x
მეტი
  • 19.10.2018
  • სტატია:81773
  • ვიდეო:333795
  • სურათი:438941
უკრაინის სასამართლომ სააკაშვილს თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა

image


უკრაინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ექსპრეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელი და თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა. დღეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ უკრაინის ორი ინსტანციისა და თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვები მიმდინარეობდა.


უკრაინის სააპელაციო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახის შეფარდებაზე გადაწყვეტილებას 2018 წლის 11 იანვარს გამოაცხადებს.


საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლოში ოჯახის წევრებთან, დედასთან, მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად გამოცხადდა. სააპელაციო სასამართლოს შემდეგ, სააკაშვილი უკრაინის ადმინისტრაციულ სასამართლოში მივიდა, სადაც ექსპრეზიდენტის ადვოკატები, სააკაშვილისთვის განსაკუთრებული დაცვის ობიექტის სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ.


ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის სარჩელი და მას თავშესაფარის მინიჭებაზე უარი უთხრა. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, სააკაშვილის მიმართ "შეწყალების საქმეზე" გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა, როდის გამოაცხადებს გადაწყვეტილებას მოსამართლე, ჯერ-ჯერობით უცნობია.

0
125
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0