x
რა ადგილი უჭირავს ძილს და სიზმრებს ჩვენს ცხოვრებაში?
image
ნებისმიერი ცოცხალი არსება განიცდის დღე-ღამის ბუნებრივი რიტმის ზემოქმედებას. ამ ერთგვარ ციკლს ცირკადული რიტმი ეწოდება. ადამიანებს გაგვაჩნია ბიოლოგიური საათი, რომელიც ყოველთვის არ ემთხვევა გარემოს საათს.



ამ ცირკადული რიტმის 1/3 ქცევით უძრაობას ეთმობა, რომელსაც ძილს ვუწოდებთ.ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ძილი აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ცხოვრებისა. მის გარეშე წარმოუდგენელია სრულფასოვანი ცხოველქმედება.

გადატვირთული გრაფიკი, მძიმე და დამღლელი სამუშაო, დაძაბულობა -ეს ყველაფერი დღევანდელობაში უცხო არავისთვისაა, ამიტომ ადამიანებს ხშირად ერღვევათ ძილის ციკლი.ადამიანს ბიოლოგიური საათი შესაძლოა აერიოს მაშინაც, როცა სხვადასვა დროით სარტყელში გადაფრინდება.თუ სხვა გზა არ გაქვთ, ასეთ დროს უკეთესია დასვლეთისკენ მოგზაურობა, რადგან თქვენი ბიოლოგიური საათი ხანგრძლივდება და ეს მოვლენა უფრო იოლია, ვიდრე მისი შემცირება.


მსოფლიოში უამრავი ადამიანი იტანჯება ძილის დარღვევებით, რაც, რა თქმა უნდა, უარყოფით ზეგავლენას ახდენს მათ პირად ცხოვრებაზე.imageძილის დარღვევები სხვადასხვანაირია და სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული.



ერთ-ერთი ასეთი დაავადებაა ინსომნია–როცა ადამიანი უკმაყოფილოა ძილის ხარისხით ან რაოდენობით. თუ კი ნორმალურად დაძინება თქვენთვის ქრონიკულ პრობლემად იქცა, მაშინ საფიქრებელია, რომ ინსომნია გქონდეთ. მისი სიმპტომებია :სირთულეები დაძინებისას, ხშირი გაღვიძება, გაღვიძების შემდეგ გიჭირთ კვლავ ჩაძინება, დილით ადრე გაღვიძება ...

ნარკოლეფსია–ძილის ეს დარღვევა ხასიათდება დღის განმავლობაში პერიოდული ძილით.ამ დროს ადამიანი მალევე გადადის ღრმა ძილში.ის უფრო მეტად გენეტიკური დაავადება უნდა იყოს.

არსებობს ძილის აპნოე, ეს არის ზედა სასუნთქ გზებთან დკავშირებული ძილის დარღვევა, რაც აიძულებს ადამიანს, რომ ძილის დროს სუნთქვა შეწყვიტოს, წარმოიდგინეთ, რამდენად სახიფათო და რთულია ასეთი ადამიანებისთვის ნორმალურად დაძინება. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მათი ქცევა დღის განმავლობაში არაადეკვატურია.

კიდევ ერთი დარღვევაა დღის ძილიანობა, ასეთ დროს ადამიანს დღის განმავლობაში, როდესაც ჩვეულებრივ აქტიური უნდა იყოს, ძილიანობა აფერხებს, დღეს-დღეოიბთ პაციენტების ძირითადი ჩივილი სწორედ ეს დარღვევაა.


არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძილის დროს ხშირად ახამხამებენ თვალებს, ასეთ ძილს ეწოდება რემ ძილი, ხოლო თვალების სწრაფი მოძრაობის გარესე ძილს –ენრემ ძილი.რემ ძილი მხოლოდ 10 წუთი გრძელდება და სიზმრების უმეტეს ნაწილს სწორედ ამ დროს ვხედავთ.


ძილს აქვს 4 ძირითადი ფაზა, რომელსაც 90 წუთი სჭირდება და 10 წუთი რემ ძილს, ასეთ 100 წუთიან ციკლს 4-6 ჯერ გავდივართ ღამის ძილში.


ახალგაზრდას ღამით 7-8 საათი უნდა ეძინოს. ძილის უმთავრესი ფუნქციაა ენერგიის შენახვა და აღდგენა.მაგალითად, ზოგი ცხოველის მიზანი სწორედ ის არის, რომ გარკვეული დროით დაზოგოს, შეინახოს ენერგია, მეორე მხრივ კი ძილი აღდგენის საშუალებას აძლევს ჩვენს სხეულს.image
ჩვენს ცხოვრებაში ძილთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სიზმრებსაც.

რა ვიცით სიზმრების შესახებ?


სიზმარს ყველა ადამიანი ხედავს. თუ სიზმარი აღარ გახსოვთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ არ გინახავთ, თქვენ უბრალოდ დაგავიწყდათ ის.

ცნობილია, რომ გაღვიძებიდან 5 წუთის განმავლობაში ჩვენ უკვე ნანახი სიზმრების ნახევარი აღარ გვახსოვს.

ყველაზე ჩვეული ემოცია, რომელსაც სიზმრის დროს განვიცდით, არის მღელვარება, ის როგორც წესი უარყოფითი ხასიათისაა ხოლმე.

სიზმრების შესახებ ბევრი საინტერესო და განსხვავებული მიდგომა არსებობს, ზოგ ადამიანს სწამს, რომ სიზმრებს სიმბოლური დატვირთვა აქვს, სიზმარში ნანახს რეალობას უკავშირებს

და სჯერა, რომ ის გამართლდება.



ზოგს სჯერა განმეორებითი სიზმრების და ზოგსაც-სიზმრებით წინასწარმეტყველების.

საინტერესოა, რომ მამაკაცის და ქალის სიზმრები განსხვავებულია, მამაკაცები უფრო ხშირად თავიანთი სქესის წარმომადგენლებს ხედავენ სიზმარში, ხოლო ქალები –კაცებსაც და ქალებსაც თანაბრად.

სიზმრებზე ვსაუბრობთ და არ შეიძლება არ გამოვყოთ ე.წ. დასავლური მიდგომა სიზმრებისადმი, იგივე სიზმრების ფროიდისეული ანალიზი. ზიგმუნდ ფროიდი

image''წარმავალი ფსიქოზი'' და ''ყოველღამეული სიგიჟე''–ასე უწოდებდა ის სიზმრებს.ფროიდის მიხედვით, სიზმარში ვხედავთ ჩვენს ძლიერ, განდევნილ სურვილებს.

ეს სურვილები სიზმარში შენიღბული და დაფარული სახით გვეძლევა.ამიტომ ის გამოყოფდა ორ ძალას სიზმარში:სურვილს და ცენზურას (დაცვა სურვილისაგან).ცენზურის საშუალებით ლატენტური შინაარსი გარდაისახება მანიფესტირებულ შინაარსად. შინაარსის დამახინჯების ამ პროცესს ფროიდი სიზმრის მუშაობას უწოდებდა.ის ამბობდა, რომ სიზმარი ინდივიდის არაცნობიერისკენ მიმავალი ''სამეფო გზაა''.





თათია ბუღათრიშვილი

თსუ. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი II კურსი.


0
98
2-ს მოსწონს
ავტორი:თათია ბუღათრიშვილი
თათია ბუღათრიშვილი
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0