x
image
ირაკლი რუსიძე
რატომ ვერ ვიგებთ რულეტკაში

imageაზარტული თამაშები საქართველოში ალბათ ყველაზე პოპულარული და უეჭველი ყველაზე პრობლემური სფეროა. ევროპული რულეტკაც ყველას გაუგონია, ბევრიც თამაშობს და ერთეულები თუ იგებენ მხოლოდ. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რატომ აგებენ რეალურად. უიღბლობა, გაუმართლებელი აზარტი და ა.შ. გასაგებია, თუმცა სინამდვილეში კაზინოში მოგება-წაგების ამბავს ორი მეცნიერული ცნება -ალბათობა და მათემატიკური მოლოდინი- განსაზღვრავს. ალბათობა კონკრეტული ხდომილების შეფარდებაა ხდომილებების საერთო ჯამთან.მათემატიკური ლოდინი კი გვიჩვენებს რა საბოლოო შედეგებს უნდა ველოდეთ გარკვეული ალბათობის პირობებში. როგორც ვიცით, ევროპულ რულეტკაზე არის 18 წითელი, 18 შავი რიცხვი და ერთიც მწვანე. ფსონი იდება წითელზე ან შავზე და დამთხვევისას ფსონი გაორმაგებული გვიბრუნდება. წითელის და შავის ამოსვლის ალბათობა ტოლია და უდრის 18/37-ს, ხოლო ალბათობა არ დამთხვევისა არის 19/37. ამ ალბათობის პირობებში მათემათიკური მოლოდინი ასე დაითვლება : 1x18/37 - 1x19/37 რაც უდრის -1/37 . ე.ი. მოგების მათემატიკური მოლოდინი უარყოფითია, რაც მწვანე რიცხვის დამსახურებაა და რის გამოც კაზინო გრძელვადიან პერსპექტივაში მშრალზე გვტოვებს.


3
91
3-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი რუსიძე
ირაკლი რუსიძე
91
  
2018, 6 იანვარი, 22:53
კაზინოები საქართველოში ეროვნული უბედურებაა!
2018, 6 იანვარი, 17:42
უი, არ წაიკითხონ ეს სტატია კაზინოს ფანებმა, თორემ ფეხს არ შედგამენ იქ)))))))) ეჰ, რა არის სასაცილო, რამდენ გაუბედურებულ ადამიანს ვიცნობ, რომლებსაც ახლაც ჰგონიათ, რომ დღეს თუ არა, ხვალ გაუმართლებთ(
2018, 6 იანვარი, 14:47
ჰოდა არ უნდა ითამაშოთ :)
0 1 3