x
image
ღიმილიანი
" როცა კაცს ჰკლავ, მის სიცოცხლეს იპარავ… როცა ცრუობ, სიმართლის გაგების უფლებას ჰპარავ ვიღაცას"
ხშირად, როცა ვინმეს სჭირდება გვერდით დგომა და გამოქომაგება, უკან ვიხევთ, არ გვყოფნის გამბედაობა. ბავშვობაში ყველას გმირად წრმოგვიდგენია ჩვენი თავი, ასაკის მატებასთან ერთად კი, ჩვენში ნელ-ნელა გმირი კვდება. გვინდა თითქოს პატარა გმირობა ჩავიდინოთ, მაგრამ აღარც რწმენა გვაქვს და აღარც ძალისხმევა, გქონიათ ასეთი მომენტი?


ასე, მოხდა ამ წიგნშიც, ამირმაც ვერ შეძლო გმირობა, ადგა და წამოვიდა, მიატოვა თავისი ჰაზარა, როცა უჭირდა. აქ კიდევ სოციალური უთანასწორობის პრობლემაცაა (ჰასანი ჰაზარა იყო, დაბალი ფენიდან, ამირა – პუშტუნი, მაღალ სოციალურ ჯგუფს წარმოადგენდა. )


“ფრანით მორბენალი” ამ ორი ბიჭის ისტორიაა. მოვლენები ავღანეთში ხდება, ნაწარმოების სიუჟეტი შემდეგი მოვლენების მიხედვით ვითარდება: საბჭოთა ჯარის შესვლა, თალიბების გამრავლება და მათ მიერ მთელი ქვეყნის კონტროლი.

ეს წიგნი გვიჩვენებს, თუ როგორ განსაზღვრავს მთელ ჩვენს ცხოვრებას ბავშვობისეული ამბები, ზოგადად ბავშვობა და მშობლების ურთიერთდამოკიდებულება.


" ყველა სხვა ცოდვა ქურდობის ვარიაციაა… როცა კაცს ჰკლავ, მის სიცოცხლეს იპარავ… როცა ცრუობ, სიმართლის გაგების უფლებას ჰპარავ ვიღაცას, როცა თაღლითობ – სამართალს."


image

ესეც გამორჩეული ნაწყვეტი წიგნიდან :

" – ოდესმე მომიტყუებიხარ, ამირ–აღა?
– აბა, რავიცი, მოგიტყუებივარ?– უცბად მისი გაბრაზება მომინდა.
– მიწას შევჭამ და არ მოგატყუებ, – თქვა გულმოსულმა.
– მართლა შეჭამ?
– რას? – შეცბუნებული ჩანდა.
– მიწას შეჭამ, მე რომ გთხოვო? – ვიცოდი, რომ სისასტიკეს ჩავდიოდი, მაშინდელივით, როცა ჰასანი სიტყვების მნიშვნელობას მეკითხებოდა, მე კი დავცინოდი. მაგრამ მომწონდა მისი გაბრაზება, რაღაც ავადმყოფურ ხიბლს ვგრძნობდი, ისეთს, მწერების წამების დროს რომ შეიძლება განიცადოს კაცმა. ჩემთვის ის ახლა ჭიანჭველა იყო და გამადიდებელი შუშით ვაკვირდებოდი.
კარგა ხანს მიყურებდა. ალუბლის ხის ქვეშ ორნი ვისხედით და ერთმანეთს მივჩერებოდით. ჰასანს სახე შეეცვალა. იქნებ არც, მაგრამ მე ასე ვიფიქრე. თითქოს ორ სახეს ვხედავდი. ერთი ის იყო, რომელიც ვიცოდი, რომელიც ბავშვობიდან მქონდა მეხსიერებაში ჩაბეჭდილი, და მეორე, უცნობი, შორეული, საიდუმლოებით მოცული. ჰასანის მეორე სახე რაღაც მომენტში, წამიერად ამოტივტივდებოდა ხოლმე. ყოველთვის მეგონა, რომ ოდესღაც სხვაგან უკვე მენახა ეს სახე. მერე თვალებს დაახამხამებდა და ისევ ჰასანი ხდებოდა.
– შევჭამ, თუ მთხოვ – თქვა ბოლოს და ბოლოს.პირდაპირ თვალებში მიყურებდა. ვერ გავუძელი და თვალები დავხარე. იმ დღიდან მოყოლებული მეტისმეტად გულწრფელ ადამიანებს თვალს ვერ ვუსწორებ."

ხალიდ ჰოსეინი – "ფრანით მორბენალი"

0
121
1-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0