x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მეტყველების ნაწილთა კლასიფიკაცია
image

ქართული ენა თავისი სიძველითა და უნიკალურობით მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მსოფლიო ენებს შორის. ლექსიკური და გრამატიკული ნიშნების მიხედვით, როგორც ყველა ენაში, ქართულშიც სიტყვათა მარაგს ყოფენ ჯგუფებად, რომლებსაც მეტყველების ნაწილებს უწოდებენ. ტრადიციული გაგებით მეტყველების ნაწილი არის 9.

1.არსებითი სახელი - დაესმის კითხვები: ვინ?, რა? (მასწავლებელი, სტუდენტი, ვაშლი, ფანქარი)

2.ზედსართავი სახელი - დაესმის კითხვები: როგორი? რანაირი? სადაური? (წითელი, სილმაზე, ქუთაისელი)


3.რიცხვითი სახელი - დაესმის კითხვები: მერამდენე? რამდენი? (ცხრა, მეოცე)

4.ნაცვალსახელი - იყოფა 5 ჯგუფად: პიროვნებითი: მე, შენ, ჩვენ, თქვენ... ჩვენებითი: ეს, ეგ, იგი, ისინი... კითხვითი: ვინ? რა? რომელი?... განსაზღვრებითი: ვინც, რაც, რომელიც... განუსაზღვრელობითი: რომელიმე, რამდენიმე, ვიღაცა, რაღაცა.

5.ზმნა - პასუხობს კითხვებზე: რას შვები? რა ჰქნა? რა ემართება? ( ჭამს, ცივდება, იკარგება)

6.ზმნიზედა - (აქ, მანდ, გუშინ, ზეგ )

7.თანდებული - (კენ, თვის, გან, თან )

  • კავშირი - ( და, მაგრამ, რომ, როცა)
  • შორისდებული - ( ვაშა, ვაი, ურა )
იმ კითხვებიდან გამომდინარე, რომლებიც დაესმიან თითოეულ მეტყველის ნაწილს ჩანს, რომ მეტყელების ნაწილთა უმეტესობა გამოყოფილია იმის მიხედვით, თუ რას აღნიშნავს სიტყვა - საგანს (არს.სახელი), თვისება(ზედ.სახელი), რიცხვი(რიცხვითი სახელი), მოქმედება(ზმნა), ემოცია(შორისდებული) დანარჩენი ოთხი კი დახასიათებულია იმის მიხედვით, თუ რა როლს ასრულებს სიტყვა.

მაშასადამე, ყველგან კრიტერიუმია - რას აღნიშნავს სიტყვა და რა როლს ასრულებს ის.

მეტყველების ნაწილთა შესახებ მოძრვრება ყოველთვის ასეთი არ ყოფილა. ის დროთა განმავლობაში განვითარდა და განიცადა ცვილელებაც. პირველი დამთავრებული სქემა მეტყველების ნაწილებისა მოცემულია დიონისე თრაკიელის “ტექნე გრამატიკაში“. ეს გრამატიკა ბერძნული ენის გრამატიკაა და მეტყველების ნაწილები არის 8. ესენია : 1.სახელი 2.ნაცვალსახელი 3. ნაწევარი ანუ ართრონი 4. ზმნა 5. მიმღეობა 6. ზმნისსართი 7.კავშირი 8.წინდებული.

ამ კლასიფიკაციაში მეტყველების ნაწილთა დახასიათებისას ყურადღება ექცეოდა, როგორც ფორმას, ასევე შინაარსაც. თუმცა, აქაც, ბოლომდე არ არის დაცული წესები და ზოგი სიტყვა მხოლოდ შინაარსის მიხედვით არის დახასიათებული, ზოგი ფორმის მიხედვით.

შევადაროთ ერთმანეთს მეტყველების ნაწილთან ტრადიციული და დიონისეს სქემა:


დიონისეს სქემა: ტრადიციული სქემა:

1.სახელი 1 არსებითი სახელი

2.ნაცვალსახელი 2 ზედსართავი სახელი

3.ნაწევარი ანუ ართრონი 3 რიცხვითი სახელი

4.ზმნა 4 ნაცვალსახელი

5.მიმღეობა 5 ზმნა

6 ზმნისზედა 6 ზმნისართი

7.კავშირი 7 კავშირი

8წინდებული 8 თანდებული

9 შორისდებული



დიონისე თრაკიელის სქემაში მეტია მიმღეობა, ნაწევარი . 1 მიმღეობა (გაკეთებული, გასაკეთებელი ) იგი არის ზმნისაგან ნაწარმოები სახელები და მათთვის ახალი მეტყველების ჯგუფი არ გამოიყოფა. 2. ნაწევარი ანუ ათრთონი ბერძნულ ენაში სახელებს დაერთვოდა სქესის აღსანიშნავად. დანარჩენი 6 ტრადიციულ კლასიფიკაციაშიც არის დაცული.

დიონისეს სქემაში არ გვაქვს ზედსართავი სახელი, რიცხვითი სახელი, შორისდებული.

შორისდებული რომაელმა გრამატიკოსებმა დაამატეს ლათინურში, რადგანც ლათინურში სახელს არ დაერთვის ნაწევარი და იგი შორისდებულით ჩაანაცვლეს. ზედასართავი და რიცხვითი სახელი შედიოდა სახელებში, როგორც სახელთა გარკვეული სახე. ცალკე ზედსართავი სახელი შუა საუკუნეებში გამოყვეს, რიცხვითი სახელი კი მე-17 საუკუნეში.

