x
image
გემი დალანდი
16 რამ,რაც ქალმა აუცილებლად უნდა გააკეთოს მეუღლისთვის
ერთად გატარებული წლები ყველა წყვილზე აისახება. დროთა განმავლობაში როგორც კაცები, ისე ქალები ზარმაცდებიან და თავის მეორე ნახევარს ყურადღებით აღარ ანებივრებენ. სულ ტყუილად!

ავტორები წიგნისა “ჭკვიანი ცოლის წესები"-ელენ ფეინი და შერი შნაიდერი მეუღლეებს ურჩევენ ყოველთვის ფხიზლად იყონ. ქალებმა კი ყურადღება რამდენიმე დეტალზე უნდა გაამახვილონ:

image1. მიეცი საშუალება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს

თვლი, რომ ქალაქგარეთ უკეთესია, ქმარს კი ქალაქში ცხოვრება ხიბლავს, დასვენება ევროპაში გინდა, მას კი აზია ხიბლავს... ღირს კი გალურჯებამდე დაიცვათ თქვენი ინტერესები?


ღირს, თუ ეს შენთვის მართლაც მნიშვნელოვანია და აუცილებელი.სხვა შემთხვევაში კი უმჯობესია მართვის სადავეები მეუღლეს დაუთმოთ. ჰარმონიული ურთიერთობა ხომ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი სიმართლის და შეხედულებების მტკიცება გამუდმებულ რეჟიმში.


2.თავს მოუარე, მაგრამ არ გადაამლაშო

რათქმაუნდა, ქმარი თვლის, რომ მიმზიდველი ხართ. წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ ცოლად არ მოგიყვანდათ, მაგრამ ეს მიზეზი არაა, რომ მოეშვათ და თავს აღარ მოუაროთ.არაა აუცილებელი ყოველდღე ტელევარსკვლავივით გამოიყურებოდეთ, მაგრამ ბუნებრივი მაკიაჟი და ცოტა გაპრანჭვა არ გაწყენდათ.


3.მიეცი განმარტოების საშუალება

ზოგჯერ კაცებს უყვართ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. არ ღირს მათთვის ამ სიამოვნების წართმევა.მაშინაც, როცა კაცი სამსახურიდან სახლში დაღლილი ბრუნდება, ნუ შეაწუხებთ შეკითხვებით და ამბების მოყოლით. მიეცით საშუალება გონს მოვიდეს)


4.გაამხნევეთ მეუღლე

მაშინაც კი, თუ უმნიშვნელო უსიამოვნება შეემთხვა, გაამხნევეთ. ის ამას დააფასებს. ასევე, არ დაგავიწყდეთ შეაქოთ და მადლობა უთხრათ თუნდაც უმნიშვნელო დახმარებისთვის. კაცებს ჭირდებათ, რომ თავი საჭირო ადამიანად აგრძნობინოთ.


5.არ მოიხსენიო ცუდად მისი ახლობლები

მაშინაც კი, თუ მისი ახლობლები ჯოჯოხეთის მოციქულები არიან. ამ შემთხვევაში მან ეს უთქვენოდაც კარგად იცის.ნუ დაიწყებთ ლანძღვას და ნუ დაანახებთ მას თქვენს თავს ცუდი მხრიდან.

image

6.შეინარჩუნეთ რომანტიკა

დაოჯახებულ წყვილებსაც ესაჭიროებათ პაემნები და რომანტიკა.გაატარეთ საღამოები ერთად, სულერთია სად და როგორ, უბრალოდ თქვენ ორმა და ნურავის ზედმეტს ნუ დაარღვევინებთ რომანტიკულ ატმოსფეროს.


7.დაუთმეთ ქმარს უპირატესობა ინტიმურ ურთიერთობებში

მიეცით მას მთავარი როლი ამ საკითხში, მაშინაც კი, თუ ის პასიურია ან პირიქით, აქტიური.


