x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
2018 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
image

2018 წელი ყვითელი ძაღლის წელია, ძაღლი კი ერთგულებით გამოირჩევა. ძაღლი აფასებს ოჯახს და ნათესავებს. ოჯახის წევრებისა და ახლობლების დასაცავად ის მზადაა სასიკვდილო ბრძოლაშიც კი ჩაებას.

218 წელი ძირითადად ბედნიერი მოვლენებითა და დღეებით იქნება გამორჩეული.

ახლა კი ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის.


ვერძი

image2018 წელს ვერძები ყველა ეჭვს უკუაგდებენ.მოქმედების დრო დგება და არა ეჭვებისა.თქვენი გული გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმისკენ გიბიძგებთ, რაც სასურველი ადამიანის გულთან მიგიყვანთ. თქვენ თავად იგრძნობთ, რომ ყველაზე ჭირვეული გულის დაპყრობაც კი შეგიძლიათ, მაგრამ ეს დიდხანს არ გასტანს.და უკვე ივლისის თვისთვის უფრო მორიდებული გახდებით რომანტიკულ საკითხებში.

ზაფხულის ბოლომდე სასიყვარულო საკითხების წამოწევა თქვენს ცხოვრებაში იმ ადამიანების ინიციატივით მოხდება, რომლებიც გულგრილნი არ არიან თქვენს მიმართ. თუმცა შემოდგომით ისევ მოექცევით კუპიდონის გავლენაში და შეძლებთ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობების ანაზღაურებას. წლის ბოლო კი დიდ ბედნიერებას გპირდებათ.


კურო

imageკუროებს ყვითელი ძაღლი უამრავ მოულოდნელობას პირდება სასიყვარულო სფეროში. მას დიდი სურვილი აქვს ისეთი რამ გააკეთოს, რაც ჩვეული ჩარჩოებიდან ამოგაგდებთ.ამ საქმეში ძაღლის მოკავშირე პლანეტა ურანი გახდება, რომელსაც ძალიან უყვარს ბედის უჩვეულოდ შეტრიალება. მოკლედ რომ ვთქვათ:ელოდეთ ცვლილებებს სასიყვარულო სფეროში. დიდი ალბათობით, ის ხალხი, რომლებთანაც აქამდე ბედმა მიგიყვანათ და შესაფერის პარტნიორებად მოიაზრებდით, სულ სხვანაირი აღმოჩნდება. თუმცა, ძაღლმა იცის რასაც აკეთებს. გვერწმუნეთ, ახალი შეხვედრები გაგახარებენ და დაგაინტერესებენ.


ტყუპები

imageტყუპებს ნამდვილი დაბრკოლებებიანი რბოლა ელით, რომლის ფინალშიც სასიამოვნო პრიზით დაჯილდოვდებიან. ყვითელმა ძაღლმა იდეალური პარტნიორი მოგიძებნათ, მაგრამ მასთან შესახვედრად დიდი ძალისხმევის გამოჩენა დაგჭირდებათ. ეს წელი დახუნძლული იქნება მოულოდნელი ცვლილებებით, სერიოზული გადაწყვეტილებებით და რომანტიკული ჟანრის თავგადასავლებით. არაა გამორიცხული, რომ ხშირად და ხანგრძლივად იმოგზაუროთ, განსაკუთრებით წლის მეორე ნახევარში. არაა გამორიცხული თქვენი მეორე ნახევარი უცხოელი აღმოჩნდეს და საზღვარგარეთ გადასვლის საკითხიც დადგეს დღის წესრიგში.



კიბორჩხალა

image

ამ ნიშნით დაბადებულებს მარტოობა ამ წელს არ უწერიათ. მაშინაც კი, თუ გადაწყვეტთ, რომ თქვენთვის მარტო და მშვიდად იჯდეთ, ყვითელი ძაღლი მაინც მოგაგნებთ და საინტერესო რომანტიკული ისტორიის ბილეთს მოგართმევთ, რომლის ორი მთავარი მოქმედი გმირიდან ერთი თქვენ იქნებით. არაა გამორიცხული ამ წელს არჩევანის წინაშეც დადგეთ, თუ ვინ იქნება მთავარი ადამიანი თქვენს გულში.ასე რომ წყნარი ცურვა თქვენს ხომალდს არ უწერია, მისი კურსი მორიელში მყოფი იუპიტერისკენაა მიმართული, რაც ვნებათა სიუხვესა და რომანტიული ცხოვრების ფერებს გპირდებათ.


