x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"ქართულმა ლეგიონმა" უკრაინის სამხედრო ძალები პროტესტის ნიშნად დატოვა
image


"ქართული ლეგიონი" უკრაინის სამხედრო ძალების 54-ე ბრიგადის დატოვების შესახებ იუწყება. ინფორმაცია უკრაინული მედიაზე დაყრდნობით ვრცელდება. "ქართული ლეგიონის" გვერდზე სოციალურ ქსელში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება 20 დეკემბერს მიიღეს და ამის მიზეზად მეთაურების უკანონო ქმედებები იქცა.


"მეთაურის ალექსეი მაისტრენკოსა და მისი გარემოცვის არაკომპეტენტურობისა და მის მიერ გაცემული უკანონო ბრძანებების გამო, 20 დეკემბერს "ქართულმა ლეგიონმა" სრული შემადგენლობით დატოვა 54-ე ბრიგადა. 2017 წლის 16 დეკემბერს ჩატარებული ოპერაციის შესახებ, როდესაც ქართული ლეგიონისა და 25-ე ბატალიონის 11 მებრძოლი დაჭრეს, უახლოეს დღეებში პრესკონფერენციაზე ვისაუბრებთ", – აღნიშნულია "ფეისბუქში" "ქართული ლეგიონის" პრესსამსახურის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.


ამავე განცხადების თანახმად, ბრიგადის ხელმძღვანელობა სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ დაჭრილ ქართველ მებრძოლებს დეპორტაციით ემუქრება, თუკი ისინი 16 დეკემბრის ოპერაციის დეტალებს გაამჟღავნებენ.



"ქართული ლეგიონი" 2014 წელს ჩამოყალიბდა, რომლის წევრებიც წლების განმავლობაში უკრაინას დონბასში მიმდინარე საომარ მოქმედებებში დახმარებას უწევდნენ. 2016 წლის თებერვალში ლეგიონი 25-ე ბატალიონის 54-ე ბრიგადას შეუერთდა.

0
138
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0