x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
მარია კალასის ამაღელვებელი წერილი კაცს, რომელმაც მიატოვა

image მსოფლიო საოპერო ხელოვნების ნომერ პირველ შემსრულებელ მარია კალასს ტრაგიკული ბედი დაჰყვა, მას ღვთაებრივი ხმა და შესრულების მანერა ჰქონდა, რომელიც მსოფლიოს მილიონობით ადამიანს აღაბრთოვანებდა, თუმცა არ გაუბართლა მას პირად ცხოვრებაში, სიცოცხლის ბოლო წლები განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა მისთვის. მან ბერძენი მაგნატი, არისტოტელე ინასისი იახტაზე გაიცნო, თავდავიწყებით შეუყვარდა, მის გამო ბევრ რამეზე თქვა უარი, ონასისი მძიმე ხასიათის აღმოჩნდა, მარია კალასის შეურაწყოფას ის თავშეყრის ადგილებშიც არ ერიდებოდა. ცოტა ხანში კი მან აშშ-ს პრეზიდენტ ჯონ კენედის მეუღლე ჟაკლინ კენედი გაიცნო, მარია კალასი მიატოვა და ცოლად კენედის ქვრივი შეირთო. მარია კალასმა უდიდესი ტრაგიზმით გაჯერებული წერილი მისწერა ონასისს.

imageმარია კალასი და არისტოტელე ონასისი.

გთავაზობთ მარია კალასის უკანასკნელ წერილს - არისტოტელე ონასისს:

" არ გჯეროდა, რომ შემეძლო სიყვარულისგან მოვმკვდარიყავი. მაშ იცოდე - მე მოვკვდი. დედამიწა დაყრუვდა - სიმღერა აღარ ძალმიძს..

იცოდე ყველგან ჩემს გამქრალ ხმას გაიგონებ, რომელიც შენი თანმდევი იქნება. სიზმარშიც კი, გარს შემოგეხვევა, გონს დაგაკარგვინებს და შენ დანებდები, რადგან ამ ხმას ნებისმიერ ციხე-სიმაგრის აღება შეუძლია.

ის ჩემს მაგიერ იძიებს შურს, ჩემი ასე სახალხოდ დაცირებისთვის, ჩემი დღევანდელი მარტოსულობისთვის, უშვილოდ დარჩენისთვის, რომელიც ასე გვიან მიბოძა ღმერთმა და რომელიც შენ მაიძულე, რომ მომეკლა.

image ამის შემდეგ მარია კალასმა ხმა დაკარგა, 1974 წლის 11 ნოემბერს მისმა ხმამ უკანასკნელად გაიჟღერა საპოროში.

imageჟაკლინ კენედი და არისტოტელე ონასისი

ამ ფოტოზე კი მარია კალასი და ამერიკის პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი და მარია კალასი, მაშინ ალბათ ვერცერთი ვერ წარმოიდგენდა მათი ცხოვრების ასეთ განვითარებას და იმას რომ მათი გზები რაღაც კუთხით ოდესმე გადაიკვეთებოდა..

image

0
297
1-ს არ მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
297
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0