x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
იოჰანა ბუდვიგი კიბოს მკურნალობის შესახებ
image

იოჰანა ბუდვიგი ცნობილი ქალი-მეცნიერია, რომელმაც თავისი ცხოვრება ონკოლოგიური დაავადებების და მისი წარმოშობის მიზეზების კვლევაას შეალია. გერმანელმა ფარმაკოლოგმა და დიეტოლოგმა უბრალო დიეტა შეიმუშავა, რომელსაც დღესაც მრავალი თანამედროვე ონკოლოგი უნიკალურად და ეფექტურად მიიჩნევს კიბოს მკურნალობისას.

ონკოლოგიური ავადმყოფების სისხლის გამოკვლევისას იოჰანამ მასში პათოლოგიური მოყვითალო-მომწვანო სუბსტანცია აღმოაჩინა. მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ ეს ნივთიერება სისხლში ჟანგბადის ნაკლებობის შედეგად წარმოიქმნება, იოჰანამ დაიწყო გზების ძიება, რომელიც ამ პათოლოგიას აღმოფხვრიდა.

კიბოს შესწავლისას და მისი მკურნალობისას ბუდვიგი მივიდა დასკვნამდე, რომ ჟანგბადი საკმაოდ ძლიერი იარაღია სიმსივნის წინააღმდეგ საბრძოლველად. იოჰანამ შეიმუშავა კიბოსსაწინააღმდეგო პროტოკოლი, რომელიც უფრო ეფექტურად ამარაგებს ორგანიზმს ჟანგბადით, ვიდრე სხვა სახის მკურნალობა.


მისი მტკიცებით, არსებობს რიგი ცხიმოვანი მჟავებისა, რომელთა გარეშეც უჯრედები უბრალოდ ვერ ისუნთქებენ.მათი უკმარისობის შემთხვევაში სასიცოცხლო პროცესებიც ნელდება.

ბუდვიგის კიბოსსაწინააღმდეგო პროტოკოლი ორი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპია მკურნალობა ხაჭოს, სელის ზეთის და თაფლის ნარევით, მეორე კი დიეტა.

image

ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 150 გრ. გსაუფთავებული ხაჭო, 5 სუფრის კოვზი სელის ზეთი, 3 სუფრის კოვზე დაფქული სელის ზეთი და 1 ჩაის კოვზი თაფლი.

მომზადება:

ხაჭო და სელის ზეთი ხელით ან ბლენდერით შეურიეთ. ერთგვაროვანი, ათქვეფილი ნაღების მსგავსი მასა უნდა მიიღოთ. თუ ზეთი კარგად არ შეერია, შეგიძლიათ რამდენიმე კოვზი რძე დაუმატოთ. მიღებულ მასას დაუმატეთ დაფქული სელის თესლი. მნიშვნელოვანია! არ შეიძინოთ უკვე დაფქული თესლი! უმჯობესია თავად დაფქვათ სახლში უშუალოდ ნარევის მომზადებისას, რადგან ნარევის მოსამზადებლად ახალდაფქული თესლია საჭირო.ბოლოს დაუმატეთ თაფლი და კარგად აურიეთ.

მომზადებული მასა მაშინვე უნდა მიირთვათ, რადგან 20 წთ-ზე მეტ ხანს არ ინახება. ზოგიერთი მას მომზადების შემდეგ მაცივარში ინახავს და მერე მიირთმევს, რაც კატეგორიულად არ შეიძლება.

პროტოკოლის მეორე ეტაპია დიეტა:

1. არ მიიღოთ ცხოველური ცხიმები

2.უარი თქვით შაქრის მიღებაზე

3.დღეში სამჯერ დალიეთ თბილი ჩაი. პიტნის, ვარდის ან ყურძნის.შაქრის მაგივრად შეგიძლიათ ცოტა თაფლი გამოიყენოთ.

4.უარი თქვით საჭმელში კარაქისა და მარგარინის გამოყენებაზე

5.შეამცირეთ პრეპარატების მიღება მინიმუმამდე.

6.მიირთვით ქლოროფილის შემცველი საკვები დანამატები და გამუდმებით სვით მწვანე (მცენარეული) წვენები.

7.ყოველდღიურად მიიღეთ C ვიტამინი, მხოლოდ არაუმეტეს 5 გრ-ისა დღეღამეში.

8.ყოველდღიურად მიიღეთ 1 ჩაის კოვზი ქოქოსის ნატურალური ცივად გამოხდილი ზეთი.

9.უარი თქვით სოიოს პროდუქტებზე.სუფრის მარილი კი ზღვის გაუწმენდავი მარილით შეცვალეთ.

ეს დიეტა უამრავმა ადამიანმა გამოსცადა პროფილაქტიკის მიზნით. და რა იყო შედეგი?-ქრონიკულმა დაავადებებმა გაუარათ, გაუმჯობესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და მოემატათ სასიცოცხლო ენერგია

0
808
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
808
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0