x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
3 მეთოდი ,,გაჭედილი" ნიჟარის და აბაზანის გასაწმენდად

თუ სამზარეულოს ნიჟარაში ან აბაზანაში დაგროვილ წყალს უფრო და უფრო მეტი დრო სჭირდება დასაცლელად, დროა ზომები მიიღოთ, რათა ერთხელაც უკმაყოფილო მეზობლები არ მოგადგნენ საჩივრით“თქვენგან წყალი ჩამოგვივიდა!"

image შეიძინეთ იაფი და სასრგებლო საშუალება-პლასტიკატის დრეკადი თოკი, რომელსაც ბოლოში კაუჭისმაგვარი დაბოლოება აქვს. ჩაყავით კაუჭიანი ბოლოთი მილში და ენერგიულად ატრიალეთ. თუ მილში თმა ან მტვრის ნაფლეთებია გაჭედილი, კაუჭი წამოედება და ადვილად ამოიღებთ.


ერთერთი გავრცელებული საშუალებაა ვანტუზი, მაგრამ იმისთვის, რომ ეფექტურად გამოიყენოთ, საჭიროა შემდეგნაირად მოიქცეთ:დააფარეთ წყლის გასასვლელს სველი ჩვარი.შემდეგ კი აავსეთ ნიჟარა ცხელი წყლით ისე, რომ ვანტუზის ქვედა ნაწილი დაიფაროს და ამოტუმბეთ ჰაერი ვანტუზით 5-10-ჯერ.


ასევე ერთერთი ეფექტური საშუალებაა ძმარი და სოდა. ჩაყარეთ წყლის გასასვლელში ნახევარი ჭიქა სოდა, შემდეგ ჩაასხით 1 ჭიქა ძმარი და მაშინვე დაუცეთ საცობი წყლის გასასვლელს ან სველი ტილო დააფარეთ, რომ სოდამ და ძმარმა კარგად გააღწიოს მილებში.ცოტა ხნის შემდეგ ნიჟარაში ცხელი წყალი ჩაასხით. ეს საშუალება შეგიძლიათ რეგულარულად გამოიყენოთ პროფილაქტიკისთვის და მილებიც კარგ მდგომარეობაში იქნება.

0
531
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
531
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0