x
მეტი
  • 20.10.2018
  • სტატია:81832
  • ვიდეო:333833
  • სურათი:438986
თმის ლამინირება სახლის პირობებში- თმა ბზინვარებას ორი კვირა ინარჩუნებს

გოგონებს ძალიან ბევრი ფული ეხარჯებათ კერატინით დასწორებასა და თმის ლამინირებაში. არსებობს მეთოდები, რომლებიც გაცილებით იაფად მოგანიჭებთ უკეთეს შედეგს, ნატურალური პროდუქტების გამოყენებით. სალონებში ეფექტი, რომელიც გვაქვს დროებითია. როცა დამცავი ფენა ირეცხება გვრჩება დაზიანებული თმა და შედეგად განმეორებითი ლამინირება გვჭირდება, რაც მიგაჯაჭვებთ სალონებთან.

ჩვენ გთავაზობთ ლამინირების რეცეპტს, რომელიც სახლშიც შეგიძლიათ გაიკეთოთ შედეგი კი აი, ასეთი იქნება :image

რა გჭირდებათ:

2 ს/კ ლიმონის წვენი
100 გრამი ქოქოსის რძე (მაგრამ არა კარაქი!)
1 სუფრის ზეთი ზეითუნის ზეთი
1.5 ს/კ კარტოფილის სახამებელიimageავურიოთ ერთმანეთში კარტოფილის სახამებელი და ლიმონის წვენი, მოვათავსოთ ქვაბში, დავუმატოთ ქოქოსის რძე, ზეითუნის ზეთი. გავათბოთ, ოღონდ არ უნდა ადუღდეს.

როცა მასა გახდება სქელი, დავიდოთ სუფთა, სველ თმაზე. დავიტანოთ მთელ სიგრძეზე. დავიხუროთ ქუდი ან პოლიეთენი. შევიხვიოთ პირსახოცით თმა, გავიჩეროთ 45 წუთი. შემდეგ ჩამოვიბანოთ შამპუნით, რომელიც არ შეიცავს სულფატს.

ეფექტი გასაოცარი იქნება! თმა რბილი და პრიალა გახდება. სცადეთ თქვენც და გაანდეთ რეცეპტი მეგობრებს, რაც მთავარია გააზიარე, რომ ნახოს ყველამ <3









0
131
4-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0