x
მეტი
  • 22.01.2018
  • სტატია:73315
  • ვიდეო:326339
  • სურათი:428942
თემქაზე გარდაცვლილი პატრულის თანამშრომელი 13 ივნისის წყალდიდობის გმირი აღმოჩნდა
image


3 იანვარს თბილისში, თემქის დასახლებაზე გაზის გაჟონვით პატრულის თანამშრომელი და მისი მეუღლე საკუთარ სახლში გარდაცვლილები აღმოაჩინეს, როგორც გაირკვა, პატრული ქრისტესაშვილი თბილისის 13 ივნისის სტიქიის ღამის გმირია.
ამის შესახებ პატრულის მეგობარი კაზა სულუაშვილი "ფეისბუქში" წერს:
"გახსოვთ, ის პატრულის ოფიცერი, ვერეს ღვარცოფად მოვარდნის დღეებში, გადარჩენილი პატარა ბავშვით ხელში რომ დააფიქსირეს კამერებმა და მთელი ინტერნეტი მოიარა..."
image
image
აღსანიშნავია ერთი კვირის წინ თვითონ გადაურჩენია გაზით მოწამლული ბებო, თურმე ურეკავდა და კითხულობდა.
3 იანვარს კი თვითონ შეიქმნა მხუთავი აირის მსხვერპლი, როგორც ირკვევა მილში ჩიტის ბუდე აღმოუჩენიათ.

პოლიციის მაიორი ქრისტესაშვილი, 2015 წლის 13 ივნისს, ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის, გაბედული მოქმედებისა და სამაგალითო თავდადებისათვის, პრეზიდენტის განკარგულებით დაჯილდოვდა მედლით "მხედრული მამაცობისათვის".
მომხდარ ტრაგედიაზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

0
182
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0