x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
7 ყველაზე ცნობილი და არაჩვეულებრივი გაქცევა საბჭოთა კავშირიდან
image

1) სტანისლავ კურილოვი-გემი "საბჭოთა კავშირი" ასრულებდა 20 დღიან კრუიზს წყნარ ოკეანეში ვლადივოსტოკიდან ეკვატორამდე . გემი არცერთი უცხო ქვეყნის პორტში არ შედიოდა, შესაბამისად, მოგზაურებს არც ვიზის გაფორმება სჭირდებოდათ. ტურისტები სვამდნენ, ცეკვავდნენ, ერთობოდნენ და მხოლოდ ერთი მამაკაცი, მეცნიერ-ოკეანოლოგი სტანისლავ კურილოვი იდგა განცალკევებით ბორტთან და საათობით უყურებდა ოკეანეს. იგი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა გამოეყენებინა ერთადერთი შანსი და საბჭოთა კავშირის საზღვრებიდან თავი გაეღწია და ოცნება აეხდინა.

image

გემ "საბჭოთა კავშირიდან" გაქცევის შესაძლებლობის, კურილოვის გარდა, არავის სჯეროდა. 1974 წლის 13 დეკემბერს კურილოვი გემბანზე აძვრა და ოკანეში ისკუპა, სამი დღე-ღამის ცურვის შემდეგ ფილიპინების კუნძულებს მიაღწია. მალევე ეს ამბავი მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ქვეშ მოექცა, რაც შეეხება საბჭოთა პრესას და ტელევიზიას ტრადიციულად არაფერს ამბობდა, მხოლოდ რადიოსადგური "ამერიკის ხმის" მეშვეობით გაიგეს საბჭოთა მოქალაქეებმა გაქცეულის ვინაობა.


image

ფილიპინებიდან კურილოვი კანადას გადასცეს, იქვე მიიღო კანადის მოქალაქეობა, საბჭოთა სასამართლომ კურილოვს დაუსწრებლად 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა სამშობლოს ღალატისთვის.

image

კურილოვი კანადაში ჯერ პიცერიაში მოეწყო სამუშაოდ, შემდეგ, როდესაც ინგლისური კარგად შეისწავლა სხვადასხვა ამერიკულ და კანადურ ფირმებში მუშაობდა, რომლებიც ზღვის კვლევით სამუშაოებს ატარებდა, შემდეგ მან გაიცნო ებრაელი გოგონა, რომელიც მისივე ცოლი გახდა და ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად.

image

სტანისლავ კურილოვი 1998 წლის 29 იანვარს ტრაგიკულად დაიღუპა 61 წლის ასაკში, წყალქვეშა სამუშაოების შესრულების დროს, თევზსაჭერ ბადეში გაიხლართა და ვეღარ შეძლო თავის დახსნა.


2)ლილია გასინსკაია -1979 წლის 14 იანვარს საბჭოთა საკრუიზო ლაინერმა ღუზა ჩაუშვა მირმონტის ყურეში, სიდნეის მახლობლად.გემი «Леонид Собинов»-ი ზამთრობით ავსტრალიაში და პოლინეზიაში ახდენდა კრუიზს, ხოლო ზაფხულობით დასავლეთ ევროპაში.

image

გვიან საღამოს ეკიპაჟის წევრმა 18 ლილია გასინსკაიამ დატოვა საკუთარი ნივთები კაიუტაში და საცურაო კოსტუმში გამოწყობილმა ილუმინატორიდან ისკუპა.იცურა დაახლოებით 40 წუთი და სანაპიროზე გასულმა პირველსავე შემხვედრს სთხოვა მიეცა მისთვის ტანსაცმელი და ესწავლებინა სად იმყოფებოდა უახლოესი პოლიციის განყოფილება.

image

გოგონა ჩაბარდა ავსტრალიის ხელისუფლებას და მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი.რამდენიმე დღეში მინისტრმა საემიგრაციო საკითხებში გოგონას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

საზღვარგარეთ ის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა, ავსტრალიული პრესა აჭრელა ლილიას სურათებით, რომელსაც "გოგონა წითელ ბიკინში"(Red Bikini Girl) შეარქვეს.

image

ლილია დამკვიდრდა ავსტრალიაში, გააფორმა ეროტიკულ ჟურნალ Penthouse-სთან კონტრაქტი სადაც შიშველი პოზირებდა, ამის გარდა იყო დიჯეი და თამაშობდა სერიალებში.

90-იანი წლების შემდეგ მასზე უკვე თითქმის აღარაფერია ცნობილი.


