x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
მოგზაურობა დროში-ბიჭი ამტკიცებს,რომ 6000 წელში იმოგზაურა
image"დროში მოგზაური" ამტკიცებს, რომ ზესაიდუმლო პროგრამის წყალობით იმოგზაურა მომავალში და ამის დასამტკიცებლად ფუტურისტული ქალაქის ფოტოც ჩამოიტანა.


ახალგაზრდას მტკიცებით, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, ApexTV-ს მისცა ინტერვიუ, იგი ამბობს, რომ 90-იან წლებში გახდა ზესაიდუმლო პროგრამის ნაწილი, რის მიხედვითაც მან თითქოს და 6000 წელში იმოგზაურა და იქიდან ფოტოც ჩამოიტანა.

"დროში მოგზაური" ამტკიცებს, რომ ზესაიდუმლო პროგრამა კვლავ ტესტირებას გადის და მის შესახებ მსოფლიო 2028 წელს შეიტყობს.

მამაკაცმა აღიარა, რომ რაც ნახა რამდენიმე ათასწლეულის შემდეგ, ვინმე იფიქრებს მასზე რომ სულელია, რადგან ისე ძლიერ შეიცვალა მსოფლიო, რომ 2018 წლის ადამიანები ძალზე პრიმიტულებად და უბადრუკებად გამოიყურებიან, აღიარა "მოგზაურმა".


image

როგორც მან აღიარა, 6000 წლისთვის ადამიანებს ტელეპორტაცია და დროში მოგზაურობა შეეძლებათ, ადამიანები თავისუფლად იმოგზაურებენ წარსულსა და აწყმოში.როგორც თვითონ აცხადებს, როდესაც 1990 წლიდან 6000 წელში მოხვდა, იმ ეპოქის ხალხისთვის მოუწია დაემტკიცებინა, რომ 1990-იანი წლებიდან არის, რომ დროის მანქანასთან "მიეშვათ" და უკან დაბრუნებულიყო.



საოცარია, მაგრამ სულელურ ზღაპარს, რომელიც 2 იანვარს არის ატვირთული იუტუბზე 700 000-მდე ნახვა აქვს, თუმცა უმეტესობა უარყოფითი კომენტარებია:

"4000 წლის შემდგაც არსებობს ფოტოები?"

"რატომ დავკარგე დრო, რომ ამ ვიდეოსთვის მეყურებინა?"

"ამდენი იმისთვის იმოგზაურა, რომ "პოლაროიდით" გადაღებული ბუნდოვანი სურათი ჩამოეტანა"?

"მე მგონი ამ ტიპმა ტვინი სხვა რეალობაში გადატვირთა"

"ეშმაკმა დალახვროს, ეს ვიდეო 1 აპრილსაა ჩატვირთული?"

"რა მოწია ამისთანა, რომ ჰგონია დროში იმოგზაურა?"



0
1025
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1025
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0