ლომი

imageლომებს ამ წელს უნდა ახსოვდეთ, რომ ძაღლი შინაური ცხოველია, რომელსაც შორეული მოგზაურობები არ იტაცებს. ეს პრინციპი რომანტიკის სფეროშიც აისახება. მოგიწევთ მეორე ნახევარი თქვენს ახლოს ეძებოთ, ნაცნობებში, კოლეგებში და ა, შ.

შესაძლებელია თქვენს ცხოვრებაში წარსულიდან გამოჩნდეს ვინმე, რომელიც თქვენი თაყვანისცემის ობიექტი გახდება. არაა გამორიცხული, რომ ლომებმა მეორე ნახევარი საერთი ინტერესებისა და ჰობის დახმარებით მოძებნონ. არაა გამორიცხული ზოგმა ლომმა გარისკოს და სამოგზაუროდ წავიდეს, მაგრამ ამურს ასეთი სცენარიც გათვალისწინებული აქვს და სახლიდან შორსაც მოგეცემათ შანსი, რომ თქვენს მეორე ნახევარს შეხვდეთ.


ქალწული

imageყველაზე ჩაკეტილი ქალწულებიც კი ვერ გაექცევიან საწინააღმდეგო სქესის ყურადღებას. ციური მნათობები პირდაპირ მიანიშნებენ, რომ თითქმის ყველა კართან შესძლოა ის ადამიანი იყოს, რომელთანაც მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობა გექნებათ. ეს შესაძლებლობა მთელი წლის განმავლობაში გექნებათ. თქვენი გულის მოგებას კი უკვე იანვრიდან შეეცდებიან. ის ქალწულებიც კი, რომლებიც მარტოობას გადაწყვეტენ, ყურადღებას მოკლებულნი მაინც არ დარჩებიან, რადგან არსებობს ტელეფონი და სოციალური ქსელები, რომელთა მეშვეობით კუპიდონი მათ გულებამდეც მიაღწევს.


სასწორი

imageეს წელი შესაძლებლობას აძლევს სასწორებს მოდუნდნენ და მოვლენებს მიენდონ. სიყვარული, კვლავ და კვლავ, თავად მოვა თქვენს ცხოვრებაში და ნათელი და სასიამოვნო შეგრძნებებით აგავსებთ. სასწორები ამ წელს მარტო ნამდვილად არ დარჩებიან, ამიტომ, თუ რომელიმე სასწორი თვლის, რომ ურთიერთობისთვის მზად არაა, კარგად მოუწევს დამალვა, რომ შეუმჩნეველი დარჩეს საწინააღმდეგო სქესისთვის.

2018 წლის შემოდგომაზე ვენერა რეტროგრადული ფაზიდან გამოვა და ეს შესაძლებლობას მისცემს სასწორებს, რომ დაკარგული ურთიერთობები დაიბრუნონ.იზამთ თუ არა ამას-ეს უკვე თქვენი არჩევანია, რადგან ყურადღების გარეშე სულერთია, მაინც არ დარჩებით. ვენერა პლუტონში-მიანიშნებს, რომ სასწორებს, რომელთაც ძლიერი სასიყვარულო გრძნობები ამოძრავებთ, შესაძლოა სირთულეები ჰქონდეთ, მაგრამ ეს სირთულეები დაძლევადია. თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებთ თქვენი გრძნობების ობიექტისგან საპასუხო ურთიერთობას.


მორიელი

imageმორიელი ყვითელი ძაღლის ერთერთი ფავორიტია. ეს წელი ვნებებით სავსე იქნება.უკვე ზაფხულისთვის მორიელი ბევრ ისეთ თვისებას აღმოაჩენს საკუთარ თავში, რომელიც საწინააღმდეგო სქესს მიიზიდავს. ეს ახალი აღმოჩენები სერიოზულ იარაღად იქცევა რომანტიკულ ურთიერთობებში და საშუალებას მოგცემთ თავად მართოთ თქვენი სასიყვარულო ცხოვრება და მოვლენებს არ მიენდოთ. უნდა აღინიშნოს, რომ ყვითელი ძაღლლი მატერიალურადაც გაანებივრებს ამ ნიშანს. თუმცა არაფერია იმაში ცუდი რომ ერთნაირად ეფექტურად გამოიყურებოდეთ რომანტიკულ და ფიფანსურ სფეროებში.


