x
image
melody_inside
თუ  გეღვიძებათ ღამის 3 სთ-დან  დილის 5 სთ-მდე – მაღალ ძალებს   სურთ თქვენთან დაკავშირება
image


გქონიათ ასეთი შემთხვევა, რომ ყოველ ღამე ერთსა და იმავე დროს გეღვიძებათ უმიზეზოდ? აღმოჩნდა, რომ ამგვარ გაღვიძებებს მივყავართ როგორც ფიზიოლოგიამდე, ასევე მეტად ფაქიზ მატერიებში...



საღამოს 9 სთ-დან 11 სთ-მდე

დროის ამ მონაკვეთში გაღვიძება გადატანილ სტრესზე მიგვანიშნებს. უფრო სწორად, თქვენ ხშირად ნერვიულობთ. ფსიქოლოგები ასეთ შემთხვევებში ურჩევენ ხშირ რელაქსაციას და თავის განტვირთვას.




საღამოს 11 სთ-დან ღამის 1 სთ-მდე



თუ იღვიძებთ დროის მოცემულ მონაკვეთში, სავარაუდოდ თქვენ ძლიერ ემოციურ იმედგაცრუებას განიცდით. ეს არის ნაღვლის ბუშტის აქტიურობის დრო. ამიტომ, ფიზიოლოგიის თვალსაზრისით პრობლემები შეიძლება გქონდეთ მასზე. თქვენ დაგეხმარებათ ცხოვრების პოზიტიური და ოპტიმისტური დამოკიდებულება.



1 სთ-დან ღამის 3 სთ-მდე


ჩახშული, დათრგუნული რისხვა - აი რას ნიშნავს ამ დროს გაღვიძება. 1-დან 3 -მდე მოქმედებაში მოდის თირკმელთან დაკავშირებული ენერგეტიკული მერიდიანი. ჩინური ნატურფილოსოფია ამ ემოციას გადაჭარბებული „იან“-ის ენერგიით ასაბუთებს.



ღამის 3 სთ-დან დილის 5 სთ-მდე


დროის ეს მონაკვეთი ასოცირდება ფილტვებთან და სევდიან გრძნობასთან. არსებობს მოსაზრება, რომ თუ თქვენი გაღვიძება 3 -დან 5 სთ-მდე ხდება, თქვენ გონებასთან დაკავშირებას ცდილობენ მაღალი ძალები.


დილის 5 სთ-დან 7 სთ-მდე


მსგავსი ადრეული გაღვიძება ბიოლოგიური საათის მიხედვით ადასტურებს ფსიქოლოგიური ბლოკების არსებობას. თუ ასე ადრე ადგომა არ გჭირდებათ, სინჯეთ მიიღოთ ცხელი შხაპი და გააკეთოთ კუნთების მსუბუქი გაჭიმვა.



image

მთლიანობაში, ცარიელ ადგილზე არანაირი ცოდნა არ ჩნდება, ამიტომ საკუთარ ბიორიტმებს და ძილის ციკლს ყურადღებით უნდა მოეკიდოთ. სრულფასოვანი ძილი ხომ არა მხოლოდ საფუძველი, ჯანმრთელობის ჭეშმარიტი სიმბოლოცაა.



იხილეთ ასევე:

1. როგორ მოვიგოთ სათამაშო აპარატებში


2. ერთ ქვეყანაში ყოველ დღე Facebook 6 საათით არის გამორთული! რატომ? მიზეზი გაგაოცებთ!


3. ფრთხილად! გოგონები და სერფინგი

8
1571
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1571
  
2018, 8 იანვარი, 10:25
აუფ, 3-დან 5-მდე მეღვიძება სულ, მითხრან კაცო რა უნდათ რაღას მტანჯავენ :D
2018, 7 იანვარი, 19:31
:D ვცდი მეორე ოთახში გატანას :D
2018, 7 იანვარი, 19:02
მეზობელმა ქალბატონმა ღამის 3 საათზე ცუდად ვხდებიო, მეც ვუთხარი აიღე ის საათი და მეორე ოთახში დადე, რომ ვერ ნახავ დროს არ აგიწევს მეთქი :)))
2018, 7 იანვარი, 18:47
ალბათ :))) რომ მეღვიძება,საათს აღარც კი ვუყურებ,უკვე ვიცი, რომ ზუსტად სამია ან ოთხის წუთები... ზებუნებრივი ძალების რა მოგახსენოთ და ალბათ ნევროზის ბრალია :D
2018, 7 იანვარი, 18:42
მიღებაა ალბათ სუსტი, დაფარვის ზონაში არა ხართ! :)))
2018, 7 იანვარი, 18:34
ალბათ სიგნალის ბრალია,თორემ რით ვერ დამიკავშირდნენ აქამდე :D
2018, 7 იანვარი, 16:08
საინტერესო სტატიაა ძალიან, მე ალბათ იშვიათი ვარ ვისაც 1–2 საათის ძილი ყოფნის ძალების სრულად აღსადგენად.
მიმიწვიეს გამოსაკვლევად, მაგრამ საცდელი ბაჭიად ვიგრძენი თავი და გასაუბრებისთანავე წამოვედი თბილისიდან. :))))
0 1 8