x
მეტი
  • 11.07.2020
  • სტატია:101399
  • ვიდეო:346669
  • სურათი:465316
ტესტი: რამდენად კარგად იცნობთ ქართულ სუფრას - შეამოწმეთ საკუთარი თავი!
image

ქართული სუფრის ტრადიციები, თამადის ინსტიტუტი და სადღეგრძელოები უკვე არამატერიალური მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელი და ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. ქართული სუფრის სტრუქტურის ძირითადი ელემენტების - ღვინის, პურის, სადღეგრძელოსა და სიმღერის (ეს უკანასკნელი გამოირიცხება ჭირის სუფრის დროს) მონაცვლეობა და ჰარმონიული შეხამება, საკმაოდ მკაცრი წესები და დისციპლინა ქმნის სწორედ იმას, რასაც ტრადიციული ქართული სუფრა ეწოდება.

უძველესი დროიდან, სუფრა ქართველებისთვის მხოლოდ ჭამა-სმას არ ნიშნავდა. მისი მიზანი იყო აწმყოში კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარება, წარსულის მოგონება და მომავლის დალოცვა.

საერთო წეს-ჩვეულებების მიღმა ქართული სუფრა - კერძები, ღვინო, ადათ-წესები - იცვლება ქვეყნის სხვადასხვა კუთხეების მიხედვით. ხშირად სუფრაზე არსებული კერძებითაც კი ადვილი მისახვედრია, რომელი კუთხის სამზარეულოსთან გვაქვს საქმე. ერთი შეხედვით ყველაზე მარტივი ქართული "ხაჭაპურიც" კი განსხვავდება სხვადასხვა კუთხეებში.


ალბათ გაინტერესებთ, რამდენად კარგად იცნობთ ქართული სუფრის ტრადიციებსა და სამზარეულოს. ამის გარკვევეაში დაგეხმარებათ ქვემოთ მოცემული მცირე ტესტი, რომელიც შესაძლოა ბევრისთვის საახალისოც კი იყოს.

დავიწყოთ?



ასევე დაგაინტერესებთ:


1. ტესტი: რამდენად კარგად იცნობთ "ვეფხისტყაოსანს" - შეამოწმეთ საკუთარი თავიimage


2. რამდენად კარგად ფლობთ ქართულ ენას - ტესტი, რომელიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ!image


3. ტესტი: რომელი ქალაქია ფოტოზე - შეამოწმეთ რამდენად კარგად იცნობთ საქართველოსimage


4. როგორ გავარჩიოთ ფალსიფიცირებული ჩურჩხელა და რითი განსხვავდება "ჯანჯუხა"image


5. 11 რჩევა, რომელიც უცხოელებს ქართულ სუფრაზე მოხვედრისას გამოადგებათimage


6. 10 ორიგინალური სადღეგრძელო საახალწლო სუფრისთვის - იყავით გამორჩეულებიimage


7. რატომ ასხამენ სხვადასხვა სასმელს განსხვავებულ ჭიქებში - აუცილებლად გაითვალისწინეთ!image



2
6224
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
6224
  
2018, 1 სექტემბერი, 16:48
არც თუ ისე ცუდია :))
2018, 1 სექტემბერი, 15:24
მხოლოდ 11 :)))
0 1 2