მშვილდოსანი

image2018 წელს მშვილდოსნებს უამრავი სასიამოვნო სიურპრიზი ელით, მათ შორის რომანტიკულ ცხოვრებაშიც. მარტოხელა მშვილდოსნებს შანსი ეძლევათ მათთვის საინტერესო ადამიანის გული მოინადირონ, მათ კი, ვინც ურთიერთობაშია, სასიამოვნო ცვლილებები შეუძლიათ განახორციელონ. შესანიშნავი წელია ქორწილისთვის, სასიყვარულო აღიარებებისა და ხელის თხოვნისთვის. ამას გარდა, საუკეთესო დროა პარტნიორებს შორის უთანხმოების მოსაგვარებლადაც. წლის მეორე ნახევარში ძალის მოზღვავებას იგრძნობთ, რომელიც სასურველის გულის მოგებაში დაგეხმარებათ, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ სხვებს მოუწევთ გარჯა თქვენი გულის მოსაგებად.


თხის რქა

imageამ წელს თხის რქებს დიდი ყურადღების გამოჩენა მართებთ რომანტიული სფეროსადმი. ყვითელი ძაღლი შეეცდება ყველანაირად გამოგიწვიოთ, ვნებები გააღვიძოს თქვენში და ემოციების ქრიშხალი დაგატეხოთ თავს, მაგრამ თქვენი მშვიდი ნატურისათვის ეს ყველაფერი უცხო და ზედმეტია, ამიტომ პროვოკაციაზე არ წამოეგოთ.

სიმშვიდე-ესაა თქვენი უსაფრთხოების გარანტი 2018 წელს.

არაა გამორიცხული, რომ წლის მეორე ნახევარში ენთუზიაზმის მოზღვავება იგრძნოთ და რომანტიულ ურთიერთობებში თავის გამოჩენა მოგინდეთ, აქ უკვე მეორე ნახევარი დაგეხმარებათ, რომელიც თქვენში თბილ გრძნობებს გააღვიძებს. წლის ბოლოს შესაძლოა თქვენ რჩევა გთხოვონ ურთიერთობის საკითხებში, რასაც წარმატებით გაართმევთ თავს.


მერწყული

imageმერწყული ყვითელი ძაღლის რჩეული და ნებიერაა რომანტიკის საკითხებში. ძაღლი თქვენ სამეფო ტახტზე დაგსვამთ აღმოსავლეთის ხალიფასავით და თავად მარაოთი დაგინიავებთ, სანამ თქვენ საწინააღმდეგო სქესის მშვენიერ წარმომადგენლებს ეცნობით. ის ასევე შეეცდება გასიამოვნოთ და ახალ და ახალ რომანტიკულ შეხვედრებს შემოგთავაზებთ.

ერთი სიტყვით, საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობა ადვილად გამოგივათ.

თუმცა, სასიყვარულო საკითხები მერწყულებისთვის პირველ ადგილას ნამდვილად არ დგას. პირიქით, მათთვის მნიშვნელოვანია იმიჯი, რეპუტაცია, თვითგანვითარება, პროფესიული ზრდა... ეს არ ნიშნავს, რომ მათ სიყვარული სიამოვნებას არ ანიჭებთ, უბრალოდ ამ მხრივ მათ ძალისხმევის დახარჯვა არ მოუწევთ.


თევზები

imageთევზებისთვის 2018 წელი სტრატეგიულ მიდგომას მოითხოვს სასიყვარულო სფეროსადმი.მოთმინება იქონიეთ და შეეცადეთ არ შეაწუხოთ ის ადამიანი, რომლის მოხიბვლაც გინდათ.იმოქმედეთ ნელა, თავშეკავებულად და ბუნებრივად. ეს პროცესი შესაძლოა რამდენიმე თვით გაგრძელდეს, მაგრამ სამაგიეროდ ამით ფუნდამენტს მოამზადებთ სერიოზული ურთიერთობისთვის. უკვე ივლისიდან კი ქმედებაზე გადასვლის დრო დადგება და გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა მოგიწევთ.

0
1876
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1876
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0