x
მეტი
  • 22.01.2018
  • სტატია:73314
  • ვიდეო:326339
  • სურათი:428942
ძროხის ან ცხვრის ხორცის ტოლმა ვაზის ფოთოლში გახვეული

imageვაზის ფოთოლი გავარჩიოთ, მოვაჭრათ ყუნწები, გავთუთქოთ მდუღარე მარილწყალში და გადავიტანოთ საწურზე.მსუქანი რბილი ხორცი გავრეცხოთ, დავჭრათ და ხახვთან ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.დაკეპილ ხორცს მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მწვანილი(ქონდარი, ოხრახუში, რეჰანი, კამა), დამბალი ბრინჯი და ერთად ავურიოთ.ვაზის ფოთოლში შევურიოთ თითო კაკლისოდენა გამზადებული ხორცი და ჩავაწყოთ ქვაბში ორ ფენად.შუაში და ზემოთ ჩავატანოთ კურკაგამოცლილი ალუჩა.დავასხათ წყალი ისე, რომ ფარავდეს, გადავახუროთ ქვაბს სახურავი და მოვხარშოთ.როცა მოიხარშება, გადმოვიღოთ ლანგარზე წვნიანად.ცალკე მივიტანოთ მაწონი და არაჟანი, შაქართან ერთად დანაყილი დარიჩინი. მასალა: ცხვრის ან ძროხის რბილი ხორცი-1 კილოგრამი, ბრინჯი-1 კილოგრამი, ხახვი-2-3 თავი, ალუჩა-500 გრამი, ვაზის ფოთოლი-საჭირო რაოდენობის, მაწონი და არაჟანი-500 გრამი, მწვანილი, მარილი, პილპილი, დარიჩინი, შაქარი-გემოვნებით.

0
28
1-ს მოსწონს
ავტორი:terjolski
terjolski
28
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0