x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134345
  • ვიდეო:352355
  • სურათი:508425
yandex-მა დაასახელა ყველაზე პოპულარული საახალწლო კერძები
რუსულმა ინტერნეტ-პორტალმა და საძიებო სისტემა Yandex(Яндекс)-მა დაასახელა 10 ყველაზე პოპულარული საახალწლო კერძი.საძიებო სისტემამ რეიტინგი 28 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე ინტერნეტნში ძებნის მოთხოვნის მიხედვით შეადგინა.


როგორც გაირკვა ყველაზე მეტი მოთხოვნა სალათებზე იყო, მომხმარებლებმა 7 მილიონჯერ ჩაწერეს ძებნის ველში "სალათა", პირველი ხუთეული კი ასე გამოიყურება:


1) ქაშაყის სალათი, ე.წ "ქაშაყი "შუბაში"

image


2) სალათი "ოლივიე"


image


3) სალათი "ცეზარი"

image

4) სალათი "მიმოზა"

image

5) ლაბა(ხალადეცი)

image


აღსანიშნავია, რომ პირველ ათეულში არცერთი ცხელი კერძი არ მოხვდა, შემდეგი ადგილები ზღვის პროდუქტებზე, კერძოდ კრაბის და ისევ თევზის სალათებზე და ხიზილალაზე გადანაწილდა.


–თუ წარმოვიდგენთ, რომ საძიებო ველში ჩაწერის შემდეგ ოჯახმა საშუალოდ 2-3 სალათა მაინც გააკეთა, გამოდის, რომ 15 000 ტონა სალათა დამზადდა-აღნიშნა ინტერნეტ-კომპანიის წარმომადგენელმა.

შეგახსნებთ, რომ Yandex საძიებო სისტემებს შორის სიდიდით რიგით მეოთხეა მსოფლიოში. 2012 წლის აპრილისთვის მასზე დღიური საძიებო მოთხოვნების რაოდენობა 150 მილიონი იყო, ხოლო მნახველთა რიცხვი 2013 წლის თებერვლისთვის 50.5 მილიონზე მეტს შეადგენდა. კომპანია აგრეთვე ოპერირებს ყაზახეთში, უკრაინაში და ბელარუსში.

imageიხილეთ აგრეთვე

0
217
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0