8. არ იწუწუნოთ ბავშვებზე

რათქმაუნდა, ქმარს უნდა უთხრათ როგორ იქცეოდნენ ბავშვები, მაგრამ არ ღირს საათობით იწუწუნოთ იმაზე, თუ როგორ მოისვარნენ სეირნობისას ან სკოლაში ცუდი შეფასება მიიღეს. დროთა განმავლობაში მეუღლე თქვენ ჩაგთვლით ცუდ დედად, თუ ასე გააგრძელებთ.


9.არ ილაპარაკო მასზე ცუდად მის ზურგს უკან

გაჩუმდე ყველა პრობლემაზე და მერე შენი ნაგავი გარეთ გამოფინო-ცუდი იდეაა. მანამ, სანამ დედასთან ან დაქალთან განიხილავ შენს მეუღლეს, სცადე და პირდაპირ მასთან გაარკვიე ყველა უთანხმოება.


10. არ ჰკითხო რჩევა მარტოხელა დაქალებს

ეს ქალბატონები ნამდვილ ოჯახურ ცხოვრებას არ იცნობენ და ქორწინება მათ მხოლოდ კანფეტ-თაიგულების პერიოდად მიაჩნიათ, ამიტომ თქვენი კამათი მეუღლესთან მათთვის უზარმაზარი პრობლემის ტოლფასი იქნება და ადეკვატურ რჩევას ვერ მიიღებთ.


11.შექმენი სახლში სიმყუდროვე

კაცები უცნაური ქმნილებები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ავტოფარეხში ან სახელოსნოში შესაძლოა სრული ქაოსი ჰქონდეთ და თავს კომფორტულად გრძნობდნენ, სახლში მოსვლისთანავე მათი წარმოდგენა კომფორტზე -რადიკალურად იცვლება. ამიტომ, შეეცადეთ და სახლში ის წესრიგი და სიმყუდროვე შეინარჩუნეთ, რომელიც მას ასე ამშვიდებს.

image

12.არ ეკამათო სხვების თანდასწრებით

ეს განსაკუთრებით ეხება ურთიერთობების გარკვევას ბავშვების თვალწინ. ნუ გამოიყენებთ კამათში ბავშვებს! გახსოვდეთ, მეუღლეების პრობლემები მხოლოდ ცოლ-ქმრის საქმეა და ცალკე, ერთად უნდა მოაგვარონ.


13.მოუმზადე რამე გემრიელი

კაცები ძალიან აფასებენ სიყვარულით მომზადებულ საჭმელებს, მაშინაც კი, თუ თქვენი კულინარიული შესაძლებლობები შორსაა შეფ-მზარეულის ხელოვნებისგან.


14.შეურიგდი იმას, რაც შენ არ გეხება

ნუ მოითხოვთ კაცისგან, მთელი თავისი ცხოვრება და წარსული დეტალურად გიამბოთ. ბოლოსდაბოლოს, მას შეიძლება ისეთი მოგონებაც ჰქონდეს, რომლის გახსენებაც არ სიამოვნებს. დაუტოვე მას საიდუმლო, შენც ხომ გაქვს შენი საიდუმლოებები?


15.ურთიერთობის გარკვევისას არ იყვიროთ

კაცისთვის მნიშვნელოვანია არა ის ინფორმაცია, რასაც ქალი გადასცემს, არამედ ტონი, რომლითაც ამ ინფორმაციას აწვდიან. ამიტომ ყვირილს მოერიდეთ, მაშინაც კი, თუ თქვენი მოთხოვნები სამართლიანია.შეეცადეთ ყველაფერი მშვიდი ტონით აუხსნათ.ამ შემთხვევაში უფრო მეტი შანსია იმის, რომ თქვენსას შეისმენენ.


16.ხშირად აკოცეთ

ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანია! დღეში თუნდაც ერთხელ აკოცეთ თქვენს მეუღლეს. ეს ხომ სიყვარულის ყველაზე ნაზი გამოხატვაა.


1
401
4-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
401
  
2018, 17 იანვარი, 9:31
16 წესი რა, დაგვცინით? 160 უნდა იყოს, კაკ მინიმუმ))))))))))
0 1 1