x
image
თედო16
გიორგი მახარაძე საქართველოში დაბრუნდა – ნახეთ რას წერს ის

image


"ჩემი ცოლის დაქალები"-ს მსახიობი გიორგი მახარაძე საქართველოში დაბრუნდა. გთავაზობთ მსახიობის სტატუსს რომელსაც გიორგის დედა თეო ჩივაძე ავრცელებს:


გიორგი მახარაძე: " მოგესალმებით, მოკლედ ჩამოვედი თურქეთიდან, ჩამიტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა უმაღლესი დონის სპეციალისტებთან, რაც რა თქმა უნდა თქვენი დამსახურების გარეშე ვერ მოხდებოდა, რის გამოც კიდევ ერთხელ გიხდით უდიდეს მადლობას ყველას.... დამისვეს დიაგნოზი, რომელიც აქ დასმული დიაგნოზის იდენტურია და დამინიშნეს შესაბამისი მკურნალობა, ქიმიოთერაპია, რომელსაც უახლოეს დღეებში ვიწყებ, იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის 3 თვეში ისევ მიწევს ჩასვლა და გადამოწმება თუ როგორ ჩაიარა მკურნალობამ.... რაც შეეხება ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას, ინტერვიუებს და ა.შ. მინდა იცოდეთ რომ რასაც მე დავწერ მხოლოდ ეს არის სიმართლე და ნუ მიაქცევთ ყურადღებას სხვა ინფორმაციას, ათასნაირი ინტერპრეტაციით იწერება რაღაცეები და არ მინდა შეცდომაში შეგიყვანონ, ყველა საჭირო ინფორმაციას მოგაწვდით პირადად მე.... კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, შობას და მთელი გულით გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს ჯამრთელობას და სურვილების ასრულებას თქვენ ძალიან ბევრი გააკეთეთ ჩემთვის, ძალიან დიდი სიყვარული და თანადგომა ვიგრძენი, იმხელა რო ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან მიყვარხართ და ყველაზე მაგრები ხართ, უუუუღრმესი მადლობა." – წერს გიორგი.


imageimage

0
226
2-ს მოსწონს
ავტორი:თედო16
თედო16
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0