x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ცნობილების ცოლები,რომლებიც სულაც არ ჰგვანან მოდელებს
image

მდიდარი და ცნობილი მამაკაცების გარშემო უამრავი ლამაზმანი ტრიალებს, ამას ყველა მიჩვეულია. უჩვეულო მათ გვერდით ისეთი ქალების დანახვაა, რომლებსაც, რბილად რომ ვთქვათ, არაფრით გამორჩეული გარეგნობა აქვთ. გასაგებია, რომ ყველას თავისი შეხედულება აქვს სილამაზეზე და რომ გარეგნობა მთავარი არაა, ჩვენ მათ არ განვიკითხავთ. უბრალოდ იმ ვარსკვლავებს წარმოგიდგენთ.რომელთა მეუღლეები ნამდვილად არ აკმაყოფილებენ მოდელების პარამეტრებს, მაგრამ მათ შორის სრული ჰარმონია და სიყვარულია.


მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი

imageპლანეტის ყველაზე ახალგაზრდა მილიარდელი თავის თანაკურსელზე დაქორწინდა, რომელიც 2004 წელს გაიცნო.პრისცილა იყო ერთერთი, იმ მცირერიცხოვანი ადამიანებიდან, რომლებიც მარკს გვერდით ედგნენ, როცა ის facebook-ს ქმნიდა. ქორწილამდე კი წყვილმა 9 წელი იცხოვრა ერთად.


imageმარკის თქმით პრისცილამ მისი მოხიბვლა თავისი უბრალოებითა და გულღიობით შეძლო.ისევე როგორც მარკი, პრისცილაც გულგრილია ძვირადღირებული ფუფუნების საგნებისადმი და არც პოპულარობა ხიბლავს.


ჰიუ ლორი და ჯო გრინი

image

კინოისტორიაში ყველაზე სექსუალური ექიმის როლის განმასახიერებელმა ჰიუმ თეატრალური ადმინისტრატორი ჯო გრინი 80-იანი წლების შუა პერიოდში გაიცნო. “თავიდან, რამდენიმე წელი მეგობრები ვიყავით, მერე უცებ აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთს ვხვდებოდით-ყვება მსახიობი-რით მომხიბლა?მიყვარს ქალები, რომელთაც კარგი ლოგიკური აზროვნება აქვთ."

imageმათი ქორწილი 1989 წელს შედგა. წყვილს 3 შვილი ყავს. “წლებთან ერთად ჩვენი ქორწინება უფრო მტკიცე ხდება.27 წელი -ეს დიდი დროა, განსაკუთრებით ახლა, როცა ოჯახები ქორწილიდან ერთ წელში ინგრევა"


პირს ბროსნანი და კილი შეი სმიტი

imageირლანდიური წარმოშობის აგენტი 007 თავის დროზე ჰოლი ბერის და დენიზ რიჩარდსაც ხვდებოდა, მაგრამ საკურთხეველთან ჟურნალისტი კელი შეი სმიტი მიიყვანა.ქორწილამდე, რომელიც 2001 წელს შედგა, წყვილი 7 წლის მანძილზე ხვდებოდა ერთმანეთს.

image

წყვილი წყნარი ოკეანის პირას ცხოვრობს მდიდრულ სახლში და ყურადღებას არ აქცევენ კილის მისამართით გამოთქმულ დამცინავ კომენტარებს. “ის-ერთია მილიონში"-ამბობს ბროსნანი-“მიხარია, რომ მე ის ვიპოვე."


სერგეი ბრინი და ან ვოიჟიტსკი

imageკომპანია Google-ის თანამფლობელმა და პლანეტის ერთერთმა უმდიდრესმა ადამიანმა თავისი მომავალი მეუღლე ჯერ კიდევ სტუდენტობისას გაიცნო. სერგეი სტენფორდში სწავლობდა, ანა კი იელში ეუფლებოდა ბიოლოგიას. წყვილმა 2007 წელს მოაწერა ხელი ბაჰამის კუნძულებზე, ფრიად გასაიდუმლოებულ ვითარებაში.

imageანა გენეტიკის კვლევის სფეროში მოღვაწეობს. როგორც ამბობენ, სერგეი აქტიურად ეხმარება და აფინანსებს მეუღლის პროექტებს.


ჰიუ ჯეკმანი და დებორა-ლი ფერნესი

imageჰიუ ჯეკმანს პლანეტის ნებისმიერი ლამაზმანის გულის დაპყრობა შეეძლო, მაგრამ მისი გული 20 წელზე მეტია დებორა-ლის ეკუთვნის, რომელიც ქმარზე 13 წლით უფროსია.90-იანების დასაწყისში დებორა უკვე მოთხოვნადი მსახიობი იყო, ჰიუს კი ჯერ არავინ იცნობდა.

image“ასაკში სხვაობას მნიშვნელობა არ აქვს. ჰიუ თავის ასაკთან შედარებით უფრო მოწიფული იყო, ვიდრე მე, ამიტომ ჩვენ ერთმანეთს ვაბალანსებდით.არასდროს მინანია, რომ მას ცოლად გავყევი"-ამბობს დებორა.


ჯოშ ჰოლოუეი და ჯესიკა კუმალა

image

სერიალ LOST-ის მსახიობი 2004 წლიდან ინდონეზიელ ჯესიკაზეა დაქორწინებული. ჯოშს თავისუფლად შეიძლება მეოჯახე კაცი ვუწოდოთ.მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ის დიდ ყურადღებას აქცევს შვილების აღზრდას.

image“დიახ, მე ქალებს მოვწონვარ და მეც მომწონს ისინი, სისულელე იქნებოდა ამის დამალვა-აღიარებს მსახიობი-მაგრამ ჩემი მეუღლე მენდობა და იცის, რომ თავს იმაზე მეტის უფლებას არ მივცემ, ვიდრე მსუბუქი ფილტრია"

0
549
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
549
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0