x
მეტი
  • 24.01.2018
  • სტატია:73413
  • ვიდეო:326460
  • სურათი:429067
რა ვუყოთ გარდაცვლილი ახლობლების სურათებს ?
ეს ალბათ ყველაზე სადავო საკითხია. ოდითგანვე მივეჩვიეთ იმას, რომ ჩვენი ბებიების და მშობლების სახლებში კედლებზე ეკიდა მათი წინაპრების და ახლობლების მრავალრიცხოვანი პორტრეტები და სურათები. ეს არ ითვლებოდა რაღაც საშიშად და ცუდის მომტანად.
image

მაგრამ დღეს მრავალი იდეა გავრცელდა იმის თაობაზე, რომ გარდაცვლილების ფოტოსურათები ნეგატიურ ენერგიას ატარებენ და ზეგავლენა შეიძლება იქონიონ ცოცხალი ადამიანის ჯანმრთელობაზე და ბედზე.

ჯერ ვისაუბროთ ახალ გარდაცვლილი ადამიანის სურათზე, რომელიც დაკრძალვის პროცესიისთვის გვჭირდება. ეს უნდა იყოს ისეთი სურათი, რომელიც მასაც მოწონდა და თქვენც მოგწონთ. პორტრეტი უნდა ჩასვათ სამგლოვიარო ჩარჩოში ან გაუკეთოოთ შავი ლენტი ქვედა მარჯვენა კუთხეში. დაკრძალვის შემდეგ გარდაცვლილის სურათი მის სახლში აუცილებლად უნდა იყოს 40 დღე. შემდეგ კი ახლობლების გადასაწყვეტია, სად წაიღებენ სურათს ( ნებისმიერ ოთახში, საძინებელი ოთახის გარდა).



გარდაცვლილი ნათესავების სურათები სახლში _ ეკლესიის აზრი


image

– მართლმადიდებელი ეკლესია ვერაფერ ცუდს ვერ ხედავს იმაში, რომ გარდაცვლილი ნათესავების სურათები ახლობლების სახლში იყოს. ღმერთის წინაშე ყველა თანასწორი ვართ _ ცოცხლებიც და მკვდრებიც.

_ ამიტომ საყვარელი ახლობელი ადამიანების სურათებს მხოლოდ სასიამოვნო მოგონებების მოტანა და გულის სიყვარულით ავსება შეუძლია. თუ დანაკარგი ძალიან მძიმეა, პირველ ხანებში უმჯობესია ფოტო თვალს მოვაშოროთ. მაგარამ, თავიდან საერთოდ მოშორება საჭირო არ არის. მოვა დრო, როდესაც გარდაცვლილის სახე გონებაში იცრიცება და აი, სწორედ მაშინ ეხმარება მას ფოტოსურათი.

– ასევე უმჯობესია დროებით დავმალოთ იმ გარდაცვლილი ადამიანის ფოტოები, რომელზეც დაგრჩათ წყენა ან გაუგებრობა. რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ ყველა უარყოფითი ემოცია უკანა პლანზე გადადის, შემდეგში უკვე შესაძლებელი იქნება სუფთა გულით დახედოთ ამ ახლობლის სურათს.




სად წავიღოთ გარდაცვლილი ნათესავების ძველი ფოტოსურათები?



image


– რა თქმა უნდა უნდა შევინახოთ. აი, რომ წარმოვიდგინოთ, რომ დიდი მწერლების და გამოჩენილი ადამიანების ახლობლებს არ შეენახათ მათი სურათები, როგორებად წარმოვიდგენდით მათ. ყოველთვის საინტერესოა ცნობილი ადამიანის შენს წარმოდგენაში შექმნილი პორტრეტის და ორიგინალი სურათის შედარება. ასევეა ჩვენს შემთხვევაშიც. ჩვენს შვილიშვილებს, შვილთაშვილებს, სხვა მემკვიდრეებს მოუნდებათ გაიგონ თუ როგორ გამოიყურებოდა მათი წინაპარი. ამაში მათ სწორედ ფოტოგრაფია დაეხმარებათ.



