x
მეტი
  • 20.04.2018
  • სტატია:76252
  • ვიდეო:328904
  • სურათი:432455
ბნელი და საშინელი 90-იანი წლები

image

1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი რესპუბლიკები და მთლიანად სოციალისტური ბანაკი სრულ ქაოსში აღმოჩნდა, ამას დაემატა შიდა ომები, რომელიც ერთბაშად რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად გაჩაღდა.

image
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების უმეტესობის ისტორია 90-იანი წლების პირველ ნახევარში ტყუპისცალივით ჰგავს ერთმანეთს და ამ პერიოდს უწოდებენ "შიმშილის", "სიცივის" თუ "სიბნელის" წლებს და ყველა ეპითეტი ზედმიწევნით შეესაბამება იმ დროს....

image

ქვემოთ გაეცნობით სომხეთს 1992-95 წლებში.

image

1991 წლის ზაფხულში სომხეთს პირველად გაზის მიწოდება შეუწყდა, თუმცა მაშინ მოსახლეობა პანიკაში არ ჩავარდა, სჯეროდათ, რომ იმდენი ელექტროენერგია ჰქონდათ, რომ თავს გაიტანდენ, მაგრამ მაშინ ვერ ხვდებოდნენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეწყდა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირები, ერთიანი ენერგოსისტემა, ამას დაეამატა ომიც მთიან ყარაბაღში, რამაც გამოიწვია აზერბაიჯანის მხრიდან ენერგობლოკადა, ამასთანავე მთლიანად შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლაც აფხაზეთში განვითარებული მოვლენების გამო, თურქეთმაც ჩაკეტა საზღვარი და შეწყვიტა ყოველგვარი სახმელეთო თუ საჰაერო მიმოსვლა, ხოლო ფოთის პორტი ფიზიკურად ვერაფრით უზრუნველყოფდა ქვეყნის მოთხოვნას.

image

მალევე გაჩერდა სომხეთის ატომური ელექტროსადგური მაზუთის და გაზის უქონლობის გამო.კატასტროფა გარდაუვალი იყო.

image

1992 წლის იანვარში სომხეთში შუქი ჯერ 2 საათით ითიშებოდა, შემდეგ ინტერვალი გაიზარდა 6, 8 და 12 საათამდე, შემდეგ ოფიციალურად გამოცხადდა, რომ შუქი მხოლოდ 1 საათი მოვიდოდა.

image

მაგრამ ეს ერთი საათიც არ იყო გარანტია, რადგან გამუდმებული ავარიების გამო შუქი კვირაობით არ მოდიოდა.

image

საყოფაცხოვრებო ტექნიკა გამოუსადეგარი გახდა, გაიზარდა მოთხოვნა ნავთქურებზე და სანთლებზე, თუმცა ნავთიც ძნელი საშოვნი იყო, ერთადერთი შუქს ახალ წელს თუ ჩართავდნენ, ან კორპუსში თუ ვინმე მოკვდებოდა.

image1993 წლის ანეკდოტი:"მკვდარს ხომ ვერ გვათხოვებთ ერთი დღით? დენი გვჭირდება"

imageგაიზარდა მოთხოვნები შეშის ღუმელზე, ისევე როგორც თბილისშიც, ერევანშიც კორპუსის ფანჯრებიდან "პერშინგის რაკეტებივით" იყო გამოშვერილი ღუმელის მილები.ამ პერიოდში მასიურად იჩეხებოდა ტყე.

image

პარალელურად ზოგიერთმა მოხერხებულმა მოსახლემ "ლევი ხაზების" გამოყვანა დაიწყეს სახლებში, გაჭიმული იყო ათეულობით მეტრი კაბელი, უახლოესი სტრატეგიულ საწარმოდან ან თვით მეტროპოლიტენიდანაც კი, ამის გამო ხშირად იყო ავარიები, რაც ტრანსპორტის მოძრაობასაც აფერხებდა.

image"პრესტიჟულად" ითვლებოდა თუ ვინმეს აკუმლიატორი ჰქონდა სახლში და ტელევიზორს ან სხვა ელექტრომოწყობილობებს 12 ვოლტზე ამუშავებდნენ და პატარა შავ-თეთრ ტელევიზორში უყურებდნენ რომელიმე ბრაზილიურ სერიალს.

