x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508580
სასაფლაო, რომელმაც ასობით ბავშვის სიცოცხლე იხსნა

image


16 წლია მანძილზე, ეს კაცი, აბორტების შედეგად დაღუპულ ბავშვებს მარხავდა…

ვეტნამელმა ტონგ ფუოკ ფუკმა მთელს მსოფლიოს აჩვენა, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში უანგარობა. ყველაფერი კი 2001 წელს დაიწყო, როდესაც მისი ცოლი დაფეხმძიმდა.

ტონგს ხშირად უწევდა მეუღლესთან ერთად კლინიკაში სიარული. საავადმყოფოს დერეფანში კი ხედავდა, რომ ფეხმძიმე ქალები კაბინეტში შედიოდნენ, ხოლო იქიდან, აცრემლებულები გამოდიოდნენ. თან, ბავშვის გარეშე.


image


კაცი გაოგნებული იყო – ვერაფრით გაეგო, თუ როგორ შეიძლებოდა საკუთარი შვილის მოკვლა? მოკვლა და თან ასე მიგდება, ადამიანურად დაკრძალვის გარეშე?

ტონგი ამ სიტუაციის მომსწრე არაერთხელ ყოფილა და ამ ქალების დანახვისას, ყოველთვის გული ეკუმშებოდა. ის პროფესიით მშენებელი იყო და ჰონ ტომის მთის ძირაში ნაკვეთის ყიდვა გადაწყვიტა, იმ პატარებისთვის სასაფლაოს გასაკეთებლად, რომელთა სიცოცხლე მანამდე შეწყდა, ვიდრე ამ ქვეყანას მოევლინებოდნენ. ის კლინიკასაც მოელაპარაკა და თანხმობის მიღების შემდეგ, პირველი 2 წლის მანძილზე, 10 000-ზე მეტი ბავშვი დამარხა.

თუმცა მისი მთავარი მიზანი მხოლოდ ეს არ ყოფილა. ტონგს იმედი ჰქონდა, რომ ფეხმძიმე ქალები, თუ სასაფლაოს ნახავდნენ, აბორტის გაკეთებას გადაიფიქრებდნენ და საკუთარ შვილებზე უარს აღარ იტყოდნენ.


image
იდეამ გაამართლა: გარკვეული დროის შემდეგ, დედები, რომლებიც იძულებულები იყვნენ, მატერიალური მდგომარეობის გამო, უარი ეთქვათ ბავშვებზე, დახმარებისთვის ტონგთან მიდიოდნენ.

მამაკაცის პასუხი სულის სიღრმემდე შემძვრელი იყო: ტონგი პირობას დებდა, რომ საკუთარ ოჯახში ყველა ბავშვს მიიღებდა და ისინი მასთან მანამდე დარჩებოდნენ, ვიდრე ოჯახის ფინანსური მდგომარეობა არ გამოსწორდებოდა.

ტონგმა დიდი სახლი ააშენა, რომელიც 100-ზე მეტი ბავშვისთვის მშობლიური გახდა.


image
«მე ამის კეთებას უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გავაგრძელებ, – ამბობს მრავალშვილიანი მამა. – ვფიქრობ, რომ ჩემი შვილებიც (ყველა ბავშვს დაბადებიდან, საკუთარი დედის და ტონგის გვარი ეძლეოდა) დაეხმარებიან სხვა ადამიანებს, როდესაც ამ ქვეყნიდან წავალ».


image


ფოტოზე ჩანს, რომ ტონგის სახლში, ბავშვები ძალიან ბედნიერები არიან და რა თქმა უნდა, ასეთი მამისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება!

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageმეეზოვემ ნაგავში გადაგდებული 30 ბავშვი გადაარჩინა

ცხოვრების ბნელი მხარე

0
392
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
392
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0