– ჩვენი ნათესავების ფოტოსურათების შენახვით ჩვენ ვინახავთ ჩვენი ისტორიის ნაწილს, რაც თამომავლობისთვის საინტერესო იქნება.


– აი, საკითხი იმის თაობაზე, ეს სურათები საჯაროდ გამოვფინოთ თუ არა _ ღიად რჩება.



შეიძლება თუ არა გარდაცვლილი ნათესავების სურათების კედელზე დაკიდება?


image

– ექსტრასენსები ამტკიცებენ, რომ გარდაცვლილის ფოტოსურათი პორტალი შეიძლება გახდეს სხვა სამყაროში გადასავლელი.. დავკიდებთ რა კედელზე გარდაცვლილის სურათს, ამით ჩვენ შეიძლება კარი გავაღოთ გარდაცვლილთა სამყაროში. ეს კარი თუ მუდამ ღია იქნება, ე.ი სურათი ყოველთვის თვალსაჩინო ადგილზე ეკიდება, ცოცხალმა ადამიანებმა საკუთარ თავზე შიძლება იგრძნონ გარდაცვლილთა ენერგეტიკა.



– ზოგიერთი ნათესავი, რომელმაც კედელზე დაკიდა თავისი გარდაცვლილი ახლობლის სურათები, ამტკიცებს, რომ მუდმივად აწუხებს თავის ტკივილები, სუსტად ყოფნა, სხვადასხვა დააავადებები. ყველაფერი ეს შეიძლება გამოგონილიც იყოს, მაგრამ შეიძლება სიმართლის ნაწილიც ერიოს.


– განსაკუთრებით არ არის რეკომენდირებული გარდაცლილის სურათის დაკიდება საძინებელ ოთახში. პირველ რიგში ბავშვებთან.


– განსაკუთრებულად ძლიერ ენერგიას ფლობს დასაფლავების დღეს გადაღებული სურათები. გაუგებარია, საერთოდ რატომ იღებენ ამ ტიპის სურათებს. მათზე ხომ მხოლოდ ადამიანური გლოვა და უბედურებაა. ასეთი სურათები სიკეთეს და პოზიტივს ნამდვილად ვერ შიტანენ სახლში. ჯობს მოვიშოროთ.




როგორ შევინახოთ გარდაცვლილი ნათესავების სურათები?


image

ექსტრასენსების დარიგებების თანახმად, გარდაცვლილი ნათესავების სურათები ასე უნდა შევინახოთ:


– სასურველია გამოყოთ გარდაცვლილების სურათები ცოცხალი ადამიანებს სურათებისგან.

– უმჯობესია გარდაცვლილთა სურათებისთვის ცალკე, სპეციალური ფოტოალბომი ან კოლოფი გამოყოთ.


– თუ არ გვაქვს ცალკე ალბომი, უმჯობესია ასეთი ფოტოები შავ გაუმჭვირვალე პაკეტში ან კონვერტში ჩადოთ.

– თუ ფოტოსურათ საერთოა და მასზე ცოცხალი ადამიანებიც არიან, მაშინ ჯობია ამოჭრათ გარდაცვლილის სურათი და ცალკე შეინახოთ.

– იმისთვის, რომ ფოტოსურათი დიდხანს შეინახოს, უმჯობესია გაუკეთდეს ლამინირება.

– გარდაცვლილთა სურათებს შეგიძლიათ სკანირება გაუკეთოთ და შეინახოთ ცალკე _ დისკზე, ფლეშკაზე, საიტზე.



იხილეთ ასევე:
2
2473
12-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
2473
  
7 იანვარი, 0:36
მაგა მომენტი მეც არ მესიამოვნა
6 იანვარი, 13:00
საიმტერესო სტატიაა..მართლაც ძალიან ცუდი შეგრძნებაა კედელზე გამოფენილი მიცვალებულის სურათები...რაც შეეხება რჩევას სურათის დაჭრა დაჩეხვას და ცოცხლების და მკვდრების განცალკევებას კატეგორიულად არ ვეთანხმები..მსუბუქად რომ ვთქვა ბნელი მკითხავი ვარდუას დონის იდიოტური რჩევაა
0 1 2