x
მეტი
  • 19.07.2018
  • სტატია:78726
  • ვიდეო:331463
  • სურათი:435415
ხალხური საშუალებები თვალის დაღლილობის თავიდან ასაცილებლად

image

ხალხური მედიცინა გვთავაზობს დიდი რაოდენობით ეფექტურ რეცეპტს, რომლებიც ხელს უწყობს თვალების დაღლილობის მოხსნას. გთვაზობთ რამდენიმე მათგანს.

ყინული

ყინული
გაყინული წყლის კუბურები დადებითად მოქმედებს დაღლილ ქუთუთოებზე. ძალიან კარგია მინერალური წყლისგან, ჩაისგან, აგრეთვე ბალახის ნახარშისგან დამზადებული ყინული.

გვირილის ნაყენი

გვირილა
თუ თვალების სიწითლე და ანთება გაწუხებთ, მაშინ ორ კოვზ გამხმარ ყვავილს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ, დაახლოებით, 30 წუთით. შემდეგ ამ ნაყენით გაიწმინდეთ ქუთუთოები. პროცედურა უნდა განმეორდეს ხუთი წუთის განმავლობაში.

უმი კარტოფილი

კარტოფილი
ტრადიციული მედიცინის ეს მეთოდი უკვე დიდი ხანია, რაც გამოიყენება. ჩვენი ბებიები და ბაბუები კარტოფილის დახმარებით იშორებდნენ თვალების შეშუპებას და დაღლილობას. თუ გაწუხებთ მსგავსი პრობლემა, გახეხეთ კარტოფილი და მიღებული ფაფა დაიადეთ ქუთუთოებზე, გაიჩერეთ 15 წუთით. შემდეგ ქუთუთოები გაიწმინდეთ გვირილის ნაყენით ან გაყინული წყლით.

პ.ს. თვალების მოვლა არ არის რთული. საკმარისია, ამ საქმეს დაუთმოთ არც თუ ისე დიდი დრო და თქვენი თვალები მადლობას გეტყვიან.

0
83
2-ს მოსწონს
ავტორი:მან65
მან65
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0