3)ვიქტორ ბელენკო-1976 წლის 6 სექტემბერს იაპონიის ქალაქ ჰაკოდატეს(კუნძული ჰოკაიდო) თავზე უცნაური საფრენი აპარატი გამოჩნდა, დიდი რეაქტიული ორძრავიანი თვითმფრინავი სავსებით არ ჰგავდა რეგიონალურ სამგზავრო თვითმფრინავს, თანაც აპარატი ფუზელაჟზე გამოსახული ხუთქიმიანი წითელი ვარსკვლავით იწონებდა თავს.ქალაქის მაცხოვრებელები პირდაღებული შეჩერებოდნენ მფრინავ აპარატს.მთელ დასავლეთში ჯერ არავის ღირსებია თვალი ედევნებინა მსგავსი თვითმფრინავისთვის.

image

სამხედრო გამანადგურებელი ადგილობრივ აეროპორტზე დაეშვა, დასაფრენი ზოლის სიგრძე არ ეყო, ამიტომ გრუნტზე განაგრძო მოძრაობა და საბოლოოდ ბალახებში გაჩერდა.


პილოტი გადმოვიდა კაბინიდან, ამოიღო ტაბელური იარაღი და რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა ჰაერში.

image

მალე აეროპორტის წარმომადგენელებიც მოვიდნენ.ამის შემდეგ 29 წლის ვიქტორ ბელენკომ გამოაცხადა, რომ იგი დასავლეთს ბარდება.

ბელენკოს გაქცევა საბჭოთა კავშირიდან ყველაზე არაორდინალური იყო.ამასთან ერთად პოლოტმა დასავლეთს ჩააბარა ზესაიდუმლო საბჭოთა ავიაგამანადგურებელი-მიგ-25, რომელზეც ლეგენდები დადიოდა.

image

ვიქტორ ბელენკო საბჭოთა კავშირიდან გაქცევის შემდეგ აშშ-ში დასახლდა, იქვე ავიაინჟინრად დაიწყო მუშაობა, ამასთანავე აშშ საჰაერო ძალების კონსულტანტიც იყო.დაქორწინდა ხელმეორედ ამერიკელ ქალზე და სამი შვილიც ეყოლა.


4)ნიკოლაი გილევი და ვიტალი პოზდეევი-1970 წლის 27 ოქტომებრს ორმა სტუდენტმა-21 და 20 წლის ბიჭებმა, რომლებიც ბიძაშვილები იყვნენ, ყირიმში შეიძინეს ოთხადგილიან თვითმფრინავზე ბილეთები.

image

როდესაც თვითმფრინავი "Морава" L 200 ჰაერში აიჭრა, ბიჭებმა პილოტი მუქარით აიძულეს თურქეთში, კერძოდ სტამბულში დამჯდარიყო, მაგრამ ამ გაქცევას ბედნიერი დასასრული არ მოჰყოლია, ბიჭებმა აშშ-ს საელჩოს თავშესაფარი და მოქალაქეობა სთხოვეს, მაგრამ ამერიკამ არავითარი ინტერესი არ გამოიჩინა მათ მიმართ, ერთი წელი თურქეთში უშედეგოდ ყურყუტის შემდეგ, გაწბილებული და სასოწარკვეთილი ახალგაზრდები ТАСС-ის ჟურნალისტმა მოინახულა და ნათესავების წერილები გადასცა, საბოლოოდ ბიჭები დაითანხმეს, უკან საბჭოთა კავშირში დაბრუნებულიყვნენ, შეპირდნენ პირობით სასჯელს, თუმცა მწარედ მოატყუეს, სასამართლომ 10 და 12 წელი ციხე მიუსაჯა.

image

5)პეტრე პიროგოვის და ანატოლი ბარსოვის გაქცევა-1948 წლის 9 ოქტომბერს ორი საბჭოთა სამხედრო პილოტი ბომბდამშენ Ту-2 -ით ავსტრიაში გადაფრინდნენ.მალე მათ აშშ-ში მისცეს თავშესაფარი, პიროგოვი იქ უშვებს წიგნებს, წერს სტატიებს, მისი წიგნი "რატომ გავიქცეცი" ბესტელერად იქცა აშშ-ში და დიდ ბრიტანეთში.

