x
მეტი
  • 19.07.2018
  • სტატია:78726
  • ვიდეო:331463
  • სურათი:435415
ცუდი სიახლე მამებისთვის: ბავშვებს  3 წლამდე უნდა ეძინოთ დედის გვერდით!

წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ანადგურებთ მის ჯანმრთელობას!


image

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში მანამ, სანამ მინიმუმ სამი წლის არ გახდება, ამტკიცებს გამომცემლობა Daily Mail.


ასეთ დასკვნამდე მივიდა პედიატრი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ორი დღის ჩვილებს სხვადასხვა საწოლებში გაცილებით ცოტა და მშფოთვარედ ეძინათ იმათთან შედარებით, რომლებსაც დედის მკერდზე ეძინათ. გარდა ამისა, ცალკე საწოლებში მყოფ პატარებს გულისცემა უფრო უხშირდებოდათ.


მშობელთან კონტაქტის გარეშე ძილი არღვევს კავშირს დედასა და შვილს შორის და ვნებს მისი ტვინის განვითარებას.



მკვლევარები შიშობენ, რომ ეს მომავალში ბავშვის ცუდი ქცევების მიზეზი შეიძლება გახდეს.

დოქტორი ნილს ბერგმანი კეიპტაუნის უნივერსიტეტიდან ამბობს, რომ ოპტიმალური განვითარებისთვის ახალშობილს დედის მკერდზე უნდა ეძინოს პირველი კვირეები. ამის შემდეგ კი უნდა დარჩეს დედის საწოლში მანამდე, სანამ სამი ან ოთხი წლის არ გახდება.

მაგრამ რა ვუყოთ იმ საკითხს, რომ დედა შეიძლება გადაბრუნდეს და მოგუდოს ბავშვი?!


ახლახანს ბრიტანეთში გამოქვეყნდა კვლევა ახალშობილებს შორის უეცარი სიკვდილიანობის მიზეზებზე. თითქმის ორი მესამედი შემთხვევებისა მოხდა მაშინ, როდესაც ბავშვს დედასთან ეძინა საწოლში.



მაგრამ დოქტორი ბერგმანი ამტკიცებს:


როდესაც ჩვილები საწოლში კვდებიან, ამაში აუცილებლად დედის გადატრიალება არ არის მიზეზი. გაგუდვა სხვა რამისგანაც შეიძლება მოხდეს: ტოქსიკური ორთქლის, სიგარეტის, ალკოჰოლის, დიდი ბალიშის და საშიში სათამაშოსგან“.


მკვლევარები აკვირდებოდნენ 16 ახალშობილს, რომლებსაც ეძინათ დედასთანაც და თავის საწოლშიც. მონიტორინგმა აჩვენა, რომ ბავშვის გული სამჯერ მეტად იძაბება მაშინ, როდესაც მარტოს სძინავს.

თავიანთ საწოლებში 16 ბავშვიდან მხოლოდ ექვს ბავშვს ეძინა მშვიდად და ეს ძილიც კი არ იყო ისეთი ღრმა, როგორიც ჰქონდათ დედასთან ჩაძინებულ პატარებს.


image

ბავშვები თავიანთ საწოლებში იშვიათად გადადიან აქტიური ძილის ფაზიდან მშვიდი ძილის ფაზაში.

ეს გადასვლა კი ძალიან მნიშვნელოვანია ტვინის ნორმალურად განვითარებისთვის. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები ამტკიცებენ, რომ სტრესი და ძილის უკმარისობა შემდგომ მოზარდებში ქმნის პრობლემებს.


ასე რომ, ყველაზე უსაფრთხო ადგილი ბავშვისთვის არის _ მშობლების საწოლი. რა თქმა უნდა იმ პირობით, რომ ისინი არ ეწევიან, არ სვამენ, არ არიან ზედმეტად მსუქნები და უსაშველოდ არ დაიღალნენ.

თქვენ რას ფიქრობთ ამ კვლევაზე? დაგვიწერეთ კომენტარებში და არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ ეს სტატია ნაცნობ დედებს!

იხილეთ ასევე:

1. აი რა არის "რედ ბული"-ს საიდუმლო ინგრედიენტი. დარწმუნებული ვარ, არ მოგეწონებათ...

2. რატომ ჩნდება და როგორ მოვიშოროთ სახიდან რძიანა კისტები და ლაქები: ადამიანების და დროის მიერ შემოწმებული სასარგებლო რჩევები

3. რას იწვევს რეგულარული სექსი მამაკაცებში

0
958
12-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
958
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0