 2014 წლის მონაცემებით, სულ რაღაც 2748 მოსახლეა.


image


2. მარინალედას არსებობა 5 000 წლით არის დათარიღებული.

image


3. თუმცა ამ პატარა ქალაქ რაღაც განსხვავებული გააჩნია, რაც ჩვენთან წარმოუდგენელივით ჩანს: მართვის სტილი!

image


4. ქალაქი უკვე 30 წელია, რაც ერთიანი მემარცხენე სოციალისტური პარტიის მმართველობაშია. ქალაქის მერი ამამვე პარტიის ლიდერი - ხუან მანუელ სანჩეს გორდილოა.


image


5. მარინალედას აყვავება დაიწყო 1975 წლიდან, როდესაც ფაშისტი დიქტატორი ფრანკო რეგიონიდან გაძევებულ იქნა.

image


6. რევოლუციის შემდეგ, მიმდინარეობდა შიმშილობა, გამოსვლები და ა.შ. საბოლოოდ 1200 ჰექტარიან ფერმას, სახელწოდებით - ელ ჰუმოსო 1991 წელს ექსპოპრიაცია ჩაუტარეს.


image


7. ამის შემდეგ, ეს მიწა დაურიგდა მუშებს, სადაც საკუთარი თავის უფროსები თვითონვე იყვნენ. ხმელთაშუა ზღვის კლიმატის შესაფერისად დაითესა ძალიან ბევრი ხილის და ბოსტნეულის სახეობა: ხორბალი, ლობიო, ბროკოლი, წიწაკა, კიტრი, პომიდორი, ვაშლი, ატამი, მსხალი და ა.შ.


image


8. 1970 წელს, ქალაქში შიმშილობა სუფევდა. მოსახლეობის 60% პროცენტი უსაქმური იყო, მაგრამ დღეს ქალაქში უსაქმური ადამიანი არ არსებობს.

image


9. "ააშენე შენ თვითონ"! - ეს არის პროექტი, რომლის თანახმადაც კომპანია სულ რაღაც 15.52 ევროდ გიშენებს სახლს, თუმცა მშენებლობაში მონაწილეობა შენ უნდა მიიღო, ანუ მუშებზე თავად უნდა იზრუნო!


image


10. მარინალედაში განათლება არ არის უმაღლეს დონეზე, თუმცა ქალაქში ყოვედღიურად გარდა კვირისა, ტარდება სამოქალაქო ლექცია, სადაც მოქალაქეებს ასწავლიან ქალაქში მოქცევის წესებს. გარდა ამისა პოპულარულია მებაღეობის ლექციებიც!

image


11. და ყველაზე უცნაური : - მარინალედაში პოლიცია არ არის!

image


12. ქარიზმატულ სოციალისტურ მერს, ქალაქში დონ კიხოტის და რობინ ჰუდის სახელებით მოიხსენიებენ.


image


ამ ქალაქში ცხოვრება ნამდვილად სასიამოვნოა! დიდი მადლობა ყურადღებისთვის!



სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. ალქიმიკოსი, რომელმაც აღმოაჩინა უკვდავება და უამრავ საიდუმლოსთან ერთად გაქრა!

2. გაყინული ნიაგარა კვლავ ჯადოსნური სილამაზით გამოირჩევა ( +23 ფოტო)

3. ბოშების მდიდრული და გაბრწყინებული ქალაქი! მათთვის სიღარიბე არ არსებობს....

4. მსოფლიოს ყველაზე მიმზიდველი დეკორატიული 12 ჩანჩქერი

5. აი, მონდომებაც ასეთი უნდა! როგორ დავამარცხოთ ჭარბწონიანობა? - წარმოგიდგენთ ცოცხალ მაგალითს




0
867
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
867
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0