x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134365
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
„მაგთიკომის“ საახალწლო „სიურპრიზი“ აბონენტებს - წუთობრივი ტარიფები გაძვირდა
image


კომპანია “მაგთიკომმა” მომხმარებელს საახალწლო „სიურპრიზი“ შესთავაზა და სატარიფო პაკეტი “ზერო პლიუსი” გააძვირა. აბონენტებმა შეტყობინება დღეს მიიღეს.


18 იანვრიდან მაგთის, ბანის და ბალის აბონენტებთან საუბარი წუთი 3 თეთრი ეღირება, ხოლო სხვა ქსელებთან წუთი 10 თეთრი. ზარის წამოწყების ღირებულება კი 12 თეთრი იქნება.


ამ დრომდე “ზერო პლიუსი”-ს პირობების თანახმად, ზარის წამოწყების ღირებულება 10 თეთრია, ხოლო ყოველი 10 წუთის საფასური ასევე 10 თეთრი.



“ზერო პლიუსი”-ს პირვანდელი პაკეტი კი ასეთი იყო: ზარის წამოწყება 10 თეთრი, ხოლო მაგთის, ბანისა და ბალის აბონენტებთან მომდევნო ნახევარი საათი იყო უფასო. სხვა ქსელის აბონენტებთან დარეკვის ტარიფის ღირებულება 1 წუთი 10 თეთრი იყო.

0
441
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
441
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0