x
რა არის ის, რაც შეუფასებელია,მაგრამ ხშირად დაუფასებელი?
image
ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენი ცხოვრება ძალიან უაზრო იქნებოდა, თუ ჩვენს გარშემო არ იქნებოდნენ მეგობრები, ოჯახის წევრები, თანამშრომლები და არ გვექნებოდა მათთან ურთიერთობა. შესაძლოა ამაზე არც ვფიქრობთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენს რეალობაში ამის დეფიციტი ნამდვილად არ

გვაქვს. მაგრამ თუ ერთი წამით ამაზე დავფიქრდებით, ალბათ დავითრგუნებით და მოვიწყენთ.

ასეთივე ცარიელი, ნაცრისფერი და ყოველგვარ აზრს მოკლებული იქნებოდა ადამიანთა ცხოვრება, რომ არა ენა.

ენა ისაა რაც გვაკავშირებს გარესამყაროსთან, გვეხმარება ურთიერთობაში,


აზრის გამოხატვაში, ემოციების გახმოვანებაში. ერთმანეთს ვუზიარებთ შთაბეჭდილებებს, დამოკიდებულებებს, გამოცდილებას...

ჩვეულებრივ ეს ბუნებრივი მოვლენაა, არაფერი განსაკუთრებული და ენას ისე ვიყენებთ, თითქოს ვერც ვაცნობიერებთ მის არსებობას. უფრო მეტიც, ხშირად ვივიწყებთ მას, ვაკნინებთ და არ ვაფასებთ. ამიტომაც მასზე შეიძლება ვთქვათ, რომ ენა შეუფასებელია, მაგრამ ზოგჯერ ჩვენგან დაუფასებელი.

ეს იმიტომ, რომ ჩვენ თანდაყოლილად გვეძლევა ეს უნიკალური უნარი, რაც გამოარჩევს ადამიანს ყველა დანარჩენისგან.

სინამდვილეში ენა ურთულესი და უმნიშვნელოვანესი ფენომენი

ა, რომელიც ერთი ხელის მოსმით სულაც არ შექმნილა და დიდი გზა გამოირა, სანამ რთულ სისტემად ჩამოყალიბდებოდა.

თითოეული ადამიანი აზროვნებს მშობლიურ ენაზე და მისთვის ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ როცა უცხო ენის შესწავლას ვიწყებთ, ძალიან რთულია სხვა ენაზე დაიწყო აზროვნება და სწორედ ამ დროს შეიძლება მივხვდეთ, რომ ბგერითი ენა თავისთავადი და უნებლიე მოცემულობა არ არის.

ენა არის ნიშანთა სისტემა, თავისი ფუნქციებით და წესებით და არა

რაღაც ელემენტების მოუწესრიგებელი ერთობლიობა.

image

უძველესი დროიდან ადამიანს ჰქონდა კომუნიკაციის ალტერნატიული გზები, მაგალითად სხეულის ენა-ჯესტები, გრაფიკული ენა და სხვა, მაგრამ ბგერითი ენა უნიკალურია და მათთან შედარებით ბევრად პრაქტიკულიც.

ენა და აზროვნება ერთმანეთის გარეშე არ არსებობენ, როგორც კარლ მარქსი იტყოდა “ენა აზროვნების უშუალო სინამდვილეა".

შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ ზოგადად ასეა - ის რაც გვაქვს და ჩვენთან ახლოსაა, ყოველთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მიუხედავად ამისა, ადამიანები სწორედ მას ვერ აღვიქვამთ და ვაფასებთ სათანადოდ.

ალბათ ასე უსამართლოდ და დაუფიქრებლად ვეპყრობით ენასაც. ჯობს უკეთ ჩავუღრმავდეთ მას და თუ ენის სიღრმეში ჩავალთ, ვნახავთ, რომ ის ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ სიტყვების თამაში და გრამატიკული წესებია. ასე რომ მეტად შევიყვაროთ და დავაფასოთ ის, რაც ჩვენია და რაც ძვირფასია.ენის დაფასება არამგონია მხოლოდ მის მიმართ დადებით განწყობაში გამოიხატებოდეს, მისი სიყვარული გადაგვარებისგან დაცვით, კიდევ უფრო განვითარებით უნდა დავამტკიცოთ.

თანამედროვე სამყარო სავსეა მეცნიერებით, ინოვაციებით:მათემატიკა, კიბერნეტიკა... მაგრამ მე ამ მეცნიერებებში მხოლოდ გარეგან ფორმას, სხეულს ვხედავ, ყველაფრის სული კი ვფიქრობ მაინც ენაა.

როგორც დიდი ილია ამბობდა ''მტერობა ენის არს მტრობა ქვეყნის'', ამიტომაც გავუფრთხილდეთ და გვიყვარდეს ჩვენი ერთ-ერთი საუნჯე–ენა.

თათია ბუღათრიშვილი

თსუ. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი II კურსი.

0
45
3-ს მოსწონს
ავტორი:თათია ბუღათრიშვილი
თათია ბუღათრიშვილი
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0