x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რეალური მიზეზი იმისა, თუ რატომ ვატარებთ ვირტუალურ facebook-ზე დიდ დროს.
image
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად პირველ რიგში უნდა გავიგოთ თუ, რას აკეთებენ ადამიანები facebook-ზე და ეს აქტივობები, რომელ ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს.



1.სიახლეების ნახვა (სქროლვა). Facebook_ი ბევრი ადამიანისთვის ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყაროა. მაგრამ ნამდვილად ვიღებთ ინფორმაციას fb-ს სქროლვის დროს? თუ უბრალოდ საკუთარი ირაციონალური ქმედების გამართლებისთვის ვამბობთ: „სიახლეებს ვეცნობი“. კითხეთ თქვენ თავს მორიგი „სქროლვის“ შემოტევის და დამთავრების შემდეგ, რა ახალი ინფორმაცია მიიღეთ? გაგიკვირდებათ და ხშირად პასუხი არ გექნებად ან პასუხი, იმდენად უმნიშვნელო ინფორმაცია იქნება, რომ მას თქვენთვის არანაეერი ღირებულება არ გააჩნია.





იმისთვის, რომ ადამიანმა ინფორმაციის გადამუშავება და მომავალში გამოყენება შეძლოს, აუცილებელია: 1. ყურადღების კონცენტრაცია, 2. გააზრება(გადამუშავება). 3. ინფორმაციის აღქმის შემდგომ, გარკვეული დროის განმავლობაში, არ უნდა ხდებოდეს ახალი ინფორმაციის მიღება, რომ არ მოხდეს მისი შენახვის გარეშე გაქრობა, ინტერფერენცია.

image




Fb-ზე კი ჩვენ ხშირად უმიზნოთ ვათვალიერებთ სიახლეებს და ყურადღების შეჩერება ხდება, მხოლოდ წამების განმავლობაში, სტატიის სათაურის წასაკითხად. გამოდის, რომ ქსელი, რომელიც ყველაზე პოპულარული ინფორმაციის მიღების საშუალებაა ხშირად ახალს არაფერს გვეუბნება. მაშინ, რატომ გვაქვს მოთხოვნილება ვსქროლოთ fb?



გამეორებადი მოქმედებები, ეს იქნება სპინერის ტრიალი, ტყლარწით თამაში, fb-ს სქროლვა თუ სხვა, სიამოვნებასთან არის დაკავშირებული. ხშირად მას ნეიროფსიქოლოგები „სენსორულ შიმშილს“ უწოდებენ . რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ასეთი „შიმშილით“ მიისწრაფვის იმ გამღიზიანებლიებისკენ, რომლებიც სტიმულირებას მოახდენენ, მაგალითად fb-ს სქროლვის დროს ვიზუალური მოდალობის და ამით მიიღებენ დაკმაყოფილებას.

image


ბიჰევიორისტიული პერსპექტივიდან fb-ს კომპულსიური(აკვიატებული) სქროლვის ახსნა შემდეგნაერად შეიძლება: ადამიანი ნახულობს სიახლეებს და ზოგიერთი მათგანი იწვევს დადებით ემოციებს(სურათი, ხუმრობა და ა.შ), რის შემდეგაც ხდება ქცევის განმტკიცება. ადამიანი უფრო მონდომებულად „ეძებს“ იმ პოსტებს, რომლებიც მასში დადებით ემოციებს გამოიწვევს და სქროლავს ასე კომპულსიურად ახალი ემოციების “დოზის” ძიებაში. რაც შეგვიძლია აზარტული სათამაშო აპარატების მუშაობას შევადაროთ სადაც, მაგალითად სამი მარწყვის მოლოდინს და მის მოსვლას ასეთი სიამოვნება მოყვება).

image


როდესაც ადამიანის ქმედებას რაციონალური საფუძველი არ აქვს ან შენიღბულია გარკვეული რაციონალური შინაარსით, მაგალითად სქროლვა - „სიახლეების გაცნობით“, საჭირო ხდება ამ ქცევის ინტერპრეტაცია, მისი რეალური მოტივების გასაგებად. ასეთი ინტერპრეტაცია კი ფსიქოანალიტური თეორიის გარეშე შეუძლებელია. პირველ რიგში განვმარტოთ ტერმინი ვუაიერიზმი, რომელიც ფსიქოანალიზში უფრო ფართო მნიშვნელობით გამოიყენება ვიდრე, მაგალითად ფსიქიატრიაში. ვუაიერიზმი არის მოთხოვნილება, ყურების/თვალთვალის დაწყებული სექსუალური აქტის ყურებით, დამთავრებული სამეცნიერო ნაშრომების გაცნობით მიღებული სიამოვნებით.