ძირითადი ცვლილება დიონისეს სქემაში არ შეუტანიათ, თუმცა საკლასიფიკაციო ნიშნის შერჩევისას სიტყვის ფორმა სრულიად უყურადღებოდ იქნა დატოვებული, წინათ კი სიტყვის ფორმასაც ექცეოდა ყურადღება. ტრადიციული სქემა მე-19 საუკუნეში დამკვიდრდა. კლასიფიკაციის დროს სიტყვის ფორმას არ ექცევა ყურადღება, მთავარია შინაარსი.ამიტომაც კლასიფიკაცია უნივერსალურია და გამოსადეგია ყველა ენისათვის.

რა ძირითადი ნაკლი ახასიათებს მეტყველბის ნაწილთა ტრადიციულ კლასიფიკაციას?: 1.ის უვარგისია, როგორც კლასიფიკაცია 2. ის უნდა იყოს მორფოლოგიური კლასიფიკაცია, მაგრამ არის სემანტიკური.

  • კლასიფიკაციის მიზანია მარტივად წარმოგვიდგინოს, ამ შემთხვევაში, სიტყვათა სიმრავლე და გაგვარკვიოს მასში. ჯგუფებად დაყოფა გარკვეული ნიშნის მიხედვით ხდება, მაგრამ ერთი ჯგუფი ერთი ნიშნის მიხედვით არ უნდა გამოვყოთ. ასეთი დაყოფის დროს შესაძლებელია ერთი და იგივე სიტყვა რამდენიმე ჯგუფში ერთდროულად აღმოჩნდეს. სწორედ ეს შეცდომა აქვს დაშვებული მეტყველების ნაწილთა კლასიფიკაციას, როდესაც 5 წევრი გამოყოფილია იმის მიხედვით, თუ რას აღნიშნავს სიტყვა და 4 იმის მიხედვით, თუ რა როლს ასრულებს სიტყვა სხვა სიტყვასთან ურთიერთობაში. მაგალითად: სტუდენტებმა შეიძინეს ის წიგნი, რომელიც მათ პროფესორმა ურჩია. რომელიც არის ნაცვალსახელი, მაგრამ ამ შემთხვევაში სრული უფლება გვაქვს ის კავშირადაც ჩავთვალოთ.
დასკვნა: მეტყველების ნაწილითა ტრადიციული კლასიფიკაცია უვარგისია, როგორც კლასიფიკაცია.

  • დიონისეს გრამატიკაში მოცემული იყო ცალკე სიტყვის ყოველმხრივი გარჩევა (ბრუნვა, უღლება, სიტყვაწარმოება), ამის გარეშე გრამატიკა ფონეტიკის ელემენტებს პრიმიტიული სახით იძლეოდა. ძვ.წ II საუკუნეში ამას სინტაქსი დაემატა. შუა საუკუნეებში კი გრამატიკა 3 ნაწილისაგან შედგებოდა: ეტიმოლოგია, სინტაქსი და ორთოგრაფია. ეტიმოლოგია განიხილავდა ცალკე სიტყვებს, სინტაქსი სიტყვათა შეკავშირებას და ორთოგრაფია მართლწერას. ცალკე სიტყვას გრამატიკულად არც ერთი დარგი არ განიხილავდა სიტყვის ყოველგვარ შესწავლას კი ეტიმოლოგია ცდილობდა.
ამაჟამად, ენათმეცნიერებაში სიტყვას შეისწავლის: ლექსიკოლოგია, მორფოლოგია, სემნატიკა, ეტიმოლოგია.

მეტყველების ნაწილთა შესახებ მოძღვრება დარჩა მორფოლოგიაში. ცნება “მეტყველების ნაწილი“ მორფოლოგიის ცნებაა და ამ ცნების დადგენისას საფუძველი მორფოლოგიური ნიშანი უნდა იყოს. როცა მეტყველების ნაწილებს გამოყოფენ სიტყვის მნიშვნელობის მიხედვით ან იმით, თუ რა მიმარებაშია სიტყვა სხვა სიტყვასთან ეს არის ლექსიკურ-სემანტიკური და სინტაქსური კლასიფიკაცია. მორფოლოგიური ცნება სემანტიკური და სინტაქსური ნიშნის მიხედვით ყალიბდება.

სანამ სემანტიკა ცალკე დარგად ჩამოყალიბდებოდა მორფოლოგია და სემანტიკა ერთად განიხილებოდა, განუყოფელი მთლიანობა იყო. ახლა კი როცა ეს ორი დარგი ერთმანეთს გამოეყო მათი არევა ვერ გამართლდება და კლასიფიკაციის ნაკლოვანებებს ვერც ამას დავაბრალებთ.

როგორც ვხედავთ, ქართული ენის ძირფესვიანად შესასწავლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ზემოთ მოცემულ ინფორმაციას. იმისათვის, რომ პროფესიონალურ დონეზე ვფლობდეთ ქართული ენის გრამატიკას, პირველ რიგში, მისი შესწავლა მეტყველების ნაწილებით უნდა დავიწყოთ.

ქრისტინე უგლავა

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, II კურსი


0
2414
2-ს მოსწონს
ავტორი:ქრისტინა-ქრისტინა
ქრისტინა-ქრისტინა
2414
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0