image

რაც შეეხება ბარსოვს, მისი ბედი ბევრად უფრო ტრაგიკულად წარიმართა, როგორც კი ჩაცხრა მის გარშემო აჟიოტაჟი მიხვდა, რომ სამუშაო უნდა ეშოვნა, თუმცა უშედეგოდ, როდესაც მიხვდა, რომ ის იქ არავის სჭირდებოდა, სმა დაიწყო, ბოლო-ბოლო ბარსოვი დაარწმუნეს, რომ ამინისტია შეეხებოდა და საბჭოთა კავშირში დააბრუნეს, პიროგოვი უმტკიცებდა მეგობარს არ დაბრუნულიყო სსრკ-ში :"ტოლია არ დაბრუნდე, ძაღლივით დაგხვრეტენ"თუმცა მაინც დაბრუნდა, იგი 1950 წელს დახვრიტეს, თუმცა საბჭოთა პროპაგანდამ დამალა ეს ფაქტი.

image

1957 წელს მოსკოვში "ჟურნალისტთა სახლში" სიტყვით გამოდის "ანატოლი ბარსოვი".მან აღნიშნა, რომ 5 წელის გადასახლებაში იყო ომსკსა და ვორკუტაში და 1954 წელს გაანთავისუფლეს, მან აღნიშნა, რომ აშშ-ში მეფობს უმუშევრობა და ადამიანებს საშინლად ამცირებენ, ეს იყო სამარაცხვინო ცრუ სპექტაკლი, რომელიც საბჭოთა პროპაგანდამ ჩაატარა.


6)სერგეი ნემცანოვი-17 წლის წყალში მხტომელმა, რომელსაც ბებია ზრდიდა გაიმარჯვა კანამექსის(კანადა-აშშ-მექსიკა) ტურნირზე, იმ პერიოდში საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი მონრეალის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა, სწორედ იქ გაიცნო ამერიკელი წყალში მხტომელი, 21 წლის კეროლ ლინდნერი, წყვილს ერმანეთი შეუყვარდათ, სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა სერგეიმ უცხოეთში გაქცევა.მონრეალის ოლიმპიადის დასრულებისთანავე(1976)მან პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა კანადაში, მეორე დღესვე მთელი კანადური პრესა და ტელევიზია ნემცანოვის შესახებ ლაპარაკობდა.

image

ერთი წლის შემდეგ ნემცანოვს გადასცეს მაგნიტოფონის ჩანაწერი, სადაც მისი გაზრდელი ბებიის ხმა იყო ჩაწერილი, ნემცანოვი ორწყალს შუა აღმოჩნდა: მარტოდ მიტოვებული ბებიის სიყვარული და ცალკე კეროლი, 1979 წელს 21 წლის ნემცანოვი სამშობლოში ბრუნდება, საბჭოთა კავშირმა შეასრულა კანადის ხელისუფლების მოთხოვნა, მის მიმართ არავითარი სანქცია არ გატარებულა.იმავე წელს ნემცანოვი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, ხოლო მოსკოვის ოლიპიადაზე 1980 წელს მე-7 ადგილი დაიკავა.ამჟამად ნემცანოვი ისევ უცხოეთში, -კერძოდ აშშ-ში ცხოვრობს.


7)დაინა პალენა-1970 წლის 10 აპრილს საბჭოთა თევსაჭერი გემი ნიუ-იორკის სანაპიროდან 170 კილომეტრით იყო დაშორებული, როდესაც გემზე ერთ-ერთი ოფიციანტი დაინა პალენა ძალზე ცუდად გახდა, საბჭოთა გემი იძულებული გახდა სანაპიროს მიდგომოდა და ოფიციანტი საავადმყოფოში გადაეყვანათ.

image

მხოლოდ ნიუ-იორკის საავადმყოფოში გახდა ცნობილი, რომ 25 წლის ლატვიელმა გოგონამ სპეციალურად მიიღო წამლების გადამეტებული დოზა, რომ აშშ-ს საავადმყოფოში მოხვედრილიყო, გოგონა 10 დღე იწვა საავადმყოფოში, მას გამუდმებით თავზე დატრიალებდნენ საბჭოთა დიპლომატები, მიუხედავად ამისა მან აშშ-ს ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა, 18 დღე ფიქრის შემდეგ აშშ-მ დაინას თხოვნა დააკმაყოფილა.

image

imageიხილეთ აგრეთვე



1
2909
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2909
  
2018, 4 იანვარი, 13:50
ბაბუაჩემს, შორეული ნაოსნობის კაპიტნის პირველ თანაშემწეს, რამდენიმე წელი გემზე კოკის თანაშემწედ ყავდა, უდანაშაულოდ დასახვრეტი მუხლით ბრალდება წაყენებული გოგონა, რომელიც დღეს ბებიაჩემია. :)))
0 1 1