image თვალიერების/ყურების მოთხოვნილებას ყოველთვის თან ახლავს სექსუალური კომპონენტი, რომელიც განდევნილია ცნობიერებიდან და სუბიექტურად განიცდება, როგორც ცნობისმოყვარეობა. ასეთ ვუაიერისტულ კომპონენტს კი fb-ს სქროლვა და სხვა ადამიანის პროფილის თვალიერება ნამდვილად შეიცავს. სხვისი პროფილის გახსნა და მისი თვალიერება ისე, რომ მან არ იცის ამის შესახებ, გარკვეულ სიამოვნებასთან არის დაკავშირებული. ადამიანს აქვს სხვის ინტიმურ სივრცეში შეჭრის განცდა. ხშირად საათობით ათვალიერებენ იმ ადამიანის fb-ს, რომელიც უყვართ და მასთან, რაღაც ფორმით სიახლოვეს მაინც განიცდიან. ის, რომ ამ ქმედებაში არის გარკვეული ვუაიერისტული საფუძველი, გვაფიქრებინებს ისიც, რომ ადამინებს ეუხერხულებათ ამაზე საუბარი. კითხვაზე, რას აკეთებთ fb-ზე? იშვიათად გიპასუხებენ: „ვათვალიერებ ჩემთვის საინტერესო ადამიანების პროფილებს“.

image


ზოგიერთი ფსიქოანალიტიკოსი გამოთქვამს ვარაუდს, რომ აკვიატებული სქროლვა და სხვა განმეორებადი აკვიატებული მოქმედებები შეიძლება იყოს, განდევნილი მასტურბაციის სურვილის ექვივალენტი. ეს ვარაუდი გამომდინარეობს, იმ შფოთვის შემამცირებელი ეფექტიდან, რომელსაც სქროლვა იწვევს. განმეორებადი მოქმედებები ყოველთვის დაკავშირებულია შფოთვის შემცირებასთან. ჩვილობის ასაკში ეს არის წოვა/დარწევა. მოგვიანებით კი თვითსტიმულაცია, რომელიც აკრძალვასთან არის დაკავშირებული. აკრძალულ სიამოვნებას კი აქვს გადანაცვლების, უნარი ისეთ უმნიშვნელო მოქმედებაბმდე, რომ მისი ცნობა, თავისუფალი ასოციაციების გარეშე შეუძლებელია.