imageმძიმე კრიზისი შეიქმნა პურის მხრივ, თითო მოსახლეს დღეში მხოლოდ 200 გრამი ეკუთვნოდა, ამისთვის სპეციალური ტალონები იყო განკუთვნილი, თუმცა პური ფიზიკურად მაინც არ იყო, პურის რიგში დილიდან საღამომდე უნდა მდგარიყავი და ისიც ან შეგხვდებოდა ან არა, გაზრდილი იყო კრიმინალიც, შებინდებულზე ქუჩაში გასვლა ძალზე საშიში იყო.

image

პრობლემა იყო კომუნიკაციაზეც, ფაქტობრივად არავის სახლში ტელეფონი არ მუშაობდა, სასწრაფოს ან სახანძროს გამოძახება თუ გინდოდათ, სახლმმართველობაში ან ფოსტაში უნდა წასულიყავით.

imageიმ წლების ქალაქის ტიპიური სურათი: მანქანები არ დადიან, ტრანსპორტი ან არ მოძრაობს, ან თუ გამოჩნდა ისეთი ამბავია ნემსი ვერ ჩავარდება შიგნით, ხალხი უმეტესად ფეხით მოძრაობს, თან გადის კილომეტრებს, ხოლო ქუჩაში დამშეული ძაღლების ჯოგი დაძრწის....

image

მიუხედავად ამისა, მეზობლები ყოველ საღამოს ერთად იყვნენ, თამაშობდნენ ნარდს, ბანქოს, ერთად სადილობდნენ და უნაწილებდნენ ლუკმას, ჭირში თუ ლხინში ერთმანეთს გვერდში ედგნენ და მიუხედავად გაჭირვებისა, მღეროდნენ და ცეკვავდნენ კიდეც.

2
631
11-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
631
  
5 იანვარი, 13:51
,,გაჩერდა ატომური ელრქტროსადგური მაზუთისა და გაზის უქონლობის გამო''. ვიცინოთ თუ ვიტიროთ?
5 იანვარი, 10:00
ბნელმა 90იანებმა შეიწირა ბევრი ახალგაზრდა და დავკარგეთ თაობები,რომლებიც კრიმინალმა და ნარკოტიკებმა წაიყვანეს თავის წიაღში. ყველაფრისგან სწავლა შეიძლება და ამ შემთხვევაშიც უნდა გესწავლა რაღაც. სამწუხაროდ, ვერ ვისწავლეთ ვერაფერი. განსხვავება ახლანდელ დროსა და იმ პერიოდს შორის ისაა,რომ ადამიანი უფრო ჩაიკეტა თავის თავთან და საკუთარი ოჯახის იქით აღარ იხედება. სწორად აღნიშნე მაშინ მეტუ სიყვარული იყო. ჩემი უბნის მაგალითზე ვიტყვი: თაობა/ბი,რომლებიც იმ წლებში ერთად ვიყავით და ერთად გაქონდა თავი,უფრო მეტი სიყვარული და პატივისცემა გვაქვს ერთმანეთის მიმართ. ცხოვრება შეიცვალა,მაგრამ ერთმანეთი არ დაგვიკარგავს.თუ ვინმემ რამის შოვნა მოახერხა,დანარჩენებს შეძლებისდაგვარად სხვებსაც უწილადებს.ერთმანეთის გვერდზე დგომა და პატივისცემას გამოხატავენ ყოველ წუთას.ახალი თაობა მიჯაჭვულია ვირტუალურ ცხოვრებას და არ აინტერესებს რა ხდება გარე სამყაროში. მე ყველაზე პატარა თაობას მივეკუთნებოდი იმ პერიოდში და არასოდეს დამავიწყდება მათი დამოკიდებულება ჩემს მიმართ,თუ როგორ მიწილადებდნენ ყველაფერს,რასაც კი შოულობდნენ. ყველაფერს 2 მხარე აქვს და ეხლა,რომ ვუკვირდები იყო ბევრი კარგი იმ სიბნელეში.
0 1 2