image


  • fb-ზე აქტივობის მეორე ფორმა პოსტების/სურათების გამოქვეყნებაა. მთელი რიგი მოტივების ჩამოთვლა შეიძლება ამ ქმედების ასახსნელად, მაგალითად ბანალური და ბიჰევიორისტული ახსნა იქნებოდა, რომ გვეთქვა: ადამინი ახორციელებს იმ ქმედებებს, რომლებსაც მოყვება განმტკიცება/ჯილდო. სურათის/პოსტის გამოქვეყნების შემთხვევაში ასეთ ჯილდოს „ლაიქი“ ან პოზიტიური კომენტარი წარმოადგენს, რომელიც ზრდის ქცევის განხორციელების ალბათობს . image
    მაგრამ ასეთი ახსნა ქცევის ნამდვილი მოტივების ბუნებაზე არაფერს გვეტყოდა. ბუნებრივია ის კანონზომიერებები, რომლებიც ბიჰევიორისტება აღმოაჩინეს, მუშაობს, მაგრამ არა იმ აბსოლიტური ფორმით, როგორც ხშირად წარმოაჩენენ ხოლმე. როდესაც საქმე ადამიანის ქცევას ეხება, მხოლოდ დასჯა/წახალისებით და მიბაძვით მისი ქცევის ახსნა გაუმართლებელია. მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ ადამინები ხშირად აქვეყნებენ ისეთ ინფორმაციას, ან სურათს, რომელიც საზოგადოებისგან ჯილდოს ნაცვლად კრიტიკას იწვევს და მომავლაში ასეთი ქცევის ალბათობაც იზრდება. დაუბრუნდეთ ფსიქოანალიზს და განვიხილოთ, თუ რატომ უჩნდება ადამიანს მოთხოვნილება აჩვენს სხვას, რას ჭამს, სად იყო, რაზე ფიქრობს და აშ. ამის გასარკვევად კი უნდა განვმარტოთ ტერმინი ექსგიბიციონიზმი, რომელიც გულისხმობს, საკუთარი თავის დემონსტრირების მოთხოვნილებას. დაწყებული გენიტალიების ჩვენებით, დამთავრებული „ნახეთ ახალი მანქანა ვიყიდე“_თი. image
    fb-ზე ადამინი შერჩევითად აქვეყნებს იმ ინფორმაციას, რომელიც მისი აზრით ან მოწონებას დაიმსახურებს, ან თანაგრძნობას, ან ემსახურება ემოციებისგან „დაცლას“, ხშირად რაიმეს ან ვინმეს მიმართ აგრესიის გამოვლენის ფორმით. მოწონების მიღების დამსახურებაზე განკუთვნილი პოსტები შეიძლება მიმართული იყოს ნარცისტული(თვითპატივისცემის ამაღლებისკენ) მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ. ჩვენ ყველას გვინდა გვითხრან, როგორი კარგები და განუმეორებლები ვართ. თანაგრძნობის „მოთხოვნა“ სხვა ადამიანებისგან შეიძლება დაკავშირებული იყოს უსაფრთხოების განცდის დეფიციტთან, მარტოობის განცდასთან. აგრესიის გამოვლენა კი, რომელიც მკაცრი კრიტიკის საგანი ხდება რეალურ ცხოვრებაში, ვირტუალურ სივრცეში ამ აკრძალვას უსხლტება ხელიდან. image
    თუკი ადამიანს სხვების მართ აგრესიული იმპულების გამოვლენის აკრძალვა გაშინაგნებული არ აქვს და აგრესიის გამოვლენის შემაკავებელ ფაქტორს მხოლოდ, გარეგანი აკრძალვა და საპასუხო აგრესიის შიში წარმოადგენს, ვირტუალურ სივრცეში ეს ორი შემაკავებელი ფაქტორი იხსნება და ვიღებთ აგრესიის გამოვლენის ისეთ ფორმებს როგორიცაა დაცინვა, გინება, დამცირება და აშ. მაგალითად ცნობილი ადამიანი, რომელიც საზოგადოებისთვის „მიუღებელ“ ქმედებას ჩაიდენს, ხდება აგრესიის ობიექტი, ობიექტი არა ფსიქოანალიტიკური, არამედ საგნის მნიშვნელობით. ის ხდება საგანი, რომელიც მაშინვე კარგავს ადამიანურ თვისებებს, მის მიმართ ემპათია ქრება და გადაიქცევა აგრესიული იმპულსების განტვირთვის ობიექტად. image
    კიდევ ერთი სიამოვნების წყარო, რომელიც შეიძლება მიიღო საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით არის მცდელობა, დაინახო შენი თავი სხვა ადამიანის თვალებით. მაგალითად ადამიანი, რომელმაც იყიდა ახალი მანქანა და ამ მანქანის ყიდვით მიღებული სიამოვნების „გაძლიერება“ უნდა, აქვეყნებს სურათს fb-ზე და ცდილობს შეხედოს საკუთარ მანქანას სხვისი თვალებით. დარწმუნდეს, როგორი სასურველი იქნებოდა სხვისთვის ის ობიექტი, რომელიც მას ყავს და ამით „გაზარდოს“ მიღებული სიამოვნება და მანქანის ღირებულება. ამით ადამიანი ებრძვის იმ იმედგაცრუებას, რომელიც ნებისმიერ ახალ შენაძენს თუ სურვილის ასრულებას მოყვება.
  • თუკი ეს სტატია ბოლომდე წაიკითხე გთავაზობ ექსპერიმენტს: გაუგზავნე ის 5 ადამიანს. თუკი მეგობარმა ეს სტატია გამოგიგზავნა და აქამდე წაიკითხე მიწერე მას პასუხად „მივიღე შეტყობინება“:d

    image

    და ნახავ, რომ fb-ს მიერ შემოტანილმა სიახლეების „გაცნობის“ ფორმამ შეცვალა ვრცელი სტატიების მკითხველთა რაოდენობაც.:d

    შემდეგ სტატიაში განვიხილავთ იმ ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, რომლებიც თან ახლავს, ვირტუალურ სივრცეში კომუნიკაციას და როგორ „გვიცავს“ ვირტუალური სივრცე მაფრუსტრირებელი რეალობისგან.


    0
    90
    3-ს მოსწონს
    ავტორი:ინსაიტი
    ინსაიტი
    90
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0